რუსეთის კოლონიური პოლიტიკა აფხაზეთში

21 სექტემბერი 2015 Shadow

ავტორები: ვახტანგ გურული,ომარ თუშურაშვილი

წყარო: საარქივო მოამბე

 

1900 წელს ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოში აღიძრა საქმე აფხაზეთში (იმჟამინდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის გუბერნიის სოხუმის „ოკრუგი“) მოღვაწე ქართველ პატრიოტთა ჯგუფის წინააღმდეგ. როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ამ ჯგუფის (გამოძიების მასალების მიხედვით: ,,Грузинская партия Тедо Сахокия’’) ლიდერი თედო სახოკია თანამოაზრეებთან ერთად აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას აფხაზეთში (დაწვრილებით იხ.: ა. სილაგაძე, ვ. გურული.  საქართველოს განუყოფლობისათვის ბრძოლის ისტორიიდან. ნაკვეთი II. თბილისი, 1999). თავისთავად თედო სახოკიას ,,ქართული პარტიის" მოღვაწეობის ისტორია ძალზე საინტერესოა, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ძიების პროცესში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის მიერ კავკასიის კოლონიური ადმინისტრაციისათვის წარდგენილი მოხსენებები. ეს მოხსენებები იმხანად (1900 წელს) ქუთაისიდან თბილისში იგზავნებოდა გრიფით  ,,Конфиденциально’’ ან ,,Секретно’’. ამიტომაა, რომ სამხედრო გუბერნატორი, გენერალ-მაიორი ფ. გერშელმანი გულახდილად საუბრობს რუსეთის იმპერიის გეგმებზე აფხაზეთში. გენერალ-მაიორი ფ. გერშელმანი საინტერესო პიროვნებაა. იგი შესანიშნავად ერკვეოდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის არსში, კარგად ჰქონდა გააზრებული ამ პოლიტიკის განხორციელების გზები და ის სირთულეები, რომელსაც კოლონიზაციის პროცესში კავკასიის კოლონიური ადმინისტრაცია აწყდებოდა აფხაზეთში. ფ. გერშელმანი ავტორია ერთი მეტად საინტერესო ნაშრომისა, რომელიც ამ ეპოქაში კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება (იხ.: Ф. Гершельман.Причины  неурядиц на Кавказе.  СПб., 1908).

აფხაზეთში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის თაობაზე საინტერესო ცნობებია დაცული შემდეგ დოკუმენტებში:

  1. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენება ,,კავკასიის მხარის სამხედრო-სახალხო მმართველობის მთავარმმართველის კანცელარიის უფროსს" (Начальнику канцелярии Главноначальствующего по венно-народному управлению Кавказского края). (საქართველოს შსს არქივი, (III), ფ. 8, აღწ. 3, ს. 36, ფურც. 1-3).

  2. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის 1900 წლის 2 სექტემბრის მოხსენება ,,ქართული მოძრაობის შესახებ სოხუმის ოკრუგში" (О грузинском движении в Сухумском округе), (საქართველოს შსს-ს არქივი, (III), ფ. 8, აღწ. 3, ს. 36, ფურც. 4-6).

თედო სახოკიას ,,ქართული პარტიის" საქმის ძიების პროცესში კიდევ შეიქმნა ორი მეტად საინტერესო დოკუმენტი:

  1. კავკასიის მხარის სამხედრო-სახალხო მმართველობის მთავარ მმართველის კანცელარიის (Канцелярия Главноначальствующего по военно-народному управлению Кавказского края) 1904 წლის  12/15 მარტის მოხსენება კავკასიის სამოქალაქო ნაწილის  მთავარ მმართველის  საბჭოს  (Совет Главноначальствующего гражданской частью на Кавказе) (საქართველოს შსს-ს არქივი, (III), ფ. 8, აღწ. 3, ს. 36, ფურც. 7-21).

  2. ამონაწერი კავკასიის სამოქალაქო ნაწილის მთავარ მმართველის საბჭოს 1904 წლის 1 მაისის სხდომის ჟურნალიდან (Журнал Совета Главноначальствующего гражданской частью на Кавказе)(საქართველოს შსს-ს არქივი, (III), ფ. 8, აღწ. 3, ს. 36, ფურ. 22).

