წყარო: snob.ru
სავჩენკო უკვე თვითფრინავშია და როსტოვიდან კიევში მიფრინავს. რუსულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა , სავჩენკოს გადაცემის სანაცვლოდ, უკრაინულმა მხარემ მოსკოვს რუსი სამხედროები- "გრუს"(რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო) თანამშრომლები- ევგენი ეროფეევი და ალექსანდრ ალექსანდროვი გადასცა, რომლებიც უკრაინაში ტერორიზმის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს.
შეგახსენებთ, სავჩენკოს ბრალად ედებოდა იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფდა. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს. ის დონეცკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.