რუსეთთან საქართველოს სიფრთხილეს აქვს აზრი, მაგრამ სხვა მიმართულებით პასიური არ უნდა იყოს

10 სექტემბერი 2015 Shadow
წყარო: ინტერპრესნიუსი
 
რუსეთთან მიმართებაში თბილისის სიფრთხილეს აქვს აზრი, მაგრამ არ შეიძლება, საქართველო სხვადასხვა მიმართულებით პასიური იყოს

თბილისში დასრულდა ორდღიანი კონფერენცია თემაზე - "ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტი", რომელიც მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა. "ინტერპრესნიუსი", ევროპისა და საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, ამ ინსტიტუტის წარმომადგენელსა და ნატო-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს, კურტ ვოლკერს ესაუბრა. 

- ბატონო კურტ, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა, დონბასში სამხედრო ავანტურა დაიწყო, მთელ მსოფლიოს საერთაშორისო სამართალი თავზე გადაახია, რითაც ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. თქვენ როგორ დაახასიათებდით ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს?

- აბსოლუტურად ვეთანხმები "ცივი ომის" დასრულების შემდეგ თქვენს მიერ რუსეთის ქმედებების შეფასებას. ამ ქმედებებით, რუსეთმა დაარღვია მანამდე არსებული ყველა საერთაშორისო ნორმა და წესი. მან დაარღვია ახალი ევროპის "პარიზის ქარტია", უკრაინის თემაზე 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმი, ასევე ნატო-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობის სადამფუძნებლო აქტი, რითაც რუსეთის მონაწილეობა საერთაშორისო სამართლის სისტემაში მნიშვნელოვნად გართულდა. თუ დავაკვირდებით საერთაშორისო სასამართლოებში მისი წარმომადგენლობისა და ევროსაბჭოში მისი მოქმედებას, რომელიც ასევე მოითხოვს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიიტეტის პატივისცემას, ვნახავთ, რომ მოსკოვი მანამდე არსებულ და აღიარებულ ყველა ნორმებს მუდმივად არღვევს.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთმა საერთაშორისო ურთიერთობებსა და თანამეგობრობაში არსებული წესები მიიღო და დაეთანხმა მას. მაგრამ, ვიმეორებ, უკანასკნელი წელია, რუსეთი არღვევს ყველა ადრე მიღებული საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და წესებს. შედეგად, ჩვენ სამართლებრივად ჩამოყალიბებული ევროპიდან საფერთხეეების თვალსაზრისით არამდგრადი ევროპა მივიღეთ, სადაც სამხედრო ძალას შეუძლია, ითამაშოს გადამწყვეტი როლი და მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე თავისი წესები დაამყაროს. სამწუხაროდ, ევროპა საკმაოდ ნელი ტემპებით აღიარებს იმას, რომ იგი ამგვარ ვითარებაში აღმოჩნდა. დღემდე ევროპა ნაკლებად ავლენს სურვილს, არსებული ვითარების შესაცვლელად რაიმე გააკეთოს. ამის გამო ყველა ჩვენ საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩდით. ყველა უნდა შევეცადოთ, ერთიანი ძალისხმევით აღვადგონოთ უსაფრთხოება ევროპაში.

- ამერიკის ევროპულმა სარდალმა ევროპაში, გენერალმა ბენ ჰოდჯესმა კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა - "უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის აშშ-ის სტრატეგია, უკრაინას საკმაოდ კარგი სამხედრო მრეწველობა აქვს". უკრაინის სამხედრო მრეწველობა რუსულ სამხედრო მრეწველობაზე იყო მიბმული და იმის გამო, რომ ეს კავშირი ომის გამო გაწყვეტილია, უკრაინის სამხედრო მრეწველობა ძალიან სუსტია. თუ აშშ-ის სტრატეგია არ გახლავთ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება, თუ შეიძლება დააზუსტეთ, რაში მდგომარეობს უკრაინის მიმართ აშშ-ის სტრატეგილული მიზანი?

