წყარო: qartli.ge
გორში, 2016 წლის ოლიმპიადის მონაწილეების ბილბორდს საღებავი შეასხეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ვიდეო კი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გორის შესასვლელში გადაიღო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წითელი საღებავი მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის პორტრეტს შეასხეს. დანარჩენების ფოტოები უვნებელი გადარჩა. შეგახსენებთ, რომ ლაშა შავდათუაშვილმა 2016 წლის 8 აგვისტოს, ქართველმა ძიუდოისტმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა და ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა. „ისეთი დღე იყო, უფლება არ მქონდა რუს სპორტსმენთან შეხვედრა წამეგო“ - ამის შესახებ შავდათუაშვილმა რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ ”რუსთავი2”-ს განუცხადა.
საბოლოოდ, ქართველმა ძიუდოისტმა რიო-დე-ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოღვაწეობა ბრინჯაოს მედალზე დაასრულა.
,,გორი საქართველოს გამარჯვებისთვის“ ასეთია ბილბორდის სლოგანი, რომელიც გორის საჭიდაო სკოლების აღზრდილების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.