ომის გამოძახილი- 2008 წლის რუსული ოკუპაციის გავლენა ქართველი მორაგბეების მოტივაციაზე

7 ოქტომბერი 2015 Shadow

წყარო:slate.com

georgia-2015-rwc-jersey

18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ინგლისში რაგბის რიგით მე-8 მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველო C ჯგუფში მოხვდა და მისი კონკურენტებია- ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და ნამიბია. 

ქართველმა მორაგბეებმა 17-10 დაამარცხეს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე ტონგას ნაკრები, რაც მსოფლიოსთვის შეუმჩნეველი არ დარჩა და ექვსი ერის ჩემპიონატში საქართველოს დამატების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა.

BBC-სა და „გარდიანის“ ჟურნალისტი ალექსანდრ ბისლი დაინტერესდა რა იყო ქართველი მორაგბეების ძირითადი მოტივატორი და რა გზა გამოიარეს, სანამ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდებოდნენ .

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო არენაზე ასპარეზი 1991 წელს, ქვეყნის მიერ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო.  განსაკუთრებული აღზევება კი საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის ყველაზე რთულ პერიოდს- რუსეთთან 2008 წლის ომს დაემთხვა. ომმა რუსეთთან სპორტული დაპირისპირება გაამწვავა და გუნდს დაეხმარა ახალ გამოწვევებს მეტად მოტივირებულები და მომზადებულები შეხვედროდნენ, რაც რუსეთთან ტესტ-მატჩის დროს გამოჩნდა კიდეც. 2009 წელს, საქართველოსა და რუსეთის თამაშები ნეიტრალურ ტერიტორიებზე-უკრაინასა და თურქეთში ჩატარდა და ორივეჯერ 36-8, 29-21 დაამრაცხეს ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები.

საქართველოს ნაკრებმა 6-ჯერ მოიგო ევროპის ერთა თასი, მსოფლიო რეიტინგში მის საუკეთესო მაჩვენებელსაც მიაღწია და ამჟამად მე-13 ადგილზე იმყოფება. ქართველი მორაგბეების წარმატებამ ქვეყანაში რაგბის პოპულარობა გაზარდა და დღეს, 4 მილიონიან ქვეყანაში, ის ყველაზე პოპულარულ სპორტად ითვლება.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე- მერაბ შარიქაძე ქვეყნისთვის რაგბის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, უკანასკნელი წლების მანძილზე, საქართველოს ბევრ პრობლემასთან მოუწია შეჯახება, რაგბი კი  მოსახლეობისთვის ერთგვარი განტვირთვის საშუალება, სიმტკიცისა და სიხარულის მომტანი გახდა და ნაკრების თითოეული გამარჯვება თუ კარგი თამაში ქვეყანას ერთ მუშტად კრავს. „ჩვენი კარგი თამაშითა თუ მოგებით, ვახერხებთ ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა დავავიწყოთ, ცოტახნით მაინც“ . მერაბ შარიქაძე ამჟამად საფრანგეთის კლუბში თამაშობს, თუმცა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს.  „პუტინს ისევ ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, რაც ჩვენ ეკონომიკურ სიტუაციას მკვეთრად აუარესებს. 2008 წელს არავინ ელოდა რაიმე საფრთხეს, თუმცა კრემლის მოულოდნელმა ნაბიჯმა მიგვახვედრა, რომ რუსეთის ბოროტი გეგმებისა და მიზნების გამოცნობა ძალიან რთულია “ (მართლაც, სამხრეთ ოსეთის შემდეგ, რამდენიმე წელში რუსეთმა უკრაინას შეუტია და ყირიმის ანექსია მოახდინა)

ომის შემდეგ, საქართველომ 7 დან 7 თამაში მოუგო რუსეთს, უკანსაკნელ თამაშში კი ,რომელიც თბილისში მარტში გაიმართა თბილისში  33-0 დაამარცხა. (ისტორიულად, ქართველებს 19-დან 17 თამაში აქვთ მოგებული)

 Untitled_1

„ხალხი არ გვაპატიებს მათ წინააღმდეგ დამარცხებას. რუსეთთან თამაშის დროს სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფეროა და გულშემატკივრობა პიკს აღწევს, ეს კი ჩვენ დამატებით ენერგიას გვმატებს ყოველთვის. „ -ამბობს შარიქაძე. მისი თქმით, ომმა მეტად ერთიანი და მოტივირებული გახადა ქართველი მორაგბეები წარმატებისკენ გზაზე. სწორედ ეს ეხმარებათ გამოწვევებს მზად შევხდნენ, ითამაშონ სრულიად მოყინულ სტადიონზე, -21 გრადუსიან ყინვაშიც კი.

ქართველები დღესაც მთელი სიმძაფრით გრძნობენ რუსეთის მარწუხებს, რადგან მას ისევ ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% და რუსეთის ჯარი ქვეყნის დედაქალაქიდან მხოლოდ 50კმ-ით არის დაშორებული ქვეყნის დედაქალაქიდან. 

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი იხსენებს, რომ თავდაპირველად მისთვის უცხო იყო ის განსაკუთრებული დამოკიდებულება, რაც ქართველ მორაგბეებს ჰქონდათ რუსეთის თამაშის წინ. თუმცა, დღეს უკვე სრულიად აცნობიერებს რუსეთთან სპორტული დაპირისპირების მნიშვნელობას, ქართული ენაც ისწავლა და თამაშის წინ გუნდს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს.