წყარო:interpressnews.ge
რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმის სპიკერმა , სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
"ვადასტურებ, რომ რუსეთის დელეგაცია აქტიურად აპირებს მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის სესიაში, ჯერ ვენაში და შემდეგ ზაფხულში თბილისში", - აღნიშნა ნარიშკინმა ეუთო-ს თავმჯდომარე ილკა კანერვასთან შეხვედრისას.
ნარიშკინმა ეუთო-ს ხელმძღვანელთან შეხვედრის დროს უკრაინის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს უკრაინაში სოციალური და პოლიტიკური კრიზისის მოგვარებასა და ქვეყანაში მშვიდობის აღდგენაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე სესია თბილისში 2016 წლის ზაფხულში გაიმართება.