პირველ სერიოზულ წარმატებას აფხაზეთში რუსეთმა 1806-1812 წლებში ოსმალეთთან  ომში გამარჯვებით მიაღწია. 1810 წელს რუსებმა სოხუმი აიღეს. იმავე წელს აფხაზეთის მთავარი გიორგი შერვაშიძე რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. კიდევ უფრო შესუსტდა ოსმალეთის პოზიციები აფხაზეთში 1828-1829 წლების ომში მარცხის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ოსმალეთი რევანშისტულ გეგმაზე ხელს არ იღებდა, რაც მთელი სიცხადით დადასტურდა ყირიმის ომის (1853-1856 წწ.) პერიოდში, მაგრამ 1877-1878 წლების ომში ოსმალეთის მარცხმა აშკარა გახადა, რომ მან კავკასიაში პოზიციები დაკარგა, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ 1864 წლისათვის რუსეთმა კავკასიის მთიელები დაიმორჩილა-კავკასიის დიდი ომები წარმატებით დაამთავრა.

afxazeti1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ განსაკუთრებით აქტიურდება იმპერიის კოლონიური პოლიტიკა აფხაზეთში. ამ პოლიტიკის უმთავრესი მიზანი იყო: საქართველოს ნაწილის, ქართველთა განსახლების ტერიტორიის ნაწილის - აფხაზეთის - ჩამოცილება საქართველოდან; ადგილობრივი, მკვიდრი, ქართული მოსახლეობის მაქსიმალური შევიწროვება; აფხაზეთის ასიმილაცია. ყოველივე ეს შესაძლებელი გახდებოდა, კერძოდ, მაშინ, თუ აფხაზეთიდან განიდევნებოდა ქართული ენა, ქართული ეკლესია, ქართული კულტურა, ე.ი., აფხაზები და იქაური ქართველები მოსწყდებოდნენ ქართულ სამყაროს.

აფხაზეთის კოლონიზაციის დაჩქარებული ტემპებით განხორციელება დაემთხვა რუსეთში პოლიტიკური რეაქციის დასაწყისს, რომელიც დაკავშირებული იყო იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობასთან (1881 წ.) და ალექსანდრე მესამის მეფობის დასაწყისთან. კოლონიური პოლიტიკის უმთავრეს პრაქტიკულ მიზანს წარმოადგენდა: პირველი - სიტუაციის შეცვლა აფხაზეთში, უცხოტომელთა ჩამოსახლების კვალობაზე ქართული მოსახლეობის ხვედრითი წილის შემცირება; მეორე - ეკლესიიდან ქართული ენის განდევნა; მესამე-საეკლესიო სამრევლო და საერო სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვა; მეოთხე- ქართული მოსახლეობის ყოველმხრივი შევიწროება; მეხუთე-აფხაზების გარუსება, მათი ასიმილირება.

ამ მიზნის განხორციელებისთვის კოლონიურმა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. კერძოდ: პირველი - რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის 1898 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულებით, აფხაზეთის იმ ეკლესიებში, რომელთა მრევლს აფხაზები შეადგენდნენ, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე უნდა აღესრულებინათ; მეორე- საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის 1898 წლის 17 მარტის ბრძანებულებით, აფხაზეთისა და სამურზაყანოს სკოლებში აიკრძალა ქართული ენის სწავლება; ღვთისმსახურების საეკლესიო-სლავურ ენაზე აღსრულების და სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვის განხორციელებაზე სასულიერო და ადმინისტრაციულმა ხელისუფლებამ უმკაცრესი კონტროლი დააწესა; მესამე - სოხუმში, უპირატესად აფხაზი ბავშვებისათვის, გაიხსნა საქალაქო სკოლა, სადაც სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობდა; სკოლის მოწაფეთათვის სტავროპოლის გიმნაზიაში გამოიყო სახელმწიფო სტიპენდიები; მეოთხე- ქართველებისთვის შეიზღუდა სოხუმის „ოკრუგი“ს სასოფლო თემების მუდმივ მცხოვრებლად გახდომის საშუალება; სასოფლო თემის მუდმივ მცხოვრებლად ითვლებოდა ის, ვინც ამ უფლებით სარგებლობდა 1865 წლამდე; მეხუთე _ აფხაზეთში დაიწყო რუსი კოლონისტების მასობრივი ჩამოსახლება.

საქართველოდან აფხაზეთის ჩამოცილება, აფხაზეთის ასიმილაცია რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყო. აი, რას წერდა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი, გენერალ-მაიორი ფ. გერშელმანი 1900 წლის 2 სექტემბერს: "В последнее время была сознана польза и возможность колонизации округа русскими людьми, пользуясь для того землями, оставшимися свободными после бывшей эмиграции туземного населения (იგულისხმება  მუჰაჯირობა -ვ.გ., ო.თ.) и дело ведется в  этом направлении сравнительно успешно, благодаря значительному числу русских крестьян, заявляющих желание поселиться  в Сухумском округе’’.  ცოტა ქვემოთ სამხედრო გუბერნატორი კიდევ უფრო  ცხადად აყალიბებს კოლონიური პოლიტიკის ამოცანებს: "Русская колонизация округа имеет для него большое Государственное значение в политическом отношении. Абхазцы, составляющие главную массу населения округа (როგორც ვნახავთ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს- ვ. გ., ო. თ.) до сих пор представляют из себя народность крайне мало культурную, мало развитую, как в умственном, так и в нравственном отношении, шаткую в своих религиозных убеждениях и не раз уже проявившую свою политическую неблагонадежность. Все это вызывает необходимость особого внимания к ним. Помочь делу можно внесением в край русской гражданственности, которая в действительности по-немногу упрочивается в округе, но задача это далеко еще не закончена. Лучшим средством к осуществлению ея  надо бесспорно признать колонизацию края русским населением’’ .

ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს კარგად ესმოდა კოლონიური პოლიტიკის მიზნები აფხაზეთში, ამასთან, მშვენივრად ხედავდა საშიშ ტენდენციას, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის ინტერესებს: "Делу русской  колонизации  и  упрочению  русской  гражданственности  надо  представить условия  нормального  развития,  тщательно устраняя  все, что может ему мешать. Между тем, в последнее время замечается сильное противодействие  развитию  русской гражданственности  и русскому  направлению в Сухумском округе, со стороны грузин, преимущественно мингрельцев’’. 

ცხადი იყო, რომ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოცილება და ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ ქართული ენის განდევნის შემდეგ.

ეს არ არის გადაჭარბებული მტკიცება - ქართული ენა და მისი ფუნქციონირება გადამწყვეტი ძალის იარაღი იყო და გუბერნატორი აბსოლუტურად მართალია: "Перечисленные меры  при  всей своей целесообразности  составляют  все-таки  полумеры.  Ими  трудно бороться  со злом, пока  в  руках  противной партии находятся такие сильные средства, как церковь и школа, руководимые грузинским духовенством’’. 

აფხაზეთის ეკლესიიდან და სკოლებიდან ქართული ენის განდევნის აუცილებლობაზე მსჯელობის შემდეგ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი დაასკვნის: "Такою мерою коренное население Сухумского округа было бы самым надежным образом убережено от грузинского влияния...Абхазцы, не имея своей письменности, одинаково не знают, как  русского и славянского языков, так и грузинского,так что в этом отношении для них безразлично, будет их пастырь русский, или грузин".

სწორედ ამიტომ მიაჩნდა გუბერნატორს, რომ თუ მისი გეგმა აფხაზეთის კოლონიზაციის შესახებ მიღებული იქნება,"Желательно было бы  произвести преобразование возможно скорей, а для того прекратив дальнейшее назначение в Сухумский округ священников и учителей  из  грузин, по мере открытия священнических  и  учительских  вакансий  в  Кутаисской  губернии, переводить  на них священников и учителей  из  Сухумского  округа, заменяя  их  в  последнем  русскими’’.

    არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კოლონიზაციის გეგმის მიხედვით, მთელი დარტყმა მხოლოდ ქართულ მოსახლეობაზე იგულისხმებოდა, გეგმა აფხაზური ნაწილის შევიწროებაზეც იყო აგებული და ხორციელდებოდა კიდეც. 1900 წლის 2 სექტემბერს გენერალ-მაიორი ფ. გერშელმანი წერდა:

"В последнее время была осознана польза и возможность колонизации округа русскими людьми, пользуясь для того землями, оставшимися свободными после бывшей эмиграции туземного населения и дело ведется в этом направлении сравнительно успешно, благодаря значительному числу русских крестьян, заявляющих желание поселиться  в  Сухумском округе.”

თედო სახოკიას "ქართული პარტია" არალეგალურად მოქმედი ორგანიზაცია იყო. მის პროგრამას ჩვენამდე არ მოუღწევია. ძიების მასალებში ქართული პარტიის მოღვაწეობის მთავარი მიზნები ასეა განსაზღვრული: "Поставив себе целью воспрепятствовать мерам  правительства сблизить коренное  население Абхазии и Самурзакани с русским и водворить среди него начало русской  гражданственности, Сахокия  организовал в пределах Сухумского округа  партию грузин,  настойчиво домогающихся: 1) отправления  богослужения в церквях с абхазским населением не на  славянском, а исключительно на грузинском языке и  2) преподавания всех предметов обучения в церковноприходских школах Общества  восстановления православия на Кавказе, находящихся в пределах Абхазии и Самурзакани, на грузинском, а не на русском языке, дабы  этим  путем огрузинить население Абхазии и Самурзакани” 

თედო სახოკიას"ქართულ პარტიას" პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. ზემოთ მოტანილი ამონაწერიდან, ასევე სხვა მასალებიდან დგინდება, რომ ეს მიზნები შემდეგში მდგომარეობდა: ა) ქართული ენის დაკანონება აფხაზეთში, როგორც ეკლესიაში, ისე საეკლესიო-სამრევლო და საერო სკოლებში, რაც უნდა ქცეულიყო ქართული კულტურის ძლიერი აღმავლობის საფუძვლად; ბ) ქართული ენის, ქართული კულტურის მეშვეობით ქართული ეროვნული ცნობიერების გამოღვიძება-განმტკიცება და გადამწყვეტი ბრძოლის დაწყება რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შედეგების ლიკვიდაციისა და ახალი შემოტევების წინააღმდეგ.

