როგორ უთხრიან ძირს დემოკრატიას პუტინის აგენტები

27 მაისი 2016 Shadow

ბოლო პერიოდში რუსეთის საინფორმაციო ომი, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ევროპაში და განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპაში. სწორედ ამ საკითხზე გამოაქვყენა სტატია „ჩეტჰემ ჰაუსის“ რუსეთისა და ევრაზიის პროგრამაში უკრაინის ფორუმის მენეჯერმა- ორისია ლუტსევიჩმა europe.newsweek.com ზე. Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში პრო-დასავლური კურსის გაძლიერებამ, მოსკოვის გავლენის შემცირება გამოიწვია. საპასუხოდ, კრემლმა ახალი საგარეო სტრატეგია შეიმუშავა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი წამოიწყო. რუსეთის 2007 წლის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვაში გაჩნდა ტერმინი “საგარეო პოლიტიკის ჰუმანიტარული მიმართულება“, ხოლო „რბილი ძალა“, ორიგინალური ფორმით 2013 წლის რუსეთის ეროვნულ საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში გამოჩნდა , სადაც ის განმარტებულია, როგორც „…საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო საზოგადოების პოტენციალს, ინფორმაციასა და სხვა მეთოდებს“.

პრო-რუსული ჯგუფების მიზანი „რუსული სამყაროს“ შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება და დასავლეთისა და ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების მიმართ უარყოფითი და ნიჰილისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. რუსული ფსევდო-არასამთავრობო ორგანიზაციები, ანტი-ამერიკული პროპაგანდის პარალელურად,  საერთო ევრაზიული, კონსერვატიული და რელიგიური ღირებებულებს უსვამენ ხაზს და ცდილობენ წინ წამოწიონ ნარატივი, რომ ევროპასთან დაახლოება ეროვნულ იდენტობასა და ღირებულებებს უქმნის საფრთხეს.

პრო-რუსული ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურობენ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - იმ ქვეყნებში, რომლებსაც ღიად აქვთ დეკლარირებული პრო-დასავლური კურსი და დასავლურ ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ.

რუსეთი ყველა არსებულ რუსურს იყენებს მიზნის მისაღწევად, იქნება ეს კრემლის ადმინისტრაცია თუ უსაფრთხოების სამსახურები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, პრო-რუსული ადგილობრივი ელიტები, კულტურა თუ მედია. ასეთ კომპლექსურ მიდგომასა და ალტერნატიული დისკურსის დამკვიდრებას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს პოსტ-საბჭოთა სივრცის პოლიტიკურ კლიმატს, გაურთულოს მოსახლეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესი და გახდეს რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი მიზეზი.

რუსეთის „რბილი ძალა“ ცენტრალიზებულია, იმართება რუსეთის მთავრობიდან და მასთან ასოცირებული ინსტიტუტებიდან. სტრუქტურა შეიძლება სამ კლასად დაიყოს.  პირველში ქვეყნის ფედერალური სააგენტოები, პროპაგანდის დამფინანსებელი მსხვილი დონორი ორგანიზაციები და რუსი ოლიგაქრები შედიან. მეორე კლასს უშუალოდ ადგილობრივი ორგანიზაციები მიეკუთვნებიან, ბოლო საფეხურზე კი ის ადამიანები არიან გაერთიანებული, რომლებიც იზიარებენ რუსეთის პოლიტიკას მეზობლების მიმართ, თუმცა არცერთ ოფიციალურ ორგანიზაციაში არ არიან გაწევრიანებული.

პირველ კლასში შედის „როსოტრუდნიჩესტვო“, რომლის მთავარ ამოცანას, პრო-რუსული ორიენტაციის აქტივისტების მობილიზაციითა და კრემლის ნარატივის გავრცელებით, საზღვარგარეთ რუსეთის პოზიტიური იმიჯის შექმნა წარმოადგენს. ორგანიზაცია 2008 წელს დაარსდა და რუს მეცნიერებს, კულტურის წარმომადგენლებსა თუ საელჩოში მომუშავე პირებს აერთიანებს. უკვე 2014 წელს, ვლადიმერ პუტინის მიერ ჩამოყალიბებული საერთაშორისო განვითარების გეგმაში „როსოტრუდნიჩესტვო“ ოფიციალურად ჩაერთო რუსეთის „რბილი ძალის“ გავრცელების პროცესში. საერთაშორისო დონეზე ფინანსური დახმარების მართვა, რომელიც მანამდე რუსეთის ფინანსთა მინისტრის მიერ ხორციელდებოდა, ახლა „როსოტრუდნიჩესტვოს“ დაუქვემდებარდა. შედეგად, მისი ბიუჯეტი, 2014 წელთან შედარებით, 50% ით გაიზარდა და 95.5 მილიონს მიაღწია.

