წყარო: ნეტგზეთი
9 ათასამდე არტილერისტისა და სარაკეტო შეიარაღების, სამხედრო და სპეციალური ტექნიკის სამი ათასზე მეტი ერთეული ტექნიკის მონაწილეობით რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ სამხედრო ოლქის პოლიგონებზე, მათ შორის აფხაზეთში, სომხეთსა და სამხრეთ ოსეთში წვრთნები დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშული წვრთნები 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მსგავსი ტიპის წვრთნები რუსეთმა მის სამხრეთ სამხედრო ოლქში მიმდინარე წლის გაზაფხულზე, 5 მარტიდან - 10 აპრილამდე გამართა, რომელშიც მონაწილეობა 2000-მა სამხედრო მოსამსახურემ და სამხედრო ტექნიკის 500-მა ერთეულმა მიიღო.