წყარო: პირველი რადიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლმენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი კი ბურჯანაძის მოსკოვში, რუსეთის დიუმის თავმჯდომარესთან ნარიშკინთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებები გახდა. ამ განცხადებების გამო, ბურჯანაძისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხვნით, ქვეყნის საგარეო უწყებას რამდენიმე ორგანიზაციამ მიმართა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნა საგარო უწყებამ შესამოწმებლად უშიშროებას გადაუგზავნა, ვინაიდან ის გადამოწმებას მოითხოვდა, რამდენად შეიცავდა ნინო ბურჯანაძის განცხადებები ანტიუკრაინულ შინაარსს. უშიშროებიდან მიღებული პასუხის შემდეგ საგარეო უწყებამ "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს უკრაინაში შესვლა აუკრძალა.