- მიმაჩნია, რომ გენერალმა ძალიან სწორად განმარტა ამერიკის პოლიტიკა. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთოს, როგორც ამერიკის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა ევროპაში. სამწუხაროდ, მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ ეფექტიანია. უკრაინას არ ჰყავს ისეთი ჯარი, რომელსაც შეუძლია, ადეკვატური პასუხი გასცეს რუსულ აგრესიას და დაიცვას საკუთარი სახელმწიფო. ჩემი აზრით, ეს მან დამოუკიდებლად და მარტო არ უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ ამერიკა ამ საკითხის გადაწყვეტას თავის თავზე აიღებდა. ანუ, იმუშავებდა გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, პოლონეთთან, ბრიტანეთთან, თავის თავზე აიღებდა ლიდერის როლს და შემდეგ უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად მრავალეროვან მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ამის ნაცვლად, აშშ-მა ამ ბრძოლაში უპასიური პოზიცია დაიკავა, უკანა რიგში გადავიდა და მაყურებლის როლს დასჯერდა, გერმანიასა და საფრანგეთს მისცა საშუალება, ამ საკითხში წამყვანი ძალა ყოფილიყვნენ. გერმანია და საფრანგეთი, იმის ნაცვლად, რომ უკრაინას დახმარება გაუწიონ თავისი სუვერენიტეტის დაცვაში, რუსეთთან აწაროებენ მოლაპარაკებებს, მიდიან ისეთ შეთანხმებამდე, რაც ოფიციალური კიევის ინტერესში სულაც არაა. მხედველობაში მაქვს მინსკი-1 და მინსკი-2-ის შეთანხმებები. საფრანგეთი, გერმანია და რუსეთი ერთად დასხდნენ და უკრაინას უთხრეს, რომ მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი მიიღოს და დაეთანხმოს. რასაც მათ კიევს შესთავაზე, არის უკრაინის, როგორც ქვეყნის დაყოფა. ბერლინის და პარიზის მიდგომა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა ჰქვია.

- რუსი ექსპერტები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ კრემლი ვაშინგტონს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხებში დათმობების სანაცვლოდ ისლამურ სახელმწიფოსთან ერთობლივ ბრძოლასა და მოკავშირეობას პირდება. კრემლთან დაახლოებული ექსპერტის, სუშენცოვის მტკიცებით - თუ პუტინი ნიუ-იორკიდან ხელცარიელი დაბრუნდა და დეიტონი-2 არ შედგა, დიდია ალბათობა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს განაახლებს. ვიცით, რომ აშშ-ში არსებობს "რეალისტ" პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომლებიც პრეზიდენტ ობამას მოუწოდებენ, რუსეთთან დათმობებზე წავიდეს. თქვენი აზრით, შედგება თუ არა დეიტონი-2 და სავარაუდოდ, რას მოიმოქმედებენ აშშ და დასავლეთი თუ რუსეთმა ვთქვათ, ქალაქი მარიუპოლი აიღო?

- დიახ, არიან ამერიკაში პოლიტიკოსები, რომელთა ძალისხმევა მიმართულია სწორედ იმისაკენ, რომ თეთრი სახლი რუსეთთან მიმართებაში დათმობებზე წავიდეს. მათი აზრით, რუსეთს თავის ახლო სამეზობლოში ლეგიტიმური ინტერესი აქვს, აშშ-მ არ უნდა დავუშვას ამ სამეზობლოში რუსეთის მიმართ პროვოკაციები, ჩვენ უნდა შევეცადოთ ვითარების დეესკალაციას და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში.

პრობლემა ისაა, რომ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში პუტინი იყენებს რუსეთის მიმართ ყველანაირ ლოიალურ განწყობას, დეესკალაციის პერიოდებს და კიდევ უფრო წინ მიიწევს. რუსეთს ესმის, რა არის ძალა და გრძნობს ამ წინააღმდეგობას, მაგრამ იქ სადაც წინააღმდეგობას არ აწყდება, წინ მიდის. არ მიმაჩნია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში დათმობების პოლიტიკას ატარებს, მაგრამ არც ის მგონია, რომ იგი ძალიან ცდილობს, გაურთულოს ცხოვრება რუსეთს და მას გადაულახავი წინააღმდეგობები შეუქმნას. ჩემი აზრით, ამერიკის დამოკიდებულება ასეთია, იგი ცდილობს რეალობის იგნორირებას, ფიქრობე,ნ რომ ეს ევროპული პრობლემაა და იმედი აქვთ, რომ ევროპა ამ პრობლემებს მოაგვარებს, ასევე იმედოვბენ, რომ უფრო უარესი არ მოხდება და კიდევ უფრო უარეს რაღაცაში არ გადაიზრდება. ამისათვის კი ბევრს არაფერს აკეთებენ. გარდა ამისა, არსებობს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შესაძლოა, სასარეგებლო მხარე იყოს მაგალითად ირანის, იგივე სირიის საკითხებში. მეტიც, გარკვეული ძალისხმევაც იხარჯება იმაზე, რომ ამ თემებზე საუბრები გაგრძელდეს და გაღრმავდეს. რეალობა კი ასეთია - რუსეთი თავისი ინტერესების სფეროში ტრიალებს, მათი დაცვისათვის მოქმედებს და სულაც არ ფიქრობს იმაზე, რაც შესაძლოა, საერთო ინტერესებში იყოს.

