წყარო: tvrain.ru
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“ სანქცირებული კომპანიების სიაში ჩასვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალური საიტი იტყობინება.
ჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“ შემდეგ ტელეკომპანიებს აერთიანებს: ნტვ, ნტვ+, ტნტ, „Пятница“ და „Матч ТВ“. ასევე, რადიო სადგურებს: „Эхо Москвы“ და „ავტორადიო“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ შედგენილი სია ვრცელია და „გაზპრომისა“ და „გაზპრომ-ბანკის“ სხვა წარმომადგენლებსაც მოიცავს. მაგალითად, „Мостотрест», «СГМ-Мост» და «Совфрахт».
სანქციები დაუწესდათ იმ კომპანიებსა და ინდივიდებს, რომლებიც საქმიანობას აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმის ზონაში ახორცილებენ. ასევე, გაყინულია მათი აქტივები, ამერიკულ კომპანიებსა და ბანკებს კი გრძელვადიანი სესხების გაცემა ეკრძალებათ.
„გაზპრომ-მედიის“ პრეს ცენტრი ჯერჯერობით საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.