რატომ იწყებდა თედო სახოკიას ,,ქართული პარტია" დიდ ეროვნულ საქმეს აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე დაკანონებისა და ქართული სკოლის მოთხოვნებით? ცნობილია, რომ რუსმა კოლონიზატორებმა ქართველი ერი დაჰყვეს ხალხებად: "მეგრელები”, "გურულები", "სვანები", "იმერლები", "აჭარლები" და საკუთრივ "ქართველები" (ქართლელები და კახელები). მიზანი ნათელი იყო: თუ აღარ იარსებებდა ერთიანი ქართველი ერი, მაშინ აღარც ერთიანი საქართველოს მოთხოვნა იქნებოდა შესაძლებელი. მაშინ აფხაზეთის საქართველოდან გაყვანაც განხორციელებადი საქმე იქნებოდა. კოლონიური პოლიტიკის ამ მიზნის ხორცშესხმას წინ ეღობებოდა, პირველ რიგში, ქართული ენის ფაქტორი. ,,მეგრელებად’’, ,,გურულებად", "სვანებად", "იმერლებად" და "ქართველებად" დაშლილი ქართველი ერი მაინც ერთ ერად- ქართველ ერად დარჩებოდა, სანამ მეგრელიც, გურულიც, სვანიც, აჭარელიც, იმერელიც, ქართლელიც და კახელიც ერთ ენაზე- ქართულ ენაზე ილაპარაკებდა, სანამ ეკლესიაში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღსრულდებოდა, სანამ სკოლებში ბავშვები ქართულ ენაზე ისწავლიდნენ... ამდენად, თედო სახოკიას "ქართული პარტია" თავისი მოთხოვნით _ ღვთისმსახურება და სწავლა-განათლება ქართულ ენაზე- ერთიანი ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას ემსახურებოდა, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა (და მოჰყვა კიდეც) ქართველი ერის გამთლიანება, ქართველობისა და საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ერთიანი იდეოლოგიის შემუშავება და პრაქტიკული განხორციელების დაწყება. 

თედო სახოკიას ,,ქართული პარტიის" საპროგრამო მოთხოვნა იყო აგრეთვე აფხაზების აღზრდა ქართულ სკოლებში, აფხაზი მრევლისათვის ღვთისმსახურების აღსრულება ქართულ ენაზე.  აფხაზებს დამწერლობა არ ჰქონდათ, ამას კოლონიური ადმინისტრაცია იყენებდა იმისათვის, რომ აფხაზებს განათლება რუსულ ენაზე მიეღოთ. კოლონიური ხელისუფლების ნებით, იმ ეკლესიებში, რომლის მრევლს აფხაზები შეადგენდნენ, ღვთისმსახურება მხოლოდ რუსულ (საეკლესიო-სლავურ) ენაზე აღესრულებოდა. თედო სახოკია აფხაზების ქართული სამყაროდან ხელოვნურად მოწყვეტას, საუკუნეობრივი კავშირების დარღვევას მიუღებლად მიიჩნევდა. მისი აზრით, აფხაზეთში რუსული კოლონიური პოლიტიკის წარმატებას ორი ტრაგიკული შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა: ა) აფხაზეთის ჩამოცილება საქართველოდან; ბ) აფხაზების, როგორც ხალხის, გაქრობა-ასიმილაცია ("... а в будущем для слияния туземного населения с русским “). თედო სახოკია აფხაზებს ქართულ ენასა და ქართულ კულტურას კი არ ახვევდა თავს, არამედ იცავდა მათ გადაგვარებისა და გაქრობისაგან.