„რუსული სამყაროს“ შექმნის იდეას მხარს უჭერენ რუსეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებიც და დიდ თანხას დებენ კონსერვატიული და მართმადიდებლური ღირებულებების გავრცელებაში როგორც რუსეთში, ისე მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, „წმინდა ვასილის მალოფევის“ საზოგადოება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო დონორი ორგანიზაციაა რუსეთში. 2014 წელს მან 1.1 მილიარდზე მეტი დახარჯა რუსული პროპაგანდის დაფინანსებისთვის, შექმნა საკუთარი სატელევიზიო არხი, რომლის კონტენტიც რელიგიური, იდეოლოგიური და ნაციონალისტური რიტორიკით არის გაჯერებული.

მეორე კლასში, ძირითადად, ახალგაზრდული ჯგუფები, მცირე ორგანიზაციები, რუსი მოქალაეების მიერ შექმნილი ასოციაცები და სამხედრო ვეტერანების ჯგუფები შეიძლება გავაერთიანოთ. მათი ერთ-ერთი აქტივობა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მედია-სკოლების ჩატარებას მოიცავს, რითაც, ხელს უწყობენ რუსული სტანდარტების დანერგვას ჟურნალისტიკაში. ატარებენ ტრენინგებს ახალგზარდებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ლიტვიდან. ბანაკებში მაგალითად შეგხვდებათ ლექცია: „ცენზურა, როგორც მედია თავისუფლების ინსტრუმენტი“.

მესამე კლასის წარმომადგენლები კი ულტრა-რადიკალური და ნეო-იმპერიალისტური პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათ შორის არის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი - ალექსანდრე დუგინი. მას ამბიცია აქვს გავლენა მაოხდინოს რუსეთისა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ კლიმატასა და მომავალი თაობების შეხედულებებზე, რისთვისაც საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა დაარსა. დუგინის ონლაინ საინფორმაციო პორტალი - ევრაზიის რუსული სამყარო - საპრეზიდენტო ფონდიდან ფინანსდება. გარდა პოსტ-საბჭოთა სივრცისა, დუგინი ცდილობს პრო-რუსული შეხედულებების მქონე ადამიანებისთვის სივრცე შექმნას ხორვატიაში, საფრანგეთში, უნგრეთში, იტალიაში, რუმინეთში, პოლონეთსა და სერბეთში.

რუსეთის ამ პოლიტიკის გავლენა  განსაკუთრებით იგრძნობა იქ, სადაც რუსულენოვანი მედია არის ძირითადი წყარო მოსახლოებისთვის ინფორმაციის მისაღებად და საზოგადოებაში ორაზროვანი, ერთმანეთის ურთიერთსაპირისპირო ნარატივი ყალიბდება. მათი მესიჯები, პირველ რიგში, გამიზნულია ადამიანთა იმ კატეგორიისთვის, ვისაც ნოსტალგიური განწყობები აქვს საბჭოთა კავშირის მიმართ. რადიკალი ნაციონალისტური მოძრაობებისა და ახალგაზრდა თაობებისთვის კი რუსეთი - როგორც რეგიონის ამაღორძინებელი, გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი ქვეყნის ნარატივს ქმნის.

კიდევ ერთი საშიშროებას რუსეთის მხრიდან სეპარატისული დაჯგუფებების წახალისება წარმოადგენს.

ჩნდება კითხვა, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა?

უპირველ ყოვლისა, საჭიროა დასავლურმა მედიამ  გაიგოს, რომ ხშირად მათი რესპოდენტები არა „დამოუკიდებელი“ ექსპტერები, არამედ რუსული პროპაგანდის გამტარებელი პირები არიან.

მარეგულირებელმა ორგანიზაციებმა კი მიიღონ გამოწვევა და რუსეთის სახელმწიფო მედია-საშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთაც აქტიურად მაუწყებლობენ მონიტორინგის ქვეშ ყავდეთ, რათა მათ მიერ გავრცელებლი ინფორმაცია შესაბამისობაში იყოს ადგილობრივი მაუწყებლობის რეგულაციებთან. იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდება, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტიტეს და წარმოადგენს საშიშროებას ტერიტორიული მთლიანობისთვის, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

საჭიროა შეიქმნას დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი საინფორმაციო წყაროები რუსულად მოსაუბრე მოსახლოებისათვის, რათა შეიქმნას დეპოლიტიზირებული, ნეიტრალური სივრცე მათთვის. პრო-დასავლურმა ორგანიზაციებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრობმლონ ადგილობრივ მოსახლეობასთან, კულტურულ ჯგუფებთან, რელიგიურ ორგანიზაციებთან თუ სხვა.

ეს ღონისძიებები აუცილებელია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის და რუსეთისთვის „ხელოვნური დემოკრატიის“ შექმნის პროცესში ხელის შესაშლელად.