წყარო: „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიწვევით მოსკოვში მიემგზავრება.
ნინო ბურჯანაძე მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით „მსოფლიოსა და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები 21 საუკუნე“.
ასევე იგეგმება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის მაღალი რანგის შეხვედრები ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.