საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ის ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნების შანსებს “ვერ ხედავს”. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
უკრაინის ატონომიურ რესპუბლიმა ყირიმში რუსულმა არმიამ პოზიციები 2014 წლის ადრეულ გაზაფხულზე დაიკავა, რის შემდეგაც იმავე წლის 16 მარტს გაიმართა რეფერენდუმი, რომლის შედეგების მიხედვითაც, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი. აღნიშნული რეფერენდუმის კანონიერება არ საერთაშორისო საზოგადოებას. მიუედავად ამისა, რუსეთის ფედერაციის მმართველებმა განაცხადეს, რომ ყირიმში რეფერენდუმი საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების დაცვით ჩატარდა.
“რია ნოვოსტის” ცნობით, ნინო ბურჯანაძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ყირიმის მოსახეობამ რუსეთთან შეერთებას მხარი იძულებით დაუჭირა.
“მე შემიძლია ვთქვა, რომ ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ოდესმე დაბურნების შანსს ვერ ვხედავ. ჩვენ დავინახეთ კადრები, დავინახეთ ხალხი, დავინახეთ ადამიანთა მასობრივი აქტიურობა და ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა”, - “რია ნოვოსტის” ინფორმაციით განაცხადა ბურჯანაძემ.