უკრაინაში რუსეთის მოქალაქეებს მედიასაშუალებების ფლობა და მართვა ეკრძალებათ

4 სექტემბერი 2015 Shadow

 

წყარო:  ipress.ge

რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფლობის და მართვის უფლება ეკრძალებათ. კანონი ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო.

კანონს, „მასობრივ საინფორმაციო საშუალებების ფლობის გამჭვირვალეობისა და ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების რეალიზების შესახებ“, 237-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონის მისაღებად 226 ხმა იყო საკმარისი.

დღესვე რადამ მხარი დაუჭირა ცვლილებებს კანონპროექტში, რომელიც ოფშორულ კომპანიებს და აგრესორი ქვეყნების რეზიდენტებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს.

„უკრაინაში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ იმ კომპანიებს წარმოადგენენ, რომელთა სია დამტკიცებული აქვს მინისტრთა კაბინეტს; ან მოქალაქეობის არმქონე პირებს; ან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან უმაღლესი რადას მიერ აგრესორ ქვეყნად ან ოკუპანტ ქვეყნად ცნობილი სახელმწიფოების რეზიდენტებს ეკრძალებათ ტელეორგანიზაციების ან პროგრამული მომსახურების პროვაიდერული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციების დაარსება და მათ მართვაში მონაწილეობის მიღება“ - ნათქვამია დოკუმენტში.