წყარო: პირველი არხი
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მას შემდეგ, რაც რუსმა და ოსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ხურვალეთისა და წითელუბნის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს, მოსახლეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩა.
დაკარგული სახნავ-სათესი სავარგულების ნახევარი დღეს საოკუპაციო ზოლს მიღმა რჩება, ტერიტორიაზე გადასვლა კი იკრძალება. დაკარგული მიწების სანაცვლოდ, გორის რაიონის მოსახლეობა მთავრობისგან კომპენსაციების გაცემას ითხოვს. ადგილობრივ ხელისუფლებას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.