რაც შეეხება მარიუპოლოს სავარაუდო აღებას. მოვლენათა განვითარების სავარუდო მოდელი ასეთია - ჩვენ მოუწოდებთ რუსეთს, რომ არ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს. შემდეგ რუსეთი უარყოფს, რომ ასეთ რამეს სჩადის, შემდეგ ჩვენ მოუწოდებთ, რომ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაჩედრეს. თუ რუსეთი გაჩერდა, იგი შეინარჩუნებს იმას, რაც სამხედრო ძალის გააქტიურებით მოიპოვა და თავისი კონტროლი დააწესა. ამის შემდეგ, ყველა დროებით ამოისუნთქებს. ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ისევ ამგვარ ავანტურას არ წამოიწყებს.

- როგორ დაახასიათებდით საქართველო-ნატოსა და აშშ-სა და საქართველოს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას?

- აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები საკმაოდ კარგია. ბუშის ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა. ობამას ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების ისეთი მაღალი ინტენსივობა, როგორც ეს ბუშის დროს იყო, არაა. იყო პერიოდი, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, ამერიკაში გადაჭარბებულ რექციებს ჰქონდა ადგილი სააკაშვილის კრიტიკაზე, მაგრამ ეს გარკვეულწილად უკვე გამოსწორდა. ასევე უფრო მეტი სიცხადეა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობას უნდა ევროატლანტიკური მომავალი. ეს კი ქმნის ძალიან ბევრ საერთო პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველომ და ამერიკამ იმუშაონ ერთად.

როგორც გენერალმა ჰოდჯესმა განცხადება, ჩვენ საქართველოში დაგეგმილი გვაქვს ძალიან კარგი სამხედრო წვრთნები, რომლებიც მომავალი წლის მაისში გაიმართება. მისი მიზანია, გააფართოვოს და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს სამხედრო სფეროში აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობა.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს თანამშრომლობას. უელსის სამიტზე ძალიან კარგ პაკეტზე შეთანხმდნენ. იგი ეხებოდა ერთობლივ საქმიანობას და აქტივობების გაფართოებას, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველოსთვის ეროვნულ წლიურ გეგმას. ეს ძალიან კარგი გეგმაა და ეტაპობრივად ხორციელდება. იმედი მაქვს, რომ როგორც საქართველო, ისე ნატო განაგრძობენ მის განხორციელებას. ახალი არაფერი ისმის ნატო-ს გაფართოების თემაზე, იგივე MAP-ზე, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმაზე. არა მგონია, ამ მიმართულებით რაიმე შეიცვალოს და ახალი მოხდეს მომავალი ერთი წლის განმავლობაში. ამ საკითხში დასავლეთის სიფრთხილე უკავშირდება რუსეთს. დასავლეთი ცდილობს, რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში პროვოკაციის საშუალება არ მისცეს. ამით აისხნება ამ საკითხში დასავლეთის სიფრთხილე და თავად საქართველოს ფაქტორს არ უკავშირდება. მაგრამ, თუ ნატო და საქართველო ერთობლივად განაგრძიბენ პრაქტიკულ სფეროში თანამშრომლობას, ეს დაეხმარება საქართველოს, რომ მომავალში მივიდეს MAP-მდე და რა მომენტშიც კი ნატო იქნება მზად, საქართველო ამას უფრო მომზადებული შეხვდება.

- აშშ-ის სარდალმა ევროპაში თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა - "უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას საჭიროების შემთხვევაში". თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ამერიკელი გენერლის ეს განცხადება "ძალიან მნიშვნელოვანად" მიიჩნია. ვითარებაში, როცა ხიდაშელისვე მტკიცებით "რუსეთის აგრესია დღითი დღე მატულობს" და რუსეთს გორი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა 15-20 წუთში შეუძლია, ცოტა გულუბრყვილოდ ხომ არ გამოიყურება მტკიცება, რომ ამერიკული სარდლობა, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსათვის დახმარების შესაძლებლობას რუსეთის შესაძლო აგრესიის შემდეგ განიხილავს?

- ორივე ნაწილში გეთანხმებით. რომ შევხედოთ გეოგრაფიას, არსებულ შესაძლებლობებსა და პოტენციალს, ეს იქნება საქართველო, ესტონეთი, ლიტვა თუ ლატვია, რუსეთს შეუძლია, ძალიან სწრაფად იმოქმედოს და ასეთ შემთხვევაში ნატო მართლაც ვერ შეძლებს ძალიან სწრაფ რეაგირებას. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ჩვენს შესაძლებლობებს, ჯარის მცირე ნაწილების ადგილზე ყოფნას, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესს, საშუალებებს და ჩვენ ამას პრაქტიკაში გავივარჯიშებთ, მაშინ ჩვენ გავაძლიერებთ და გავზრდით ნატო-ს შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განახორციელოს რეაგირება და მნიშვნელოვნად გაიზარდოს რეაგირების ეფექტიანობა. რუსეთმა ეს აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში და გაითვალისწინოს. მთავარია არ არის ის, თუ რა მოხდება კრიტიკულ ვითარებაში პირველი 15-20 წუთის განმავლობაში. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მოხდება ერთი ანაც ორი, ანაც სამი დღის განმავლობაში.

