ნატო შეშფოთებულია რუსული პროპაგანდით და ევროკავშირის მიერ 2015 წელს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, განიხილავს შესაძლებლობას, ალიანსის ფარგლებშიც შეიქმნას სპეცდეპარტამენტი, რომლის მიზანი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა ნატოს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტი.
როგორც "როიტერი" აღნიშნავს, დასავლეთი შეშფოთებულია რუსეთის მიერ მედიასაშუალებების დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენებით. “ვხედავთ, რომ რუსეთი ბევრ საშუალებას იყენებს და ინვესტიციებს სხვადასხვა პროპაგანდაში დებს. თუმცა, ჩვენ პროპაგანდას არ შევებრძოლებით პროპაგანდისტული მეთოდებით”-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა
“როიტერის” თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია იმ ვიზუალური მასალებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნის საჭიროება, რომელიც ნათელს ხდის ნატოსგაფრთხილებას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ასევე, მითითებულია, რომ უნდა გაიზაროდს ნატოს აქტივობა სოციალურ ქსელებშიც.
ალიანსის ახალი საკომუნიკაციო პოლიტიკა, სავარაუდოდ, მოწონებული იქნება ვარშავის სამიტზე, რომელიც 2016 წლის ივლისშია დაგეგმილი.