თედო სახოკიას ,,ქართული პარტიის”  წევრთა შეკრებები, საპროგრამო პრინციპებზე მსჯელობა, კონკრეტული ღონისძიებების დასახვა და ა.შ., ალბათ, კონსპირაციული იქნებოდა, მაგრამ თვით  "ქართული პარტიის" მოქმედება არ იყო ანონიმური და აფხაზეთის ქართული, ხშირ შემთხვევაში კი აფხაზი მოსახლეობის ფართო მხარდაჭერას ეყრდნობოდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ,,ქართული პარტიის” გარკვეული ძლიერების წყარო. ძიება, რა თქმა უნდა,  ცდილობს, ოღონდ ვერ ახერხებს, მდგომარეობა ცოტა სხვანაირად დაახასიათოს და "ქართული პარტია" ზოგჯერ ექსტრემისტულ ორგანიზაციადაც კი წარმოადგინეს, მაგრამ ეს თვით ოფიციალური დოკუმენტების მიხედვითაც სიცრუეა, შეთხზული მხოლოდ იმ მიზნით, რომ თედო სახოკიას და მის თანამოაზრეთა მკაცრად დასჯისთვის  შეიქმნას სათანადო არგუმენტები. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებიდან: "Так как  все старания грузинской партии не приводили к желательным  для нея  результатам и так как коренное население Абхазии и Самурзакани, не понимая грузинского языка не понимало  в  то же время всех стремлений  означенной партии, то последняя стала прибегать с 1895 г. к нападкам и незаслуженному преследованию всех тех пастырей церкви, учителей в школах, административных и частных лиц, которые так или иначе препятствовали  вожделенным стремлениям ея”.  რა თქმა უნდა, თედო სახოკიას და მის თანამოაზრეებს არავინ აპატიებდა მღვდლების, მასწავლებლების, ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ან, თუნდაც, კერძო პირების დევნას. ეს ქმედება მკაცრად აღიკვეთებოდა, რადგან იგი კოლონიზაციისა და აფხაზეთის ,,გაწმენდის" წინააღმდეგ იყო მიმართული, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი წერს: "Другие из членов кружка, путем угроз, увещеваний вербуют в свою партию  более  влиятельных крестьян, подстрекают отдельных личностей, целые сходы и  приходы  отказаться от исполнения у своего священника  духовных треб и подавать  неосновательные  жалобы, приговоры, доносы и  прошения“.  ამ დოკუმენტის შემქმნელთათვის მაშინ ცხადი იყო, რომ ,,ქართული პარტიის" წევრებს მუქარით არ შეეძლოთ გადაებირებინათ (მიემხროთ) მოსახლეობა. "ქართული პარტიის" წევრებს ერთადერთი იარაღი ჰქონდათ: ეროვნული ცნობიერების გაღვიძება და მოსახლეობის დარაზმვა ეროვნული იდეის ხორცშესხმისათვის.

1900 წლიდან ახალი ეტაპი იწყება თედოს სახოკიას "ქართული პარტიის" მოღვაწეობის ისტორიაში. თედო სახოკიამ აფხაზეთის ქართული ეკლესიის დიდი სატკივარი და, საერთოდ, აფხაზეთში კოლონიური ადმინისტრაციის ძალმომრეობა და სისასტიკე მსჯელობის საგნად აქცია უკვე მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით. 1900 წლის 1 ივლისს გაზეთ ,,სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში" (#177) დაიბეჭდა თედო სახოკიას კორესპონდენცია "სოხუმიდან”. კორესპონდენციის მიზანი იყო მთელი ქვეყნიერებისათვის ემცნო, რომ: 1) აფხაზეთის ქართული მოსახლეობა მოკლებულია უფლებას წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოისმინოს; 2) აფხაზეთში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, ეკლესიასა და სკოლიდან განდევნილია ქართული ენა.  თედო სახოკიას კორესპონდენცია "სოხუმიდან" საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, "даже в высших  правительственных кругах”. პეტერბურგიდან ახსნა-განმარტება მოსთხოვეს კავკასიის კოლონიურ ადმინისტრაციას სწორხაზოვანი მოქმედებისათვის.

"ქართული პარტიის" საქმის გამოძიებას, არსებული წესის მიხედვით, ხელმძღვანელობდა ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი, უფრო ზუსტად, ქუთაისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსის თანაშემწე სოხუმის "ოკრუგში" და მისდამი დაქვემდებარებული უწყება. მოძიებული მასალის მიხედვით, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა კავკასიის კოლონიური ხელისუფლების შესაბამისი უწყების სახელზე შეადგინა ორი მოხსენება-1900 წლის 3 აგვისტოს და იმავე წლის 2 სექტემბერს.

თედო სახოკიას, ერთი მხრივ, საჯარო, მეორე მხრივ, ჭკვიანურად გათვლილმა დემარშმა შედეგად ის მოიტანა, რომ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის ორივე მოხსენება (1900 წლის 3 აგვისტო, 2 სექტემბერი), ფაქტობრივად, წარმოადგენს თავის მართლებას ზემდგომი ინსტანციების წინაშე. სწორედ ამიტომაა ორივე მოხსენება უხვად შეზავებული სიცრუით.

გავაანალიზებთ ფ. გერშელმანის მოხსენებებიდან ჩვენთვის საინტერესო ზოგიერთ ადგილს.

რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის 1898 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულების ძალით, სოხუმის „ოკრუგი“ს იმ ეკლესიებში, რომლის მრევლს მეგრელები (ე.ი., ქართველები) შეადგენდნენ, ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღესრულებინათ. ამ ბრძანებულებას ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ვერ უგულებელყოფდა. ამიტომაც სიცრუეს მიმართავს, როცა 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებაში წერს, რომ თედო სახოკიას კორესპონდენციაში სოხუმის ოკრუგში მცხოვრები მეგრელების რიცხვი (55 ათასი) გადიდებულია. თვითონ სამხედრო გუბერნატორს 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებაში ასეთი სტატისტიკური მონაცემები მოაქვს: "во всем Сухумском  округе к 1 января сего года (1900 г. ვ.გ., ო.თ.) числилось 103262 душ обоего пола, из  коих 36352 самурзаканца, 32127 абхазцев, 16195 мингрельцев, 7812 турецко-подданных армян, 4486 русских, 3862 грека, 6 грузин, 3 имеретина, 3 гурийца, 820 немцев  и  эстонцев, 934 турка  и  остальные  народности”. იქვე ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი აღნიშნავს, რომ "собственно в  г. Сухуми проживают между  прочим: 1658 мингрельцев, 1300 имеретин, 200 грузин и 100 абхазцев. Таким  образом во всем округе состоит не  55000 мингрельцев, а лишь 19351 человек, включая сюда общее число мингрельцев, имеретин, грузин и гурийцев”.

