საბრძოლო ოპერაცია შიროკინოში- ექსკლუზიური კადრები

4 ივლისი 2016 Shadow

წყარო:ajaratv.ge

დონეცკის ოლქის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში -შიროკინოში, რომლის გავლითაც, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს ყირიმთან სახმელეთო კავშირი სურს, უკრაინელებთან ერთად ქართველი ინსტრუქტორები და მებრძოლები იბრძვიან.   27 ივნისს ქართველებმა მემარჯვენე სექტორთან ერთად ჩაატარეს ოპერაცია, რასაც  2 მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია  და 8 სეპარატისტის ტყვედ აყვანა მოჰყვა. ოპერაციისთვის მზადება ექსკლუზიურად გიორგი წეროძემ და ბაჩი მურვანიძემ გადაიღეს.