შავი სიიდან ამოიღო და აღარ არის დაბლოკილი, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, არ განუმარტავს. სადავო სტატიას კი მომხმარებლებმა სახელი შეუცვლეს და რუსულენოვან "ვიკიპედიაზე" კვლავ იძებნება.

11939218_887968131278213_513045321_o_1

'/> დამოუკიდებლობა | damoukidebloba

რუსეთში Wikipedia ერთი დღით დაიბლოკა

25 აგვისტო 2015 Shadow

რუსეთის მასობრივი კომუნიკაციების საზედამხედველო ორგანოს, როსკომნაზორის გადაწყვეტილებით, 24 აგვისტოს ინტერნეტ ენციკლობედია ვიკიპედიის რუსულენოვანი ვერსია დაიბლოკა. თავდაპირველად უწყებამ რუსულ ინტერნეტპროვაიდერებს იმ გვერდის დაიბლოკვა მოსთხოვა, რომელიც ერთ-ერთი ნარკოტიკული საშუალების მომზადებას ეხებოდა, თუმცა ვიკიპედიის სფეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო მხოლოდ ერთი გვერდის დაბლოკვა, ამიტომ სხვა გვერდებიც დაიბლოკა. 

როსკომნაზორის განცხადებით, ნარკოტიკების შესახებ "ვიკიპედიაში" განთავსებული გვერდი არღვევდა რუსეთის იმ სამართლებრივ ნორმას, რომელიც "შეუსაბამო" კონტენტს არეგულირებს. 

25 აგვისტოს, მას შემდეგ რაც პროვაიდერებმა დაიწყეს "ვიკიპედიის" დაბლოკვა, რუსული ვიკიპედიის ხელმძღვანელმა სტანისლავ კოზლოვსკიმ "ტვიტერზე' დაწერა, რომ "როსკომნაზორმა" "ვიკიპედია"  შავი სიიდან ამოიღო და აღარ არის დაბლოკილი, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, არ განუმარტავს. სადავო სტატიას კი მომხმარებლებმა სახელი შეუცვლეს და რუსულენოვან "ვიკიპედიაზე" კვლავ იძებნება.

11939218_887968131278213_513045321_o_1