წყარო: პირველი არხი
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ 2 მოქალაქე დააკავა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. ინფორმაციას ადგილობრივი ე.წ. "კაგებე" ავრცელებს. მათი განმარტებით, დაკავებულებმა ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთთან დააარღვიეს.
სოფელ დვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის განმარტებით, დაკავებულები მათი სოფლის მცხოვრებლები არიან და ისინი ტერიტორიაზე, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება, ნახირს მწყემსავდნენ. გამგებლის განმარტებით, სწორედ იმ ადგილზე, სადაც დვანელები დააკავეს, ე.წ. გამყოფი ხაზის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ არის. დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. "კაგებეს" ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლოსთვის დოკუმენტაციის გადაცემას გეგმავს.