წყარო: newposts.ge
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა. დოკუმენტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრისა და სამხედრო ინტერვენციის ფაქტი.
შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება გააუქმოს და თავი შეიკავოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელი პოლიტიკისგან. კონგრესი რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უნდა გაგრძელდეს ჟენევის დისკუსიები.
რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის ადმინისტრაციას კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის კუთხით და გამოაცხადოს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს დე იურედ ან დე ფაქტოდ.