კრემლი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება უკრაინაში პუტინისთვის „წითელი ხაზია“

29 სექტემბერი 2021 Shadow

კრემლმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი გაფართოება გადაკვეთს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ „წითელ ხაზს", ხოლო ბელარუსმა განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა მოსკოვთან ზომების მიღებაზე ნატოს მზარდი აქტივობის წინააღმდეგ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც მოსკოვის ახლო მოკავშირეა, დაადანაშაულა შეერთებული შტატები უკრაინაში სასწავლო ცენტრების შექმნის საქმესთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, სამხედრო ბაზებს წარმოადგენდა. ამბობს, რომ მან ეს საკითხი პუტინთან განიხილა.

„აშკარაა, რომ ჩვენ გვჭირდება რეაგირება ამაზე ... (ჩვენ) შევთანხმდით, რომ საპასუხოდ უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები”, - თქვა ლუკაშენკომ.

უკრაინამ შეერთებულ შტატებთან და ნატოს წევრ სხვა საჯარისო შენაერთებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყო გასულ კვირას, ხოლო რუსეთმა და ბელარუსმა  ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარეს, რამაც დასავლეთი შეაშფოთა.

უკრაინა, რომელიც არ არის ნატოს წევრი, დიდი ხანია ეძებს მჭიდრო კავშირს დასავლეთთან და მის სამხედროებთან. მას აქვს დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა 2014 წელს და მხარი დაუჭირა სეპარატისტებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინის აღმოსავლეთით.

რუსეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას. მიმდინარე წლის დასაწყისში, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების განლაგებამ შეაშფოთა უკრაინა და დასავლეთი.

კითხვაზე, თუ რა ერთობლივ ქმედებებს გულისხმობდა ლუკაშენკო, კრემლმა უპასუხა: „ეს არის ქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი სახელმწიფოების უსაფრთხოებას".

„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ინფრასტრუქტურის პოტენციური გაფართოების საკითხი და (მან) თქვა, რომ ეს გადაკვეთს იმ წითელ ხაზს, რაზეც მან ადრე ისაუბრა", - ნათქვამია კრემლში.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უარყო რუსეთის საზღვრების მიღმა რუსული „წითელი ხაზის" ცნება და თქვა, რომ კიევს აქვს საკუთარი უსაფრთხოება.

„პუტინის „წითელი ხაზები" შემოიფარგლება რუსეთის საზღვრებით", - დაწერა მან ტვიტერზე. „უკრაინა-რუსეთის საზღვრის ჩვენს მხარეს ჩვენ შეგვიძლია, გავარკვიოთ რა უნდა გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან და ასევე უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებიდან გამომდინარე."

 

წყარო: reuters.com