27 აგვისტო - ახალმოწამეთა დღე

27 აგვისტო 2019 Shadow

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 27 აგვისტოს ახალმოწამე სასულიერო პირების დღეს აღნიშნავს. ოფიციალურად ამ დღის სახელწოდებაა - მღვდელმოწამეთა: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტისა ნაზარისა (ლეჟავა), გერმანე (ჯაჯანიძე), იეროთეოს (ნიკოლაძე) და სიმონ (მჭედლიძე) ხუცესთა, პროტოდიაკონისა ბესარიონისა (კუხიანიძე) და ყოველთა ახალმოწამეთა, ტოტალიტარული რეჟიმის დროს ურწმუნოთაგან ვნებულთა.

 

წმინდა სიმონ მჭდლიძისა და წმინდა გრიგოლ ფერაძის ხატი 

 

1921 წელს, მას შემდეგ რაც ბოლშევიკური არ­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში შემოიჭრა, "სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის" სა­ხე­ლით და­ი­წყო ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის და­ხურ­ვა და ნგრე­ვა. "სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბა" გუ­ლის­ხმობ­და, რომ ადა­მი­ა­ნებს თა­ვად უნდა აერ­ჩი­ათ, ეწა­მათ თუ არა, თუმცა რეალობა რადიკალურად განსხვავებული იყო. ბოლ­შე­ვი­კე­ბი მაქსიმალურად ავიწროვებდნენ სამღვდელოებას, ეწეოდნენ მათ საჭინააღმდეგო პროპაგანდას, ქმნიდნენ "უღმერთოთა" მსგავს კავშირებს და ა.შ. ერთ-ერთი ბოლშევიკური პროპაგანდის ნიმუში გვამცნობდა: "მა­შინ, როცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი შიმ­ში­ლის ბრჭყა­ლებ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი სულს ღა­ფავ­და, სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ქვე­ბი­თა და კე­ტე­ბით უძა­ლი­ან­დე­ბო­და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­საც და­ვა­ლე­ბუ­ლი ჰქონ­დათ ეკ­ლე­სი­ებ­ში თავ­მოყ­რი­ლი სა­გან­ძუ­რის გა­მო­ტა­ნა. სამ­ღვდე­ლო­ე­ბას არ სურ­და, რომ ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ ეკ­ლე­სი­ებ­ში დაყ­რილ ოქრო-ვერ­ცხლის მა­გივ­რად მში­ე­რი ხალ­ხი­სათ­ვის პური ეყი­დათ"

ნესტორ ლეჟა­ვა, მიტ­რო­პო­ლი­ტი ნა­ზა­რი ერთ-ერთი იყო, ვინც საეკლესიო საბჭოს დადგენილებით თბილისის სიონისა და სვეტიცხოვლის საგანძური ქუთაისში გადაიტანა და მოწამეთას ტაძარში მალულად ინახავდა. გარდა ამისა, ის გამუდმებით აკრიტიკებდა დამყარებულ რეჟიმს და მხარს უჭერდა საერთო-ქართულ აჯანყებას, რაც ჩეკისტებმაც უწყოდნენ. 1924 წლის 27 აგ­ვის­ტოს მიტ­რო­პო­ლი­ტი ნა­ზა­რი სო­ფელ რო­დი­ნო­ულ­ში წა­ვი­და ეკ­ლე­სი­ის სა­კურ­თხებ­ლად სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად. ღამე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა აღარ უხერ­ხდე­ბო­დათ და სოფელ სიმონეთში დარჩნენ. რო­დე­საც ეძი­ნათ, მათ ჩე­კის­ტე­ბი და­ესხნენ თავს, ყვე­ლა­ნი გა­კო­ჭეს და კონ­და­ხე­ბით სცე­მეს, ურმებზე დააკრეს და სოფსაბჭოში მიიყვანეს. რამდენიმედღიანი დამცირების, ცემის და წამების შემდეგ, "განსაკუთრებული სამეულის" (ЧК) გადაწყვეტილებით, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, ეპისკოპოსი ნაზარი და კიდევ ოთხი სასულიერო პირი: დეკანოზი გერმანე (ჯაჯანიძე), მღვდელი სიმონ (მჭედლიძე), მღვდელი იოროთეოსი (ნიკოლაძე) და დიაკონი ბართლომე (კუხიანიძე) ქუთაისის გარეუბანში, საფიჩხიის ტყეში დახვრიტეს.

