English verision of the report is available on the link
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში (აპრილი-ივნისი 2015) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ
1. შესავალი
1.1 ანგარიშის მიზნები და გამოყენებული მეთოდოლოგია
ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ყოველკვარტალური ანგარიში, რომელიც მოიცავს 2015 წლის აპრილ-ივნისის პერიოდს და მიზანმიმართულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებაზე პირველი ყოველკვარტალური ანგარიში მოიცავდა 2015 წლის იანვარ - მარტის პერიოდს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შემდგომშიც განაგრძობს ამგვარი ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადებას. ამ საანგარიშო კამპანიის მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, იქნება ეს სახელმწიფოები თუ საერთაშორისო, შიდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რეგულარული ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მიმდინარე მდგომარეობაზე.
რაც შეეხება გამოყენებულ მეთოდოლოგიას, ეს საანგარიშო კამპანია ახდენს არსებული ინფორმაციის კონსოლოდირებას და შეფასებას სხვადასხვა საყოველთაოდ მისაწვდომ ანუ ღია, ადგილობრივ თუ საერთაშორისო წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ. ფორმატის შეზღუდულობის გამო, ამ ანგარიშის მიზანი არ გახლავთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფლებათა დარღვევის ყველა კონკრეტული შემთხვევის აღწერა. ანგარიშის მიზანია უფლებათა დარღვევის ყველაზე ცნობილი მაგალითების კონსოლიდირება და შეფასება. გამოყენებული მეთოდოლოგია არ გულისხმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფაქტების მოსაძიებელ და ინტერვიუს ჩასატარებელ ვიზიტებს. ამგვარად, გამოყენებული მეთოდიკა არ აძლევს შესაძლებლობას საანგარიშო კამპანიას შეაგროვოს და წარმოადგინოს ახალი მონაცემები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.
1.2 საქართველოს რეგიონების ოკუპირება და საოკუპაციო ხელისუფლების პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე
საქართველოს ორი რეგიონის ტერიტორია - აფხაზეთი/საქართველო და ცხინვალის რეგიონი/საქართველო დღეს ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ფედერაცია, როგორც საოკუპაციო ხელისუფლება ახორციელებს ფაქტიურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. სამხედრო აგრესიის, მცოცავი ანექსიის და საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ კარგად იყო მოფიქრებული და სისტემატურად ინერგებოდა საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში, 1991 -დან 2015 წლის ჩათვლით ასობით ათასი პირი გამოაძევეს თავიანთი სახლებიდან და გახადეს იძულებით გადაადგილებულ პირებად და დევნილებად, ჩამოართვეს საერთაშორისოდ აღიარებული უფლება ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულ დაბრუნებაზე საკუთარ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საანგარიშო პერიოდში გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და აღიარა „ ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის, მათი შთამომავლების უფლება, მიუხედავად ეროვნებისა, დაბრუნდეს საკუთარ სახლში მთელი საქართველოს მასშტაბით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ჩათვლით“. განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამასწინათ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა ე.წ „ ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან და ე.წ. „ ალიანსისა და ინტეგრაციის შეთანხმებას“ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან: რაც სცდება სამხედრო ოკუპაციის ფარგლებს და საფუძველს უყრის ქართული ტერიტორიების ანექირებას. ე.წ ხელშეკრულებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
საანგარიშო პერიოდში , ევროპის საბჭოს მინისტრთა წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და აღიარეს რუსეთის ფედერაციის ფაქტობრივი კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, კერძოდ მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როდესაც დაიწყებოდა გენერალური მდივნის გაერთიანებული ანგარიშის მომზადება,ევროპის საბჭოს ორგანიზაციებისთვის და აპარატის დელეგაციისთვის, გაეწიათ დახმარება და უზრუნველეყოთ მათი შეუფერხებელი შესვლა საქართველოსთან ომის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე; ამ მიზნით გენერალურ მდივანს ეთხოვა ჩართულიყო დიალოგში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოსთან. 2008 წლის აგვისტოდან საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციას აეღო პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ქონდა რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ტერიტორიაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა თავის 97 -ე (2009) და 13-ე ( 2015) სესიებზე ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას მისცა რეკომენდაცია. ევროპის პარლამენტის თანახმად, „ მხედველობაშია მიღებული ფაქტი, რომ რუსეთი ( 2014 წელს) აგრძელებს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებას, არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს; საოკუპაციო ძალების ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში ხდება ეთნიკური წმენდა და იძულებითი დემოგრაფიული ცვლილებები, თავისუფლად გადაადგილების, ცალკეულ ადამიანთა შორის კონტაქტის დამყარების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევების ჩათვლით“.
1.3 საოკუპაციო ხაზი და მავთულხლართის აღმართვა
ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ( ასხ) გასწვრივ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან არსებული საოკუპაციო ხაზი საქართველოსაგან გამოყოფს მის ორ ოკუპირებულ ტერიტორიას. საოკუპაციო ხელისუფლების მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დადგენილი საოკუპაციო ხაზი ხელს უშლის ასი ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილს დაბრუნდნენ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში. რუსეთის ეფესბეს თანამშრომleბისთვის საოკუპაციო ხაზის კონტროლის გადაცემა დაკავშირებულია უფრო მეტი შეზღუდვების გამოყენებასთან ეთნიკური ქართველების მიმართ: რუსეთი უკრძალავს ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის გადაკვეთას , რომელიც ხშირად გადის მოსახლეობის ხეხილის ბაღებზე, ეზოებზე, საძოვრებზე, სოფლის სამეურნეო ნაკვეთებზე და სასაფლაოებზე. ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად აკავებენ ეფესბეს თანამშრომლები ე.წ.“ საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო“ , მაშინ როდესაც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული მოქმედი გამშვები პუნქტები აძლევს ხაზის გადაკვეთის უფლებას იმ პირებს, რომელთაც აქვთ საოკუპაციო ხელისუფლების მიერ აღიარებული და ბუნდოვან კრიტერიუმებზე დაფუძნებული ვალიდობის მქონე „დოკუმენტები“ . ვისაც არ შეუძლია ამგვარი დოკუმენტის წარდგენა ან გამშვებ პუნქტთან სამუშაო საათების მერე მიდიან, ეკრძალებათ საზღვრის გადაკვეთა, რაც ხშირად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაძიებელი ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და ქალებისთვის უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ხდება.
