კრისტიან კერილის წინამდებარე სტატია გამოქვეყნდა Washington Post-ში და ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზს რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში. Damoukidebloba. com გთავაზობთ თარგმანს.
უცნაური რამ მოხდა ლიტვაში ამ თებერვალს. ანონიმმა იმეილი გაუგზავნა რამდენიმე მედია საშუალებასა და პარლამენტის წამყვან წევრს. წერილში ნათქვამი იყო რომ გერმანელმა ჯარისკაცმა, რომელიც ახლად განთავსებული ნატოს კონტინგენტის წევრი იყო, არასრულწლოვანი გოგო გააუპატიურა.
ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. ლიტვის მთავრობამ სწრაფად მოახერხა ამ ამბის უარყოფა ვიდრე ტყუილი სოციალურ მედიაში გახდებოდა ცნობილი. რაც შეიძლება გადაზრდილიყო უზარმაზარ სკანდალში.
წერილის ავტორი გაუჩინარებულია და მან მთელი ელექტრონული კვალის წაშლა მოახერხა. ლიტვის ხელისუფლებამ მოსკოვს დააკისრა პასუხისმგებლობა. სავარაუდოა, რომ ისინი მართლები არიან. პრობლემა იმაშია, რომ დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ონლაინ მაქინაციების დროს.
ამერიკელები და დასავლეთ ევროპელები მხოლოდ ახლა აცნობიერებენ რუსეთის მიერ ინფორმაციის, როგორც იარაღის გამოყენებას. მაგრამ აქ არაფერია ახალი ბალტიის სამი ქვეყნისთვის: ლიტვისთვის, ლატვიისთვის და ესტონეთისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან 90-იანი წლების დასაწყისში მოიპოვეს. უკვე 25 წელია ეს ქვეყნები ცდილობენ მათი აღმოსავლელი მეზობლისგან მომავალი დესტაბილიზაციის მცდელობები აღკვეთონ.
არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები, პოლიტიკოსები რუსეთთან კავშირებით ყალბი ამბების და ჭორების გავრცელება - რუსეთმა ყველაფერი გამოიყენა.
დღესდღეობით სამი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, რომელიც ეხმარება მათ საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერებაში. თუმცა, ამ ქვეყნებს ასევე დიდი რუსულენოვანი უმცირესობა ყავთ საბჭოთა დროიდან, რომელიც ძირითადად რუსულ ტელევიზიას უყურებს ახალი ამბების მისაღებად და გასართობად. შესაბამისად, ისინი ხდებიან იოლი მიზანი, რასაც ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაცია უწოდებს“firehose of falsehood.” „მახსოვს ყველა ამ სტატიას ვკითხულობდი 7-8 წლის წინ“ აცხადებს რაულ რებანე, ესტონეთის ტელევიზიის ვეტერანი, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების კონსულტანტად მუშაობს. „ისინი ამბობდნენ ‘საინფორმაციო ოპერაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ სამხედრო ოპერაციებს’. ახლა ისინი მიხვდნენ რომ ინფორმაციაც ოპერაციაა.“
ეს საკითხი ახლა უფრო სენსიტიური ხდება, რადგან ნატო აძლიერებს თავის ყოფნას ამ სამ ქვეყანაში, რათა შეაჩეროს მოსკოვი ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის სცენარის განმეორებისაგან. თუმცა რუსებს კვლავაც რჩება მოქმედების არეალი. ესტონეთში მიმავალ ნატოს ჯარებს აფრთხილებენ სექსუალური შანტაჟის მცდელობების შესახებ და მათი სოციალური მედიის ანგარიშების გატეხვის შესახებ. მოსკოვის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებები ცდილობენ ბალტიის ქვეყნები რასისტებად გამოაცხადონ, რომლებიც ვერ ბედავენ რომ იტანენ არა თეთრკანიანი ჯარისკაცების ყოფნას - გასაკვირია, რადგანაც სხვაგან ევროპაში რუსული მედია ანტი-იმიგრაციული სენტიმენტების გაღვივებას უწყობს ხელს. მაგრამ დღეს მოსკოვს არ ადარდებს თანამიმდევრულობა. „მთავარი მიზანია“ როგორც ერთხელ ბრიტანელმა ჟურნალისტმა პიოტრ პომერანცევმა თქვა „დაბნევა ვიდრე დარწმუნება, საინფორმაციო დანაგვიანება, რომ აუდიტორიამ შეწყვიტოს ამ ქაოსში სიმართლის ძიება“
