წყარო: foxnews.com
საქართველოს ინტერვენციიდან 7 წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ამ ქვეყნით არის დაინტერესებული. ზაფხულის დასაწყისიდანვე რუსული ჯარი უფრო ღრმად იჭრება ქვეყნის ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ახალ საზღვარს ქმნის.
ახალი სადემარკაციო ხაზის გავლების შემდეგ, BP -ის ნავთობსადენი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა, ქართველმა გლეხებმა კი თავიანთი სახნავ-სათესი მიწა დაკარგეს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა : „ღამით როცა დავიძინე, საქართველოს ტერიტორიაზე ვიყავი, დილით კი სამხრეთ ოსეთში გავიღვიძე“.
მანამ, სანამ ოფიციალური ვაშინგტონის ყურადღება სხვაგან არის მიმართული, მოსკოვი ფეხქვეშ თელავს ევროპული უსაფრთხოების სისტემას, რომლის ჩამოყალიბებასაც 180 000 -ზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე შეეწირა მეორე მსოფლიო ომის დროს.
უკრაინა განსაკუთრებული შემთხვევაა. 1994 წელს ბუდაპეშტში გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, რუსეთისგან, ამერიკისგან და დიდი ბრიტანეთისგან დამოკიდებლობის, სუვერენტიტისა და არსებულ საზღვრების აღიარების გარანტია მიიღო, სანაცვლოდ კი, მის ხელთ არსებული ბირთვული არსენალი დათმო. რამდენიმე წლის შემდეგ, რუსეთმა ხელშეკრულება დაარღვია, თუმცა ეს არავის გაკვირვებია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის სახიფათო სიგნალი ის იყო, რომ აშშ-მ ვერ უზრუნველყო მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის აღსრულების დაცვა.
საქართველოს შემთხვევაში კი, უკვე წლებია ვაშინგტონი „ნატოს“ წევრობას ჰპირდება, თუ ქვეყანა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს, რეფორმებს გაატარებს და აქტიურად იქნება ჩართული ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე სამშიდობო მისიაში. მიუხედავადა იმისა, რომ საქართველო ცდილობს ეს მოთხოვნები შეასრულოს, ნატოს წევრობა კვლავ მხოლოდ შორეული პერსპექტივაა. ეს ცხადად 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გამოჩნდა, როცა ალიანსმა საქართველოსა და უკრაინისათვის სამოქმედო გეგმის მიცემაზე უარი განაცხადა. ამ გადაწყვეტილებიდან 4 თვის შემდეგ კი რუსული ტანკები თბილისიდან 40 კმ-ში აღმოჩნდნენ.
საქართველოს მთავრობა დღესაც მზადყოფნას აცხადებს ევრო-ატლანტიკურ ორგანზიაციაში გაწევრიანებისათვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქართველებმა შეამჩნიეს, რომ ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე ქვეყნების უსაფრთოების საკითხს დასავლეთი ნაკლებ ყურადღებას აქცევს, აღმოსავლეთისკენ დაიწყეს ყურება. ერთი მხრივ, ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა გასული ორი წლის განმავლობაში მოლაპარაკებები გამართეს, მეორეს მხრივ კი ნატო-მ საწვრთნელი ბაზა გახსნა, რამაც შესაძლოა რუსეთის „პროვოკაცია“ გამოიწვიოს.
თუ 1 წლის წინ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 16% ემხრობოდა პუტინის ევრაზიულ კავშირში შესვლას, დღეს ეს რიცხვი თითქმის ერთ მესამედამდე გაიზარდა. მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმაც, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართული სამხედრო დანაყოფების ნატოსა და ამერიკის ოპერაციებში მონაწილეობას.
ევროპამ და ამერიკამ უნდა უზრუნველყონ, რომ მათი დაპირება საქართველოსა და უკრაინის მოსახლოების მიმართ ფუჭ დაპირებად არ დარჩეს და დაეხმაროს მათ ვისაც სურს თავისუფალი და ერთიანი ევროპის ნაწილი გახდეს.
პუტინის დღევანდელ ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვებით მომავალში უფრო მეტი საფრთხე შეიქმნება. ვაშინგტონი და ევროპა დღეს იმის იმედით არიან, რომ პუტინი თავის ამბიციებს ყირიმისა და საქათველოს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილის დაპყრობით დაიოკებს. თუმცა, აღარავისთვის წარმოადგენს სიახლეს, რომ პუტინის ამბიციები უსაზღვროა და ევროპული უსაფრთხოების სისტემას საფრთხის ქვეშ აყენებს.
ნატომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს ახალი სტრატეგია წევრობის მსურველი ქვეყნებისათვის. საქართველო, უკრაინია, მოლდოვა, მონტენეგრო და მაკედონია - თითოეულ ამ ქვეყანას განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა აქვს, თუმცა ყველა რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფება. მათ ჰყავთ მოსახლოება,რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ მათი ქვეყანა დემოკრატიული გახდეს, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობაა.
სწორედ დასავლეთისა და ამერიკის ინტერესშია ამ ქვეყნების დახმარება რომ შეუერთდნენ დასავლურ ცივილიზაციას, რადგანაც რუსეთის გავლენის ქვეშ მათი მოქცევა ნიშნავს ამერიკის მიმართ ნდობის შემცირებას და იმედის უფრო მეტად გაცრუებას ქვეყნებისათვის, რომლებმაც უკვე ისედაც ბევრი იწვნიეს საკუთარ თავზე.