damoukidebloba.com გთავაზობთ საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოების "informnapalm.org"-ის სტატიას რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთში С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებითი საშუალებების განთავსების შესახებ. "informnapalm" საგამოძიებო-ჟურნალისტური პროექტია, რომელიც აერთიანებს ჟურნალისტებს, ყოფილ სამხედროებს, ანალიტიკოსებს, თარჯიმნებს და აქტივისტებს. მათი მიზანია გამოააშკარავონ რუსული აგრესიის ნამდვილი სახე ანალიტიკური სტატიების საშუალებით.
ევროკავშირის მიერ საქართველოში უვიზო რეჟიმის გაცხადების ფონზე, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახეზეა რუსეთის ოკუპირებული ძალების აქტივობები და აგრესიული ქმედებები ცხინვალის რეგიონსა და აფზაზეთში. რუსეთის სამხედრო და უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები ღია პროვოკაციაზე მიდიან -ახორციელებენ ახალი სამხედრო ობიექტების აღჭურვას, უზრუნველყოფენ ხელოვნურად შექმნილი საზღვრების შეიარაღებას, არღვევენ მშვიდობიანი მოქალაქეების საკუთრების უფლებებს, იტაცებენ ქართველ ძალოვნებს.
HUMNIT/OSINT სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების „informnapalm“ მოხალისეებმა შეძლეს, დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი.
HUMNIT
საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების მოხალისეების მიერ პირველადი ინფორმაცია მოპოვებული იქნა პირდაპირ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის ოკუპაციას და რუსეთთან ე.წ. ინტერგაციას (უფრო ზუსტად კი ასიმილაციას). სანდო წყაროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 მარტს რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი შევიდა – დაახლოებით სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტებიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული დიდბორბლიანი სატვირთო მანქანები.
OSINT
დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, სამხედრო დანიშნულების ტვირთების ოკუპირებულ აფხაზეთში შეყვანის ფაქტის შესახებ, IნფორმNაპალმ-ის მოხალისეებმა განახორციელეს რიგი ქმედებები, მათ შორის შეისწავლეს სოციალური ქსელები და სხვა საინფორმაციო წყაროები.
instagram-ის სოციალურ ქსელში, ვინმე _natashechka_ გვერდზე აღმოჩენილი იქნა რამდენიმე დღის წინ ატვირთული ვიდეო-რგოლი 0.21 წუთის ქრონომეტრაჟით. აღნიშნული ვიდეო ასახავს სამხედრო ტექნიკით დატვირთული ეშელონის გადაადგილებას, ფიქსირდება 17 ვაგონი, მათ შორის ბორბლიანი მანქანები, სარადარო ანძა და საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-300 –ის სხვა დამხმარე საშუალებები.
ვიდეო-რგოლზე იყო „ჰეშტეგი“ #военнаятехника#жд# მატარებელი და გეოლოკაციის ნიშანი «Лукойл» , რომელიც გადის 44°54′38″N, 38°52′58″E კოორდინატებზე – ეშელონი გადაადგილდება ნოვოროსიისკი-კრასნოდარის სარკინიგზო ხაზის პარალელურად ტრასის მონაკვეთზე, ადიღესა და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე.
შენიშვნა: მიმდინარე წლის 15 მარტის მდგომარეობით, ვიდეო-რგოლი წაშლილია ვებ-გვერდიდან, რაც გასაკვირი არ არის კეთილისმსურველების კომენტარებიდან და რუსი გოგონას ისტორიიდან გამომდინარე, რომელმაც შეტყობინება გააგზავნა საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების აფხაზეთში გადასხმის შესახებ 2008 წელს, რაც რუსულმა მართლმსაჯულებამ შპიონაჟად შეაფასა.
სოციალურ ქსელ „VK“-ში, რუსეთის მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზის (ს/ნ 09332, სამხრეთ სამხედრო ოლქი, საქართველო, ქ. გუდაუთა, ოკუპირებული აფხაზეთი) „B“ სამხედრო მოსამსახურის ვებ-გვერდზე აღმოჩენილ იქნა ფოტოკოლაჟი ქ. გუდაუთის რკინიგზის სადგურიდან (hashtag– #Абхазия#пополнение ), რომელიც ვებ-გვერდზე ატვირთულ იქნა 2017 წლის 10 მარტს. ფოტოებზე აღბეჭდილია სამხედრო ტექნიკის, მათ შორის С-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სარკინიგზო ეშელონიდან გადმოტვირთვის პროცესი.
