წყარო: ნეტგაზეთი
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო უწყება მოლდოვას პროვოკაციაში სდებს ბრალს და პროტესტს გამოხატავს. მათი ცნობით, "მოლდოვამ აფხაზეთის ოფიციალური დელეგაცია რეისიდან მოხსნა, მისმა უსაფრთხოების სამსახურმა ინტერვიუები ჩაატარა და დაკავებულ ოფიციალური პირებზე ფსიქოლოგიური ზემოქმდება სცადა".
საბოლოო ჯამში, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დელეგაცია მოლდოვადან დეპორტირებული იქნა და დელეგაციის წევრებს 10 წლით ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
"აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოლდოვას პროტესტს უცხადებს და მის ქმედებებს აფხაზეთის თანამდებობის პირთა მიმართ, დაუშვებელსა და დისკრიმინაციულს უწოდებს და მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო შუამავლებს მოლდოვა-დნესტრიპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, მომხდარს ობიექტური შეფასება მისცენ და არ დაუშვან მომავალშიც მსგავსი ქმედება მოლდოვის მხრიდან", - წერია ე.წ. აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის დელეგაციამ ვიცე-პრეზიდენტის, ვიტალი გაბნიას ხელმძღავნელობით, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებზე ტირასპოლში (დნესტრიპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქი), რომელიც მოლდოვას დნესტრიპირეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების 25 წლისთავს ეძღვნებოდა.
"მოლდოვამ მიიჩნია, რომ ამ ქმედებით, აფხაზეთმა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობას და სუვერენტეტს საფრთხე შეუქმნა. მოლდოვას ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია, საქართველოს იდენტური პოლიტიკის დემონსტრირებას ახდეnს, რომელიც მიმართულია მათი მეზობელი სახელმწიფოებისა და მოქალაქეების იზოლაციასა და დისკრიმინაციაზე", - ნათქვამია აფხაზეთის თვითაღაირებული რესპუბლიკის ოფიციალური ცნობაში.