რუსეთის „გაყინულ ზონაში“- მცოცავი საზღვარი საქართველოსთან

2 ნოემბერი 2016 Shadow

გავლენიანი გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საზღვარზე არსებულ ვითარებით დაინტერესდა. ჟურნალისტმა ენდრიუ ჰიგინსმა ადმინისტრაციული საზღვარი დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

Damoukidebloba. Com გთავაზობთ სტატიის- „რუსეთის „გაყინულ ზონაში“- მცოცავი საზღვარი საქართველოსთან“ თარგმანს.

 

ჯარიაშენი, საქართველო - სასაზღვრო მწვანე ნიშნების უეცარი გამოჩენა „ადმინისტრაციული საზღვრის’ დაწყების მანიშნებელია, რომელსაც რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოფიციალურად აღიარებს, ქართული მხარე და დანარჩენი მსოფლიო კი საოკუპაციო ხაზს უწოდებს.

ოფიციალური საზღვრის არ არსებობა და რუსეთის მიერ საზღვრის ხშირად გადმოწევის მცდელობა განსაკუთრებით ურთულებს ცხოვრებას ადგილობრივ მოსახლეობას. მაგალითად, საზღვრის კიდევ ერთხელ უკანონოდ გადმოწევის შედეგად, ერთ-ერთი მაცხოვრებლის- ვეფხია ტატიაშვილის საცხოვრებელი სახლი უეცრად რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც, მას საკუთარ სახლში მისვლა აღარ შეუძლია. ამჟამად, სწორედ ეს მოძრავი საზღვარი ყოფს საქართველოსა და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთს, რომელსაც, რეალურად, მოსკოვი აკონტროლებს.

ტატიაშვილის პრობლემები ამ წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც სამხედრო ტექნიკამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მიწის ის მონაკვეთი მიისაკუთრა, რომელიც მისი სახნავ-სათესი ტერიტორია იყო. ტატიაშვილი დაკავების შიშის გამო ვერ ახერხებს საკუთარ სახლში მისვლას. „ საზღვარი იმდენად მობილური გახდა , არავინ იცის, სად დაიწყება რუსეთის ტერიტორია ხვალ და ზეგ.“ ის ამჟამად ძმის სახლში, სასაზღვრო სოფლის ცენტრისგან მოშორებით ცხოვრობს

სამხრეთ ოსეთის ღარიბმა, მთიანმა რეგიონმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, მაგრამ რეგიონის საზღვრებს გარეთ, ამას დიდი ყურადღება არავინ მიაქცია, სანამ 2008 წლის აგვისტოში იქ რუსეთი არ შეიჭრა და სამხრეთ ოსეთზე პრეტენზია არ აღიარა. ამით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი „გაყინული ზონის“ სახით შეუერთდა აფხაზეთს-დასავლეთ საქართველოში, დნესტრისპირეთის ანკლავს მოლდოვაში და აღმოსავლეთ უკრაინას. ე.წ. სამხრეთ ოსეთი გადაიქცა რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიად მეზობელ სახელმწიფოებში, რომელიც გამოიყენება ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა მაგალითად, ნატო-ს საყრდენის შექმნის პრევენცია ან ხელსაყრელ მომენტში ქვეყნის დესტაბილიზაცია.

ამ ტერიტორიების ამბავი, რაღაცით ერთმანეთს გავს ხოლმე. მაგალითად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ლეონიდ თიბილოვმა, განცხადა, რომ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, ისე, როგორც ყირიმი მოიქცა 2014 წელს. მაგრამ, რეფერენდუმის გარეშეც, ე.წ. სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ნომინალურად არის დამოუკიდებელი, რეალურად კი, რუსეთის ტერიტორიად მიიჩნევა. მას მცირე შეირაღებული ძალა ყავს უსაფრთხოებისთვის, მაგრამ თვითგამოცხადებულ მესაზღვრეებს, ძირითადად, რუსეთის სასაზღვრო ძალები აკონტროლებენ- ფედერალური უსაფრთოხების სამსახურის ნაწილი, რომელიც კგბ-ს პოსტ-საბჭოური ვერსიაა.

როდესაც პუტინს აპრილში სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმის შესახებ კითხეს, მან განაცხადა, რომ  ამ ამბავში რუსეთი მხოლოდ მაყურებელი იყო. "თუ სამხრეთ ოსეთს სურს რეფერენდუმის ჩატარება, ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ მას“.

სასაზღვრო მწვანე  ნიშნები პირველად გასულ წელს გამოჩნდა. მას შემდეგ მცოცავ საზღვარი წარწერით „ გადაადგილება შეზღუდულია“ უცხო აღარავისთვის არის. ნიშანი იუწყება, რომ აქ სასაზღვრო ხაზია, თუმცა არ არის მითითებული რომელი ქვეყნის, მაგრამ ადგილობრივებს ეჭვები არ აქვთ ამ საკითხზე. „რუსეთი იწყება აქ“- ამბობს ტატიაშვილი. „თუ რუსეთი ხაზის გადმოწევას ისევ გააგრძელებს, ერთ დღეს ჩვენ ყველა რუსულ-ქართულ ფედერაციაში ვიცხოვრებთ“.