შენიშვნა: რუსი სამხედრო მოსამსახურის სახელი დაფარულია შეგნებულად რამდენიმე მიზეზის გამო. რა თქმა უნდა, წყაროს პროფილი ადრე თუ გვიან აღმოჩენილი იქნება, იმ მიზეზით, რომ არ მოხდეს რუსეთის საოკუპაციო ბაზისა და კონტრდაზვერვის ოფიცრების სარდლობის მოდუნება.
ამასთან, დადასტურდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შეყვანილი და ქ. გუდაუთის სადგურში გადმოტვირთული რკინიგზის შემადგენლობა საზენიტო-სარაკეტო С-300 საშუალებებთან ერთად არის სწორედ ის სარკინიგზო ეშელონი, რომელიც ადიღესა და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე მოძრაობდა და რომელიც ზემოთ აღნიშნულ ვიდეო-რგოლშია აღბეჭდილი. ამას მოწმობს როგორც თვითონ შემადგენლობისა და გადმოტვირთული ტექნიკის იდენტურობა, ასევე ერთ-ერთი სარკინიგზო პლატფორმის ნომერი — 44357945.
ეშელონის მოძრაობის მარშრუტის რუკა _ კრასნოდარის მხარე-ადიღე-კრასნოდარის მხარე და შესვლა ოკუპირებულ აფხაზეთში.
ღიად რჩება საკითხი, თუ საიდან დაიძრა ეშელონი, რის შესახებაც რამდენიმე მოსაზრება არსებობს:
1. ნოვოროსიისკში განლაგებულია მე-4 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის არმიის (სამხედრო ნაწილი 40911, დონის როსტოვი) 1537-ე საზენიტო- სარაკეტო პოლკის (სამხედრო ნაწილი 26345) 51-ე ორ-დივიზიონიანი შემადგენლობის დივიზიონი. გავრცელებული ინფორმაციით, პირველი დივიზიონის შეიარაღება შედგება 8 ერთ. გამშვები მანქანით С-400, ხოლო მეორე- 8 ერთ. ПУ С-300ПМ და საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი: 6 ერთ. „პანცირ-ს1 (“ЗРПК 96К6 «Панцирь-С1»). არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული პოლკის მე-2 დივიზიონი ახლახან გადაიარაღდა საზენიტო-სარაკეტო სისტემით С-400. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ საზენიტო-სარაკეტო პოლკები ПВО РФ С-300 და С-400 გადადიან ახალ, სამ-დივიზიონიან სტრუქტურაზე. ასე რომ, რუსულ სამხედრო სარდლობას შეეძლო, С-400 საზენიტო სარაკეტო სისტემა ჩაენაცვლებინა С-300-ით გაეგზავნა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გაზრდის მიზნით.
2. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300, შესაძლოა გადასროლილ იქნას ოკუპირებულ აფხაზეთში ოკუპირებული ყირიმიდან, სადაც განთავსებულია 31-ე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების 12-ე და 18-ე პოლკები (უკრაინა, ყირიმი, ქ. სევასტოპოლი), სადაც 2 დივიზიონში ფიქსირდებოდა С-300–ების 12 ერთეული გამშვები. ცოტა ხნის წინ ღია წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ერთ-ერთი პოლკის გადაიარაღება თანამედროვე С-400-ზე.
აშკარაა რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. არ განიხილება ძველი სამხედრო საშუალებების, რომელიც საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ განთავსდა, უფრო ახალი სამხედრო საშუალებებით ჩანაცვლების თაობაზე.
რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობამ გადაწყვიტა გაეზარდა ჩ-300 სამ დივიზიონამდე და გაეძლიერებინა საოკუპაციო სამხედრო ბაზის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც გააძლიერებს საქართველოს საჰაერო სივრცისა და შავი ზღვის აკვატორიის კონტროლს . აღსანიშნავია, რომ ახალი მესამე დივიზიონი ჩ-300 განთავსდება ოჩამჩირისა (,,ნაგვალოუს“ პოლიგონის რაიონში) ან გალის რაიონში, სადაც 2016 წლის ბოლოდან რუსი ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ. კრემლის მსგავსი აქტივობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნატო–ს ძალების გააქტიურებას შავ ზღვაზე, მათ შორის პორტის შესაძლო გამოყენებას.
შენიშვნა: რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტსაც. ჩვეულებრივი საარმიიო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გარდა, აფხაზეთში ასევე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის შემადგენლობაში არის 16 ერთეული გამშვები პუნქტი. დივიზიონები განთავსებულია გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკის რაიონში და გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა რფ-ის სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთია, საიდანაც ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ,,გმირობის“ შესახებ, რის შესახებაც პერმანენტულად ქვეყნდება ინფორმაციები "informnapalm"-ზე.