NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 20 პროცენტი აცხადებს, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას უცხოური ტელევიზიების მეშვეობითაც იღებს.
ამ 20 პროცენტში დიდია ეთნიკური უმცირესობების ხვედრითი წილი, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში, რადგან მათი 56 პროცენტი ამბობს, რომ უყურებს უცხოურ ტელევიზიებს მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
რაც შეეხება იმას, თუ რომელ უცხოურ ტელევიზიებს უყურებენ ზემოხსენებული 20 პროცენტში შემავალი ადამიანები, კვლევის მიხედვით TOP 3-ში სულ რუსული ტელეკომპანიები შედიან: რუსეთის პირველი არხი, ერ-ტე-ერი, რასია 1.
კვლევის საველე სამუშაოები NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა. სულ ქვეყნის მასშტაბით 27 მარტი - 19 აპრილის საანგარიშო პერიოდში 4360 ადამიანი გამოიკითხა წარმომადგენლობითი შერჩევის პრინციპით. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტს შეადგენს
წყარო: Netgazeti.ge