საუდის არაბეთი ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკის შესყიდვას იწყებს. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად, პირველად ისტორიაში, "დელტას" მიერ აწყობილი 12 სამედიცინო ჯავშანტრანსპორტიორი ექსპორტზე შაბათს გაიგზავნება. ქართულმა სამედიცინო ჯავშანმანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირების ყველა ეტაპი, გავიდა ფინალში ამერიკულ კომპანია LENCO-სთან ერთად. თუმცა, ყველა ტექნიკური პარამეტრით უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდმე მისმა ამერიკელმა კონკურენტმა.
კონტრაქტის მიხედვით, საერთო ჯამში, ქართულმა სამეცნიერო ცენტრმა საუდის არაბეთს 90 მლნ ლარის ასამდე ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანტექნიკა უნდა მიაწოდოს. თუმცა, მათი რიცხვი შეიძლება რამდენიმე ასეულამდე გაიზარდოს. „გვაქვს წინასწარი მოლაპარაკებები 200 მილიონ ლარიან კონტრაქტზე და მომავალში კიდევ, 90 მილიონ ლარიან კონტრაქტზე. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოიჩენს თავს ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა იემენში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში თავს, რადგან ამ ომში ჩაბმული საუდის არაბეთი თბილისიდან ჩატანილ ჯავშანსასწრაფოებს უცილობლად გაგზავნის წინა ხაზზე, სადაც საუდელებს პირადი შემადგენლობის არცთუ მცირე დანაკარგი აქვთ. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.
ახალი დაკვეთების შესასრულებლად "დელტამ" საწარმოო საამქროების მოდერნიზება უკვე დაიწყო. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სერიულად აწყობილი ჯავშანტექნიკის დიდი პარტიის გაყიდვის პირველი შემთხვევა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და რაც მთავარია პოლიტიკურ მოგებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას. სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია საქართველოდან საზღვარგარეთ 70 წელზე მეტია გადის, მაგრამ 1991 წლის ბოლომდე ეს საბჭოთა კავშირის სახელით ხორციელდებოდა. თბილისში აწყობილი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების დიდი პარტიის ექსპორტი საქართველოს საინტერესო პერსპექტივებს უჩენს შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე.