მსოფლიოს უმეტეს ნაწილში რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის მიმართ აგრესია დღითიდღე მატულობს. ვლადიმერ პუტინის არამშვიდობისმოყვარე პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს stopvlad.com-მა საშუალება მისცა ვირტუალურ სივრცეში მაინც შეეჩერებინათ იგი და ამისთვის თამაში „შეაჩერე ვლადი“ შექმნა.
„შეაჩერე ვლადის“ თამაში ნებისმერ მომხმარებელს როგორც კომპიუტერით, ისე სმარტფონის მეშვეობით შეუძლია. იდეის ავტორების ერთ-ერთი მიზანი თავისუფლებისა და მშვიდობის დამცველი ორგანიზაციების ფინანსური დახმარებაა, რაც მოთამაშეებს სრულიად მარტივად, თამაშის დროს სარეკლამო მესიჯზე გადასვლით შეუძლიათ. ორგანიზაციებს, რომელთაც ეს თანხა გადაეცემათ, ყოველთვიურად თამაშის მომხმარებლები თამაშის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ირჩევენ.
თამაშში მოქმედება არც თუ ისე შორეულ წარსულში, ბოროტი დიქტატორი ვლადისა და მისი არმიის გამოჩენის შემდეგ ხდება. ისინი თავს ბედნიერი ხალხით დასახლებული თავისუფალ ადგილს ესხმიან. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გვიანი და მოთამაშეებს ადგილის გადარჩენა შეუძლიათ.
თამაშში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოდან, აქტიურად არიან ჩართულნი.