წყარო: პირველი არხი
ცნობილი ხდება, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ადგილობრივებს, შესაძლოა, გადაადგილების უფლება გაუზარდოს. რუსული მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სოფელ ხელჩუასა და ქართულ სოფელ ზარდიაანთკარს შორის ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა იგეგმება.
თუმცა ჯერ უცნობია, რა წესები იმოქმედებს ახალ პუნქტთან და შეძლებენ თუ არა 2008 წლის შემდეგ ორად გაყოფილ ზარდიაანთკარში მცხოვრები ოჯახები ცხინვალში უფრო ადვილად გადასვლას. ოფიციალური თბილისი საოკუპაციო რეჟიმისგან განმარტებებს ელოდება.