კოსოვოს მსგავსად, ჩვენ ვაპირებთ კ-4-ის სამშვიდობო მისიის შემოღებას. რუსეთმა გააგზავნა ჯარი პრიშტინაში და პრიშტინის აეროპორტი დაიკავა. მაშინ იქ მას არანაირი ჯარი არ ჰყავდა. მაშინ რუსული ჯარი პრიშტინას აეროპორტში გაიჭედა და კოსოვის სხვა ნაწილებში სხვა შენაერთები მივიდნენ და დაიკავეს. შეიქმნა ვითარება, რომლის დროსაც, რუსებს პრიშტინას აეროპორტიდან გამოსასვლელი სჭირდებოდათ. სწორედ მაშინ დავთახმდით ჩვენ, რომ რუსები სამშვიდობო ოპერაცია კ-4-ში ჩართულიყვნენ. რა თქმა უნდა, იქ და აქ განსხვავებული ვითარებებია, მაგრამ ის იდეა, რომ ნატო-მ უფრო ეფექტური რეაგირება მოხდინოს, ვიდრე ამის გაკეთება ახლა შეუძლია, რუსეთმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

- კონფერენციაზე ნათლად გამოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ ხელისუფლებას ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტის სრულად აუღქმელობასა და არაადეკვატურად მოქმედებაში ადანაშაულებენ. კონფერენციის მსვლელობისას არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ რუსეთი ისეთი აგრესიული არასოდეს ყოფილა და შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდება რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე. თქვენც გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ახალ ევროპულ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ხელისუფლება სრულ არააედკვატურობას ავლენს და გამოწვებებზე შესაბამისად არ რეაგირებს?

- რომ შევხედოთ იმას, თუ რას აკეთებს ახლა დასავლეთ ევროპა რუსეთთან მიმართეაბში, დავინახავთ, რომ რუსეთთან ყველა გარკვეულ დათმობებზე მიდის, ხოლო ამერიკა სცენაზე ფართოდ საერთოდ არ ჩანს. რუსეთის მიმართ საქართველოს ძალიან აგრესიული პასუხის შემთხვევაში საქართველო დიდწილად მაინც მარტო აღმოჩნდებოდა. ეს კი შემდეგ გამოიწვევდა იმას, რომ დასავლეთ ევროპა შემდეგ ყველაფერში, კერძოდ კი პროვოკაციული ქმედებების ავტორობაში საქართველოს დაადანაშაულებდა. 2008 წელს იგივე მოხდა. რუსეთის მხრიდან სიგიჟე იყო საქართველოში ფეხის შემოდგმა, მაგრამ პროვოკაციული მოქმედებები სააკაშვილს დაბრალდა. რა თქმა უნდა, რუსეთთან მიმართებაში ოფიციალური თბილისის სიფრთხილეს აქვს აზრი, მაგრამ იმავდროულად არ შეიძლება, საქართველო სხვადასხვა მიმართულებით პასიური იყოს. თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი ძალიან აქტიურად მოქმედებს და წარმართავს გარკვეულ პროცესებს საქართველოს შიგნით. ვგულისხმობ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ამგვარი განწყობების აქტიურ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობას ორ რეკომენდაციას მივცემდი - პირველი - რუსეთის ქმედებებს მეტი გამჭირვალეობა შესძინოს, დოკუმენტურად დააფიქსიროს საქართველოში რუსეთის მოქმედებები და ისინი სააშკარაოზე გამოიტანოს. და მეორე - თუ ადგილი აქვს რუსეთის მხრიდან საქართველოში რაიმე ტიპის უკანონო ქმედებებს, აუცილებლად მიიღოს ამის წინააღმდეგ სამართლებრივი ზომები. ანუ, აჩვენოს, რომ მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები აქვს. მესამე რეკონდაციაც მექნებოდა - ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც მთავრობაში, თუ დედაქალაქის ხელმძღვანელობაში შეგვყავს და საერთოდ პოლიტიკაში მოგვყავს. უნდა ხდებოდეს აქცენტის იმაზე გაკეთება, რომ მთავრობაში, და სხვადასხვა დონეზე ხელმძღვანელობაში თუ პოლიტიკაში, ანაც სხვადასხვა სფეროებში არ იყოს რუსეთის პირდაპირი მონაწილეობა და არ გაიზარდოს მოსკოვის გავლენა.