მღვდელი,რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ბავშვების ნათლობისთვის დახვრიტეს

31 ოქტომბერი 2016 Shadow

წყარო: eurocommunicator.ge

სტალინის რელიგიური პოლიტიკას ათასობით ქართველი სასულიერო პირი შეეწირა. მღვდლებს საკუთარი რელიგიური ვალდებულებების შესრულების გამო ასახლებდნენ და ხვრეტდნენ. კომუნისტების რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანიც, რომელიც ცაგერის რაიონისა და ქვემო სავენთის სოფლებში ბავშვების მონათვლის გამო დახვრიტეს. გთავაზობთ ამონარიდებს მისი პატიმრის ანკეტიდან.

პროფესია და სპეციალობა - მღვდელი.

მუშაობის ადგილი და თანამდებობა - ეწევა ჩუმად მღვდლობას.

სოციალური მდგომარეობა - ყოფილი მღვდელი

-რევოლუციის დაწყებამდე - მღვდელი

-რევოლუციის შემდეგ - მღვდელი შავსიელი.

განათლება - მცირე მცოდნე.

პარტიულობა - უპარტიო.

თეთრების და სხვა კონტრრევოლუციონურ ჯარში სამსახური, მონაწილეობა ბანდაში, გამოსვლები საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ - შემჩნეული იყო პრაბალტიორობაში ("ლაყბობა”).

 ბრალდების ოქმში ჩამოაყალიბეს, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და ერთ თვეში მონათლა 120 ბავშვი. პიმენ დაშნიანი "მასობრივი ნათლობების ჩატარების” ბრალდებით 1937 წელს დახვრიტეს. 

 

mgvdeli2