რუსეთის ჯარმა აფხაზეთში რკინიგზის აღსადგენად პირველადი სამუშაოები დაიწყო

7 აგვისტო 2015 Shadow

 

წყარო: ნეტგაზეთი

აფხაზეთის გამოცემა "ნუჟნაია გაზეტას" ინფორმაციით, აფხაზეთში, ოფიციალური შეთანხმების გარეშე რუსეთის ჯარმა რკინიგზის მონაკვეთის აღგენის მიზნით, მისი დასუფთავება დაიწყო.

აფხაზეთის რკინიგზის სამმართველოს დირექტორის მოადგილის, იგორ მარგანიას განცხადებით, ჯარისკაცები სარკინიგზო მონაკვეთს ოჩამჩირიდან ენგურამდე ასუფთავებენ. როგორც მარგანია ამბობს, ამჟამად ეს მონაკვეთი დანგრეულია და მას ასუფთავებენ იმისთვის, რომ აღადგინონ.

ტრანსპორტის საკითხებში აფხაზეთის სახელმწიფო სამმართველოს უფროსის, ზურაბ ხაჯიმბას განმარტებით, რკინიგზის კაპიტალური რემონტი და შესაბამისად, მისი ამუშავება იგეგმება. როგორ ის ამბობს, რუსულმა მხარემ დასუფთავების სამუშაოები მოულოდნელად დაიწყო და ისინი ინფორმირებული ამის შესახებ არ ყოფილან. ამასთან, ის ამბობს, რომ ზოგადად, მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების ნებართვა აფხაზურმა მხარემ გასცა. "თუმცა, ჩვენ ამისგან არანაირი ზარალი არ გვაქვს, მხოლოდ სარგებელი".

არაოფიციალური მონაცემებით, როგორც გამოცემა წერს, რკინიგზის დასუფთავების სამუშაოებში რუსეთის ჯარის 800-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.