ეს სტატისტიკური მასალა რამდენიმე სერიოზულ სიყალბეს შეიცავს:

ა) ვინ უნდა ვიგულისხმოთ ცნებაში "სამურზაყანოელი"? ასეთი ერი (ხალხი) არასდროს არსებულა. ცხადია, ცნებაში "სამურზაყანოელი" უნდა ვიგულისხმოთ ისტორიული სამურზაყანოს მოსახლეობა. 1900 წლისათვის სამურზაყანოს მოსახლეობას თითქმის მთლიანად მეგრელები (ე.ი., ქართველები) შეადგენდნენ. აფხაზები აქ გაცილებით გვიანაც კი არ ჩანან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობით. თვით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ცნობით, 1900 წლისათვის ქალაქ სოხუმშიც კი 100 აფხაზი ცხოვრობდა. "სამურზაყანოელი" რომ იგივე მეგრელი (ე. ი., ქართველი) იყო, ეს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმაც  კარგად იცოდა, მაგრამ სტატისტიკური ცნობა განგებ გააბუნდოვნა. რუსი მოხელე ასე რომ არ მოქცეულიყო, მაშინ გამოდიოდა, რომ სოხუმის ოკრუგში სულ 52. 547 (36.352+16. 195) მეგრელი (ე. ი., ქართველი) ცხოვრობდა, რისი აღიარებაც კოლონიურ ხელისუფლებას არ სურდა;

ბ) მტკიცება, რომ 1900 წლის 1 იანვრისთვის სოხუმის ოკრუგში, მეგრელების გარდა, სულ 12 ქართველი (6 ქართველი, 3 იმერელი, 3 გურული) ცხოვრობდა, სასაცილოა. თვით იმავე  ავტორის სხვა ცნობების წყალობითაც: ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი გარკვევით აღნიშნავს, რომ 1900 წლისათვის მარტო ქ. სოხუმში, მეგრელების გარდა, 1500 ქართველი (1300 იმერელი, 200 ქართველი) ცხოვრობდაო. თუ მარტო ქ. სოხუმში, მეგრელების გარდა, 1500 ქართველი ცხოვრობდა, მაშინ მთელ სოხუმის ოკრუგში, მეგრელების გარდა, 12 ქართველი როგორღა იცხოვრებდა? სტატისტიკური მასალა, აშკარად მიზანდასახულად გაყალბებული, ამავე დროს გაყალბებულია უჭკუოდ.

გ) 1900 წლის 2 სექტემბრის მოხსენებაში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ასეთი სტატისტიკური მასალა მოაქვს:"население Сухумского округа представляется чрезвычайно пестрым. Тем не менее в общей  массе его, в 96377 душ  обоего пола, преобладающий элемент  составляют абхазцы, и именно  71%,  причисляя  к ним  и  самурзаканцев (абхазцев 33.5%, самурзаканцев 37,5 %). Из  остальных национальностей русские дают 6% всего  населения, мингрельцы, имеретины, гурийцы и грузины  все вместе 13% прочие 10% приходится на долю разных национальностей”.  სამხედრო გუბერნატორმა სამურზაყანოელები პირდაპირ აფხაზებად ჩათვალა. ასე მიიღო მან 71%. სინამდვილეში ისტორიული სამურზაყანოს მოსახლეობის რაოდენობა (37,5%) უნდა მიემატოს ქართველთა რაოდენობას (13%) და, თუმცა ეს უკანასკნელი რიცხვიც (13%) აშკარად შემცირებულია, მაინც ადმინისტრაციისათვის არასასურველ სურათს მივიღებთ: 1900 წლისათვის სოხუმის ოკრუგში ქართველთა რაოდენობა შეადგენდა 50,5 %.

2 " ...Сухумский округ,  который никогда не имел ничего общего с Грузией и в пестром населении которого сами грузины составляют элемент пришлый.” ეს ფრაზა, იმ ინსინუაციების ფონზეც კი, რომლებსაც დოკუმენტები უხვად შეიცავენ, ფანტასტიკურია. თუმცა, მეორე მხრივ, აშკარაა მისი არა მარტო მიზანმიმართულება, არამედ ხელოვნურობაც. აშკარაა ისიც, რომ იმპერიულმა იდეოლოგიამ მშვენივრად  იცოდა ისტორიული სიმართლე, ისევე, როგორც იცის იგი დღეს ყველა ოდნავ სერიოზულმა მეცნიერმა.

ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებაში აღნიშნავს, რომ ,,ქართული პარტიის” წევრების წერილებში"доказывались  необходимость и польза обучения абхазского населения грузинскому языку, грузинской письменности и воспитания его в грузинском духе”. ეს მართლაც იყო დანაშაული, რადგანაც თედო სახოკიას მოსაზრებების განხორციელების შემთხვევაში კოლონიური პოლიტიკა შედეგს ვერ მიაღწევდა- აფხაზებს ვერ გაარუსებდა; ასიმილირება მაშინ იქნებოდა ადვილი, თუ აფხაზებს ქართულ სამყაროს, ქართულ ენას, ქართულ კულტურას მოწყვეტდნენ. სამხედრო გუბერნატორი 1900 წლის 2 სექტემბერს მოხსენებაში პირდაპირ წერს: "Русская колонизация  округа имеет для него большое государственное значение в политическом отношении. Абхазцы составляющие главную массу населения округа, до сих пор представляют из себя  народность крайне  мало культурную, мало  развитую как в умственном, так и в нравственном  отношении, шаткую в своих  религиозных  убеждениях  и не раз уже  проявившую свою политическую  неблагонадежность. Все  вызывает  необходимость  особого  внимания к ним.  Помочь  делу можно  внесением  в край  русской  гражданственности “.  მკითხველი  ადვილად გაერკვევა, რამდენი სიცრუეა ამ გამონათქვამებში. ის ადვილად დაინახავს ერთადერთ სიმართლეს. აფხაზების მჭიდრო კონტაქტები ქართულ სამყაროსთან არ აძლევდა ხელს კოლონიურ ადმინისტრაციას.

გენერალ-მაიორი ფ. გერშელმანი 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებაში აღნიშნავს, რომ "ქართული პარტიის" წევრების გამოსვლებში "критиковались и истолковывались в превратном смысле все распоряжения местной епархиальной и административной властей направленые к  выяснению заблуждений означенной партии и к обузданию незаконных тенденций ея”.   სინამდვილეში ,,ქართული პარტიის” წევრები განმარტავდნენ შემდეგს: ა) სამურზაყანოს მოსახლეობა მეგრელები (ე. ი., ქართველები) არიან და არა აფხაზები, ამდენად, მათზე ვრცელდება რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის 1898 წლის 3 სექტემბრის #4880 ბრძანებულება ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულების შესახებ; ბ) სოხუმის ოკრუგში მცხოვრებმა აფხაზების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რუსული ენა სრულიად არ იცოდა, რის გამოც მათ ჰქონდათ უფლება, მოეთხოვათ ღვთისმსახურების აღსრულება იმ ენაზე, რომელიც მათ უფრო ესმოდათ. ამ მოთხოვნას მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერდა მხარს, რაც, რა თქმა უნდა, აშინებდა კოლონიურ ხელისუფლებას.

ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ფრაზა - "абхазцы  не  имея своей письменности, одинаково не знают грузинского и славянского  языков” - არადამაჯერებელია. თუ აფხაზებმა ქართული ენა არ იცოდნენ, მაშინ კოლონიურ ხელისუფლებას საფიქრალი არც ჰქონია. მაგრამ საქმეც ისაა, რომ აფხაზებმა რუსული არ იცოდნენ, ქართულს და მეგრულს კი ტრადიციულად ფლობდნენ და ამიტომაც არსებობდა მოთხოვნა ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულების შესახებ.

სამხედრო გუბერნატორი 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებაში იძულებულია დაიცვას სოხუმის ეპისკოპოს არსენის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმის ეკლესიებში ღვთისმსახურების რუსულ (საეკლესიო-სლავურ) ენაზე აღსრულების თაობაზე: "Дело в том, что  последний (არსენი- ო.თ., ვ. გ.) зная о всех стремлениях организованной Сахокия  грузинской партии и исходя из того положения, что государственным языком в церквах, правительственных и общественных учреждениях должен быть русский, а не  грузинский язык, обязан был отдать распоряжение о совершении богослужения в храмах гор. Сухума, как средоточии высшей в округе и епархии власти,  только на  церковно-свалянском языке”.  რუსეთის ეკლესიის სინოდის 1898 წლის 3 სექტემბრის ბრძანებულებით, იმ ეკლესიებში, რომლის მრევლს მეგრელები (ე.ი., ქართველები) შეადგენდნენ, ღვთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღესრულებინათ. სოხუმის მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის სტატისტიკა, თვით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ცნობით, ასეთი იყო: სოხუმში 1900 წლისათვის ცხოვრობდა 1658 მეგრელი (ე.ი. ქართველი), 1300 იმერელი (ე.ი., ქართველი), 200 ქართველი და 100 აფხაზი, ე.ი., სულ სოხუმში 3158 ქართველი  და 100 აფხაზი ცხოვრობდა. მაშ, ვისთვის აღასრულებდნენ სოხუმის ეკლესიებში ღვთისმსახურებას რუსულად, თუკი სოხუმში არაქართული მოსახლეობა აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენდა (100კაცი)? სოხუმის ეკლესიებში ღვთისმსახურების რუსულ ენაზე აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილება არც რუსეთის ეკლესიის უწმინდეს სინოდს და არც საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას არ მიუღია, სოხუმის ეპისკოპოსი აშკარად თვითნებობდა.