    
 
ნაზარი ლეჟავა

      
გერმანე ჯაჯანიძე                                                                                             სიმონ მჭედლიძე

      
     იეროთეოს ნიკოლაძე                                                                              ბართლომე კუხიანიძე 

 

1924 წლის აჯან­ყე­ბის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 27 აგვისტოს დააპატიმრეს სო­ფელ ახალ­სოფ­ლის ეკლესიის დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი იო­სე­ბის ძე ინაშ­ვი­ლი და განსაკუთრებული სამეულის" (ЧК) გადაწყვეტილებით 1 სექტემბერს დახვრიტეს. მას­თან ერ­თად დახვრიტეს მარ­ტყო­ფის ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი ივა­ნე თუშ­მა­ლაშ­ვი­ლი, ნო­რი­ოს ეკ­ლე­სი­ის მო­ძღვა­რი გი­ორ­გი მაცუკაძე, მღვდელი - დავით კახაბერი და სხვა მრავალი სასულიერო პირი. აჯანყების ჩახშობის შემდეგ სოფელ კავთისხევში დახვრიტეს ადგილობრივები და მათ შორის მამა პანტელეიმონ გედევანიშვილი


გიორგი ინაშვილი     

 
ივანე თუშმალაშვილი

      

1924 წლის მოვლენებს შეეწირნენ წმინდა ახალმოწამე ძმები პეტრე და ანდრია კარბელაშვილები. კარბელაშვილების ოჯახში ხუთი სასულიერო პირი ძმა მოღვაწეობდა. მათი მეშვეობით დღესდღეობით შემორჩენილია უამრავი საგალობელი - ისინი იყვნენ პირველი, ვისი უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანეს აღმოსავლეთ საქართველოში წინაპრების მიერ შემონახული ქართული საეკლესიო გალობა. ანდრია კარბელაშვილის ძალისხმევით ამილახვრების სასახლის ქონება, ძვირფასი და ისტორიული ნივთების დიდი ნაწილი განადგურებას გადაურჩა. 1924 წლის აჯანყების დასრულების შემდეგ, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გორელებთან ერთად პეტრე და ანდრია კარბელაშვილები ტირიფონის ველზე გაიყვანეს და იქ დახვრიტეს. ორი ძმის დახვრეტის გარდა, ცოცხლად გადარჩენილ სამ ძმას საბჭოთა რეჟიმი სიცოცხლის ბოლომდე ავიწროვებდა და არ აძლევდა თავისუფლად მოღვაწეობის საშუალებას.

 

სტეფანე (ვასილი), პოლიევქტოს, პეტრე და ანდრია კარბელაშვილები

 

შსს საარქივო სამმართველოს ცნობებით, 1924 წლის აგვისტოს ამბოხებაში მონაწილეთაგან საგანგებო სამეულის მიერ სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა 832 ადამიანს მიესაჯა, აქედან 44 სასულიერო პირი იყო.

განსაკუთრებული სისასტიკით გაგრძელდა სამღვდელოების დევნა 1937-1938 წლებში, სტალინური რეპრესიების დროს. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1937 წლის, 27 ნოემბერს არქიმანდრიტ პიმენ დაშნიანის დახვრეტა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ცაგერის რაიონსა და ქვემო სვანეთის სოფლებში ბავშვების "მასობრივი ნათლობებს ატარებდა". შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ერთ თვეში 120 ბავშვი მონათლა. არქიმანდრიტის ანკეტაში, გრაფაში "მუშაობის ადგილი და თანამდებობა" შემდეგი განმარტებაა მითითებული: ეწევა ჩუმად მღვდლობას.

 

 

დიდ ტერორს მასობრივი ხასიათი ჰქონდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 1937-1938 წლებში ბათუმის ოლქში სულ დაიხვრიტა 1050 ადამიანი, მათ შორის ცხრა სასულიერო პირი: არქიმანდრიტი გიორგი დარჩია, მღვდელი პროკოფი ჩიგოგიძე.  

23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის ევროპული დღეა. რა თქმა უნდა სასულიერო პირების მიმართ არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდა XX საუკუნის მეორე ტოტალიტარული რეჟიმი, ნაცისტური გერმანია. 1942 წლის 6 დეკემბერს მამა გრიგოლ ფერაძე ოსვანციმის საკონცენტრაციო ბანაკში სიცოცხლეს გამოასალმეს ერთი ვერსიით იმიტომ, რომ მან ნაცისტი ოფიცრის მკვლელობა აიღო საკუთარ თავზე, სხვა ვერსიით კი იმის გამო, რომ მან მრავალშვილიანი ებრაული ოჯახის უფროსი ჩაანაცვლა გაზის კამერაში.

 

საბჭოთა სისტემის მიერ რეპრესირებული ახალმოწამე სასულიერო პირების საკითხი კვლევის საგანს წარმოადგენს. არ არის დადგენილი მათი ზუსტი რიცხვი და მიმდინარეობს ბიოგრაფიების დაზუსტების პროცესი. დახვრეტის გარდა, უამრავ სასულიერი პირს მიესაჯა გადასახლება და სასჯელის სხვა ისეთი ზომები, რომელიც ფაქტობრივად დახვრეტას უთანაბრდებოდა, რადგან მძიმე პირობების გამო გადასხლებულთა მხოლოდ მეათედი ახერხებდა უკან დაბრუნებას და სრულფასოვნად ცხოვრების გაგრძელებას. ჩვენ სტატიაში მოყვანილი მაგალითები სრული სურათის მხოლოდ ერთ ფრაგმენტს წარმოადგენს...