ერთ-ერთი ასეთი „სასაზღვრო ნიშანი“ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ნაწილის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალისგან. ასევე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გამავალი სანავთობო გზისგან.  

რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ამ სასაზღვრო ნიშანს ორ სახელმწიფოს შორის საზღვარს უწოდებენ- რაშიც მხოლოდ ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ ეთანხმებიან- საქართველო და დანარჩენი მსოფლიო კი მას საოკუპაციო ხაზს უწოდებს. ევროკავშირს აღნიშნულ ტერიტორიაზე მონიტორინგისთვის დაახლოებით 200 მშვიდობისმყოფელი ჰყავს გაგზავნილი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის უფროსი ამბობს, რომ რთულია გაიგოს სად გადის რეალურად ეს საზღვარი, რადგან ამაზე შეთანხმება არასდროს მომხდარა და იმაზეა დამოკიდებულია, რომელ რუკას გამოვიყენებთ. მაგალითად, რუსეთი საბჭოთა სამხედრო შტაბის მიერ 1980-იან წლებში შემუშავებულ რუკას იყენებს.

მცოცავი საზღვარი გადაადგილების პრობლემას უქმნის ქართველ მოსახლეობას, ისინი ზოგჯერ „არასწორ მხარეს“ აღმოჩნდებიან , შემდეგ კი რუსი სამხედროები საზღვრის უკანანო გადაკვეთისთვის აპატიმრებენ. პატიმრობიდან დახსნისთვის კი  იმის განხილვა და გამორკვევა ხდება საჭირო, საკუთარ ვაშლის ხესთან მისვლით, რომელიც რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ტერიტორიაზე იყო, დააშავა თუ არა გლეხმა რაიმე.

ისე, როგორც, მაგალითად, ისრაელში, აქაც თანდათანობით სასაზღვრო ხაზი მხოლოდ ფორმალური ხდება და საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელობას კარგავს, რადგანაც ყველას, განსაკუთრებით კი მაცხოვრებლებს რეალობასთან უწევთ გამკლავება.  რეალობა კი ასეთია: ელიზბარ მესტუმრიშვილს, 75 წლის ფერმერის, რომელიც ტატიაშვილის საზღვრის მიღმა ახლად დარჩენილი სახლის წინ ცხოვრობს, ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარ სახლში მისვლა, რადგანაც ის სასაზღვრო ხაზის იმ მხარეს არის დარჩენილი, რომელსაც ქართველები აკონტროლებენ.  მაგრამ , ის ვერ ახერხებს თავის სახნავ-სათეს ეზოში გადასვლას, რომელიც 60 მეტრით არის დაშორებული მისი სახლიდან და ახლა რუსეთის ტერიტორიად ითვლება.

უკანასკნელ პერიოდში რუსული სამხედროებისა და დიპლომატიური პერსონალის მატებასთან ერთად, ეთნიკური ოსების რაოდენობა თითქმის ორჯერ შემცირდა- 70 000 მაცხოვრებლით. ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას კი, დაახლოებით 25 000 ადამიანს, რომელიც იქ ცხოვრობდა, გაქცევა მოუწიათ.

ე.წ. ბორდერიზაცია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მთავრობისთვის პოლიტიკური თავის ტკივილის მიზეზი გახდა. არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მას მოუწია მეტოქეების თავდასხმების მოგერიება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლება რუსეთის „მცოცავ ანექსიას“ მეტისმეტად გაუბედავად პასუხობს.

4 წლის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების დამარცხების შემდეგ, კოალიციამ მილიარდერის შექმნილი პარტიით, „ქართული ოცნებით“ სათავეში, რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის შემცირების პირობა დადო. თუმცა, ამის ნაცვლად, რუსი მესაზღვრეები ქართული ტერიტორიის შიგნით შევიდნენ.

„ გაუმჯობესება არ არის. პირიქით, საპირისპირო მდგომარეობა, სამწუხაროდ, რუსეთი არასდროს აფასებს შენს დათმობას, წინგადადგმულ ნაბიჯს ან კომპრომისს. „-ამბობს პრემიერ მინისტრი. თუცა, დასძინა: „ჩვენ არ ვაპირებთ, მიხეილ სააკაშვილივით შეცდომის დაშვებას და აგვისტოს ომის გამეორებას. რუსეთის ამ ქმედებებს პერსპექტივა არ აქვს. ისინი ცდილობენ საზღვრის, ღობეების აშენებას ჩვენი ქვეყნის შიგნით. მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს დროებითია. ამის მიუხედავად ის რაც ხდება დღეს დროებითია და ე.წ საზღვარი დიდხანს არ იარსებებს”.