ნავთობზე ფასის დაცემისა და დასავლეთის სანქციების გამო რუსეთი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია. არსებულ პრობლემებზე და მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ბრიტანული გამოცემა "თაიმსიც" წერს. Damoukidebloba.com გთავაზობთ სტატიის თარგმანს.
რუსეთის ფინანსური რეზერვი საოცარი სისწრაფით მცირდება და ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია უფრო ღრმავდება პუტინის ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში.
დასავლეთის სანქციებისმა და ნავთობზე გლობალურად დაბალმა ფასებმა, იმან, რაც ამაგრებდა რუსეთის ეკონომიკას ქვეყნის სარეზერვო ფონდი, რომლის მიზანი სახელმწიფო ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტის შევსებაა 2014 წლიდან 2/3-ით შეამცირდა. თუ 2014 წელს სარეზერვო ფონდში 67 მილიარდი იყო, დღესდღეობით, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მხოლოდ 23 მილიარდია.
მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ანალიტიკოსები ფონდის ამოწურვას წლის ბოლოსთვის ვარაუდობენ, თუ ნავთობის ფასებზე მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირდა. ამასვე აფრთხილებს მთავრობას ფინანსთა მინისტრიც.
თუმცა, პუტინის რეიტინგი ჯერ ისევ მაღალია, თუმცა, სავარაუდოა, რომ მის რეიტინგზე ეს ამბები იმოქმედებს, რადგანაც უმეტესად, მისი იმიჯი სწორედ რუსეთის ეკონომიკის სტაბილურობაზეა დამოკიდებული.
ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ თვეში ფონდის 18.4 % დაიხარჯა უკვე. ასევე, წინა წელს, რუბლის გაუფასურების შეძლებისდაგვარად შეჩერებისთვის ფონდის 17 %-ის დახარჯვა გახდა საჭირო.
საჭიროა ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, თუმცა, ეს სვლაც სახიფათო შეიძლება იყოს 18 სექტემბრის კენჭისყრამდე და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როდესაც პუტინი თავისი კანდიდატურის წამოყენებას მეოთხეჯერ აპირებს. ამასთანავე, რუსეთმა მილიონობით დოლარი დახარჯა სირიის სამხედრო კამპანიაზე ,
ასევე, რუსეთს გააჩნია „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“, რომელიც ძირითადად სოციალურ ხარჯებზეა პასუხისმგებელი და დაახლოებით 35 მილიარდია. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, რუსეთს მალე ამ რეზერვების გამოყენებაც მოუწევს.
ამ კვირაში კრემლმა აღიარა, რომ პენსიების გაზრდას ვერ მოახერხებს, რადგან ეს კატასტროფულად იმოქმედებს და ინფლაციას გამოიწვევს. სანაცვლოდ, მოსახლეობას ერთჯერადი დახმარების სახით იანვრის თვეში 5000 რუბლს- დაპირდა, 58 £ რასაც მოსახლეობისგან უკმაყოფილება მოყვა.
პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა განაცხადა, რომ იანვარში 3.89 მილიარდი რუბლის (34 მილიონი £) ხელფასი ვერ მიიღეს მუშებმა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. უკანასკნელ თვეებში დაგვიანებული ხელფასები შეეხო ასევე მასწავლებლებსა და მეშახტეებს. მედვედევმა მასწავლებლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნისთვის მეორე სამსახურის მოძებნაც კი ურჩია. ამ განცხადების გამო მედვედევი მკაცრად გააკრიტიკეს.
ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური კრიზისის პარალელურად, ისევ მაღალია კორუფციის დონე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. ივლისში იგორ შუვალოვმა, პრემიერ მინისტრის პირველმა მოადგილემ, 10 აპარტამენტი შეიძინა, თითოეული 7 მილიონის ღირებულების, როგორც საჯარო დოკუმენტებით გაირკვა, მან 34 მილიონი არალეგალურად აიღო მოსკოვის მერიის ბიუჯეტიდან.
მსოფლიოს ქვეყნებს შორის სიმდიდრის უთანასწოროდ გადანაწილებით რუსეთი მოწინავე რიგებშია. ფინანსური ჯგუფის- Credit Suisse-ს ინფორმაციით, ჯამში 111 ადამიანი ფლობს ქვეყნის სიმდიდრის 19%-ს.
ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ს და დასავლეთის მიერ სანქციების შეწყვეტას შეუძლია ოდნავ განმუხტოს სიტუაცია, თუმცა მათ წინა კვირაში მიიღეს გადაწყევტილება სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.