რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში 

4 სექტემბერი 2015 Shadow

წყარო: Polish Institute of International Affiars 

 

რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანში შენიღბული მუქარის მატარებელია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნები  რუსეთის ინტერესებს უგულებელყოფენ და უარს განაცხადებენ მასთან ეკონომიკურ და სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში დესტაბილიზაციის საშიშროება შეიქმნება. ეს შეუძლია მოახერხოს რუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავებით. ამიტომ, აუცილებელია ევროკავშირმა და ნატომ ახალი სტრატეგია შეიმუშაონ სამხრეთ კავსიისა და საქართველოს დასავლურ ორგანიზაციებში სწრაფი ინტეგრაციისათვის.  

საქართველოს მშვიდი პასუხი რუსულ პროვოკაციებზე

რუსეთის ხელისფულება კვლავ აქტიურად ცდილობს შეაჩეროს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია, რისთვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამომწევ ქმედებებს მიმართავს.  ოფიციალური კრემლი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა. საზღვრის გადმოტანის პროცესს გაგრძელების პარალელურად,  სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და ოსეთთან- „ინტეგრაციის გაღრმავების“ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ეკლიანი მავთულხლართებისა და საზღვრის ახალი ნიშნის მიხედვით, ბაქო-სუფსას ნავთობსადენი რუსული ოკუპაციის ზონაში მოექცა, ეს ადგილი კი მხოლოდ ნახევარი კილომეტრით არის დაშორებული საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილების დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალიდან.  ოფიციალურმა თბილისმა გააკრიტიკა რუსეთი  მცოცავი ანექსიის გაგრძელებისთვის, თუმცა ამ შემთხვევას მაინც მშვიდად შეხვდა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვრის მეტად გადმოწევის საშიშროება არსებობს.

რადგანაც სასაზღვრო ხაზი ერთი მხრივ რუსეთის, მეორე მხრივ კი ქართველი ჯარისკაცებისა და ევროკავშირის მონიტორნიგის მისიის წარმომადგენლების მიერ არის კონტროლირებადი, შეიარაღებული ინციდენტების რისკი მაღალი არ არის.    რუსეთი ამ პროვოკაციებით  ხაზს უსვამს თავის უარყოფით დამოკიდებულებას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანის მიმართ. მისი  ქმედებები მიზნად ისახავს, რომ საქართველომ ამ გზაზე უარის თქვას ან ქვეყანაში მართველობა მისთვის სასარგებლოდ შეიცვალოს. გრძელვადიან პერიოდში რუსეთმა შეიძლება მეტად სახიფათო გზას მიმართოს საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის - მაგალითად, ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური სომხები წარმოადგნენ ან ჩეჩნებით დასახალებულ პანკისის ხეობაში მხარი დაუჭიროს არსებულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს.   

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გატარებული პროვოკაციული პოლიტიკის პარალელურად,  მოსკოვი მზადყოფნას აცხადებს თბილისის ამჟამინდელ მთავრობასთან ურთიერთობის დალაგებისთვის. 2013 წელს ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების მოხსნა კრემლის მხირდან დათმობად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ან ჯილდოც ვუწოდოთ საქართველოს ახალი მთავრობისთვის, რომელიც განსხვავებით სააკაშვილის ხელისუფლებისა, რუსეთთან შემრიგებლურ პოლიტიკას უჭერს მხარს. ეს იმითაც გამოიხატა, რომ ახალი ხელისუფლება აქტიურად აკრიტიკებს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკას და, რუსეთის მსგავსად,  2008 წლის კონფლიქტზე პასუხისგმებლობას სწორედ მასვე აკისრებს.

მიუხედავად ამისა, კრემლი ალტერნატიულ პოლიტიკურ პარტნიორებსაც ეძებს საქართველოში. საკუთარი ლობისტური არმია ჰყავს „ევრაზიის ინსტიტუტისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, რომლებიც პოპულარიზაციას უწევენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას.  თუ აქამდე ევროკავშირსა და ნატოში შესვლაზე კრიტიკა თითქმის ტაბუდადებული თემა იყო საქართველოში, დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის მსგავსი მოწოდობები პოლიტიკოსებისგან, მათ შორის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერისგან - ნინო ბურჯანაძისგან.  მათი საარჩევნო პროგრამა ევროკაშირისა და ნატოსკენ სწრაფვის უსარგებლობის ხაგზასმასა და კეთილდღეობის მხოლოდ რუსეთთან კოოპერაციით მიღწევის იდეაზეა დაფუძნებული. ივლისში, მოსკოვში ვიზიტისას ბურჯანაძემ განაცხადა,  რომ ყირიმი არასდროს დაუბრუნდება უკრაინას და მისი ანექსია ყირიმის მაცხოვრებლების დემოკრატიული არჩევანი იყო.  

სამხრეთ კავკასიაში მეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ნატომ და ევროკავშირმა საჭიროა მეტი ყურადღება გამოიჩინონ და მხარი დაუჭირონ საქართველოში კანონის უზენაესობის გამტკიცებასა და დემოკრატიული სტანდარტების დანერგვას. ამით საქართველო სხვა ქვეყნებისთვის მაგალითი გახდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შეთვაზებით, რაც თავისუფალ სავაჭრო ზონასა და ვიზა ლიბერალიზაციას გულისხმობს, საქართველოს გაუმარტივდება ევროკავშირშისკენ მიმავალი გზის გაკვლევა. აუცილებელია ინფორმაციული პოლიტიკის გაუჯობესებაზე ზრუნვაც, რისთვისაც  ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზიების მხარდაჭერაა საჭირო. დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს რეფორმებში, რათა  ქვეყნებში შიდა სიტუაცია დასატბილურდეს და რეგიონშიც მშვიდობა დამყარდეს.  ევროკავშირი და ნატო რეგიონის პრობლემას სრულად ვერ გადაწყვეტტენ, მაგრამ შეუძლიათ კონფლიქტის გამწვავების რისკი მკვეთრად შეამცირონ.  ამის კარგი მაგალითი ევროპის მონიტორინის მისიაა საქართველოში. საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის შეჩერაბაც რთულია, მაგრამ ნატოს შეუძლია და უნდა დაეხმროს ქართულ არმიას მოდერნიზაციის პროცესში, რითაც დაეხმარებოდა შეაჩეროს ქვეყანაში სეპარტისტული დაჯგუფებების გააქტიურება.