რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი კიდევ ერთხელ შეცვალეს

11 აგვისტო 2015 Shadow

რუსული აგრესიიდან 7 წლის შემდეგ, 10 აგვისტოს რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი კიდევ ერთხელ შეცვალეს. 

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში ეგრეთ წოდებული საზღვარი 700 მეტრით არის გადმოწეული და დამონტაჟებულია 2 ახალი ბანერი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერჯერობით გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს. 

დღესვე ცნობილი ხდება, რომ ქართულმა მხარემ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. შვეიცარიის დახმარებით კრემლს გადაეცა ნოტა, რომელშიც საუბარია 6 აგვისტოს წითელუბანში ბანერების უკანონო აღმართვის ფაქტზე.  

 

იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი: რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი კიდევ ერთხელ შეცვალეს