რუსეთის მთავარი მტრები

6 ივნისი 2016 Shadow

წყარო:politico.eu


 „ლევადა-ცენტრმა“, რომელიც ქვეყნების ერთმანეთთან დამოკიდებულებას იკვლევს, ამჯერად კვლევა რუსეთში ჩაატარა და რუსი მოსახლეობის აღქმით რუსეთის 10 მტერი და მეგობარი სახელმწიფოების სია შეადგინა.  ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთისთვის ნომერ პირველ მტერს აშშ წარმოადგენს.  რესპონდენტთა 72% ირწმუნება, რომ რუსეთის მიმართ ყველაზე აგრესიულად აშშ არის განწყობილი. მეორე ადგილზეა უკრაინა 48%-ით, მესამეზე კი - თურქეთი.  

 რუსეთის მტრები

საინტერესოა, რომ საქართველო, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა, რომელთანაც რუსეთს სსრკ-ს დაშლის შემდეგ ომი ოფიციალურად ჰქონდა, რუსეთის მტრების სიაში 10%-ით მეათე ადგილზე გავიდა.  თვითონ საქართველოში კი,  NDI-ის ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა 47% რუსეთს ასახელებს.

„ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევაში, რუსეთის მეგობარ ქვეყნებად  რესპონდენტებმა ბელორუსი, ყაზახეთი და ჩინეთი დაასახელეს.

რუსეთის მეგობრები

აშშ-ის მიმართ გამოკითხული მოქალაქეების 70% არის უარყოფითად  განწყობილი, 62% კი - ევროკავშირის მიმართ. გამოკითხულთა 65%-მა ისიც თქვა, რომ სულაც არ ეწყინებოდათ, თუ მიგრანტთა კრიზისის გამო ევროკავშირი დაიშლებოდა.

ევროკავშირში რუსეთის გაწევრიანებას 24% უჭერს მხარს, მაშინ, როცა 2009 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 53%-ს შეადგენდა. მოსახლეობის 47% თვლის, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არ შეცვლილა ბოლო წლებში, 28% კი მიიჩნევს, რომ გაუარესდა.