ქუთაისის  სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, რამდენიმე ისტორიული სიმართლეა გაპარული. დღევანდელობის პოზიციებიდან აქტუალურია ის ადგილები, რომლებიც  ქუთაისის გუბერნიის, სოხუმის ოკრუგსა და „ოკრუგი“ს შემადგენელ ერთეულებს ეხება. გაცილებით გვიან აფხაზმა ისტორიკოსებმა გააიგივეს სოხუმის „ოკრუგი“ და აფხაზეთის სამთავროს ისტორიული ტერიტორია. სოხუმის „ოკრუგი“ს საზღვრები კარგადაა ცნობილი. სამაგიეროდ, ბევრი პრობლემა წარმოიშვა აფხაზეთის სამთავროს საზღვრების დადგენისას, კერძოდ, პოლემიკის საგანი გახდა საკითხი: შედიოდა თუ არა სამურზაყანო (დღევანდელი გალისა და ოჩამჩირის რაიონები) აფხაზეთის სამთავროში. კავკასიის კოლონიური ხელისუფლებისათვის, კერძოდ, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორისათვის, არსებობდა ერთი ადმინისტრაციული ერთეული - სოხუმის „ოკრუგი“. მაგრამ თვით ოკრუგში ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ორ ერთეულს - აფხაზეთს (ე.ი., აფხაზეთის სამთავროს ისტორიულ ტერიტორიას) და სამურზაყანოს  (ე.ი., სამურზაყანოს ისტორიულ ტერიტორიას) ხედავდა. ცნებები "აფხაზეთი" და "სამურზაყანო" ასეთ კონტექსტშია მოხსენებული: "Поставив себе целью  воспрепятствовать мерам  правительства  сблизить коренное население Абхазии и Самурзакани с русским...” სამურზაყანო რუსი მოხელისათვის აფხაზეთის ნაწილი რომ ყოფილიყო, მას აფხაზეთის გვერდით სოხუმის „ოკრუგი“ს შემადგენელ ნაწილად არ მოიხსენებდნენ.

რა თქმა უნდა, გუბერნატორი ზედმიწევნით კარგად არ იცნობდა ისტორიულ რეალიებს, მაგრამ იცნობდა იმ მოცემულობას, რომელიც მას დახვდა. ამგვარი სიმართლე კოლონიური ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ შემთხვევაში წამოსცდებოდათ ხოლმე, როდესაც რომელიმე საკითხზე სპეციალური, მიზანმიმართული მსჯელობა არ ჰქონდათ. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, გუბერნატორი 1900 წლის 2 სექტემბერს მოხსენებაში აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას მოსულ ხალხს უწოდებს. ("как люди пришлые, не составляющие коренного населения”). ეს ის შემთხვევაა, როდესაც აზრი გამიზნულადაა გამოთქმული პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად. 

სიმართლე წამოსცდა უნებლიეთ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანს მეორე მოხსენებაში (1900 წლის 2 სექტემბერი) სტატისტიკური მონაცემების წარმოდგენისას, როგორც ვნახეთ, გუბერნატორს მეგრელები ყოველთვის ქართველების გარეთ ჰყავს აღრიცხული, მაგრამ ამ წერილში ორჯერ ღალატობს მეხსიერება და სინამდვილეს აღიარებს. ასეთია მოხსენების შემდეგი ფრაზა -"со стороны грузин, преимущественно мингрельцев”;    ე.ი., გუბერნატორმა მშვენივრად იცოდა, რომ  მეგრელი (ასევე _ იმერელი, გურული და ა.შ.) იგივე ქართველია. მეორეჯერ სიმართლე წამოსცდა გუბერნატორს სოხუმის „ოკრუგი“ს მღვდლების ეროვნული შემადგენლობის დახასიათებისას: "В настоящее время (1900 წ- ვ.გ., ო.თ.) из числа 80 священников Сухумского округа 4 русских (из них 2 в Сухуме), 2 абхазца, 10 греков, а остальные 64 грузины (мингрельцы)”.

დანართში ვაქვეყნებთ ორ დოკუმენტს: 1) ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის 1900 წლის 3 აგვისტოს მოხსენებას; 2) ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, გენერალ-მაიორ ფ. გერშელმანის 1900 წლის 2 სექტემბრის მოხსენებას. დოკუმენტები ქვეყნდება დედნის ენაზე. სტილი დაცულია.