მიუხედავად ამისა მოსკოვს აქვს მუდმივი თემები, რომელსაც დაუსრულებლად იმეორებს: როგორც მისი დასავლეთ ევროპელი მეგობრები, მოსკოვი აცხადებს რომ ბალტიელებს სძულთ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები, ენთუზიაზმით იღებენ ათეიზმს, გეი ადამიანებსა და პედოფილებს. ბალტიის ქვეყნები არ შემდგარი სახელწიფოები არიან და მათი ეკონომიკები კრიზისშია. (2016 წელს საშუალო ხელფასი ესტონეთში ორჯერ მაღალი იყო ვიდრე რუსეთში). ყველაზე საშიში ინფორმაცია, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს, ისევე როგორც საბჭოთა, არის ის რომ ბალტიის ქვეყნები ყალბი სახელწიფოებია, დამოუკიდებლად არსებობის ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
სანიტა იემბერგა, ჟურნალისტი რიგიდან, ერთ-ერთი იმათგანია ვინც გადაიღო უკანასკნელი დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობს რუსეთი თავისი დღის წესრიგის გავრცელებას ბალტიისპირეთში. მან გამოიკვლია დეზინფომაციული ვებსაიტების მფლობელების ვინაობა და მიაკვლია მათ კვალს მოსკოვში, ასევე მან გამოიძია ფულის გადინება კრემლიდან კორუმპირებული ლატვიელი პოლიტიკოსების ჯიბეში.
ყველაფერი ეს სასარგებლოა ტყუილების გასაფანტად - თუმცა სულ მეტი და მეტი ტყუილი წარმოიქმნება. „როცა გადაგვარებული დასავლეთის ნაწილად წარმოგვადგენენ, ჰომოსექსუალურ სამოთხედ, იოლია გაიცინო“ ამბობს იემბერგა, „თუმცა მერე გახსენდება, რომ მათ წარმოსახვითი ფაშიზმი გამოიყენეს რომ უკრაინა მეგობრული ქვეყნიდან მტრად გამოეცხადებინათ“.
განვლილ გზაზე ბალტიელებმა ისწავლეს მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელიც ასევე დასავლეთ ევროპელ მეგობრებს და ამერიკელებს გამოადგებათ. „მათ ინსტრუმენტთა ფართო სპექტრი გააჩნიათ“ აცხადებს მიკ მარანი, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი. „რუსეთი აქტიურია, ევროპა რეაქტიული“.
„თუ მთავარი მიზანია წინააღმდეგობა, შენ მათ ტერიტორიაზე ხარ“ აცხადებს ბენ ჰიპი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის წევრი, ნატოს ანალიტიკური ცენტრი რიგაში.
ბალტიის ქვეყნები სხვადასხვა გზით ახდენენ საპასუხო ქმედებების განხორციელებას. ისინი აძლიერებენ კიბერთავდაცვას. ცდილობენ უკეთ მოახდინონ რუსულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია, ზოგ შემთხვევაში წარმატებულად. ესტონეთმა რუსულენოვანი სატელევიზიო არხი გახსნა, მცირე მცდელობა დაუპირისპირდეს პუტინის სამაუწყებლო იმპერიას. (ესტონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის წარმომადგენლის აინარ რუუსაარის განცხადებით „ზოგჯერ კომუნიკაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი“, ლატვიელები დაუზოგავად მუშაობენ რომ გაზარდონ მედია წიგნიერება, იყენებენ სასკოლო სამუშაო შეხვედრებს, რომ ასწავლონ მასწავლებლებსა და სტუდენტებს გაარჩიონ ჟურნალისტური ფაქტი და მითი. ასევე, იყენებენ სოციალურ რეკლამას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ყალბ ინფორმაციებზე.
ბალტიელები პროპაგანდას იოლად არ ეკიდებიან. მათ იციან მწარე საბჭოთა გამოცდილებიდან, რამდენად მნიშვნელოვანია შენი ამბის შენარჩუნება, იმისდამიუხედავად, თუ როგორი რთულია ბრძოლა.