2011 წლის გაზაფხულზე, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გააქტიურეს მავთულხლართების და სხვა ხელოვნური წინაღობების დამონატაჟების პროცესი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზებზე (დადგენილია 2009 წელს). ეს პროცესი 2013 წლის იანვრიდან უფრო ინტენსიური გახდა და დღესაც გრძელდება. ამჟამად, მხოლოდ ცხინვალის რეგიონში ხელოვნური ბარიერების მთელი სიგრძე 51 კილომეტრს შეადგენს. ზოგერთ მონაკვეთში მავთულხლართი და სხვა „სასაზღვრე ნიშნები“ შემოიჭრა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ამით განავრცო ოკუპაცირებული ტერიტორია.
მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე; კერძოდ კი, მან ერთმანეთს დააშორა ოჯახები და თემები და ხელს უშლის ცალკეული ადამიანების ურთიერთობას; ადგილობრივი მოსახლეობა ვერ შედის სოფლის სამეურნეო მიწებზე და ხელი აღარ მიუწვდება სასმელად ვარგის წყალზე/საირიგაციო სისტემაზე; ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია რელიგიური ადგილების მონახულების და სასაფლაოებზე მისვლის შესაძლებლობას; და რაც ყველაზე შემაშფოთებელია ეს ბარიერები უბლოკავს ადგილობრივ მოსახლეობას გზას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურებისკენ. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც „ გამოთქვა სერიოზული შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების გამუდმებული მონტაჟის თაობაზე, რაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ საქართველო რეგიონებში და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის inter alia არღვევს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს - თავისუფლად გადაადგილების, საკუთრებაზე უფლების, ოჯახური ცხოვრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა უფლებების ჩათვლით, ისევე როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უფლებას. უნდა აღინიშნოს, რომ მავთულხლართების დამონტაჟებამ ცხინვალის რეგიონის/ საქართველო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პირდაპირი ზემოქედება იქონია 200 ადგილობრივ ოჯახზე და ზოგიერთს იქიდან გაქცევა მოუხდა, რითაც შეიქმნა იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობის დამონტაჟების პროცესი საოკუპაციო ხაზის გაყოლებით.
1.4 ოკუპირებული ტერიტორიები - ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების „შავი ხვრელები“
გაეროს ადამიანის უფლებათა ევროპის ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა ნავი ფილეიმ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის/ საქართველო ოკუპირებული ტერიტორია შეაფასა, როგორც „შავი ხვრელი“ და „დედამიწის ყველაზე ძნელად შესაღწევ ადგილთაგან ერთ-ერთი“. მან აღნიშნა, რომ თითქმის არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რა ხდება ამ მხარეში“ და „მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში“. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს კომისარს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა წარმომადგენლების მსგავსად, არ მიცეს ოკუპირებულ რეგიონში შესვლის უფლება. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ „ასამბლეა ( ესსა) მიუღებლად მიიჩნევს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები სრულად ვერ სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებით, რომელიც ეძლევათ მათ ევროპის ადამინის უფლებათა კონვენციით, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქეებს და ეს არის საქართველოსა და რუსეთის ომის შედეგი. ამგვარ ადამიანის უფლებათა დაცვის შავ ხვრელს არ უნდა ქონდეს ევროპის საბჭოს არეალის ფარგლებში არსებობის უფლება.“
ეს ორი რეგიონი ჯერ ისევ უცხოური სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევის კონტროლისა და დამრღვევთა აღნუსხვის თვალსაზრისით შავ ხვრელს წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევად რჩება არა მარტო საქართველოს მთავრობისთვის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. წლების განმავლობაში ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ოკუპირებუულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას. საქართველოს მთავრობა გამუდმებით ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მექანიზმების აფხაზეთში/საქართველო და ცხინვალის რეგიონში/საქართველო შეღწევის მნიშვნელოვანებას. სამწუხაროა, რომ ევროპის კავშირის მონიტორინგის მისიას ( ევმმ) საქართველოში არ შეუძლია მონიტორინგის ჩატარება რეგიონის შიგნით, რის უფლებასაც მას მისი მანდატი აძლევს. საოკუპაციო ხელისუფლება ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს და არ უშვებს ამ ტერიტორიებზე არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ჰუმანიტარულის ჩათვლით: ეს არის კიდევ ერთი აშკარა მცდელობა დაფარონ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტები, რაც ხშირია ამ ტერიტორიაზე. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საანგარიშო პერიოდში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ევროპის საბჭოს ორგანიზაციებისთვის მიეცათ აფხაზეთსა და ცხინვალი რეგიონში შესვლის უფლება.
2. თავისუფლება წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან
2.1 შესავალი
კონკრეტული წყაროების თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ციხეებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა; ზოგიერთი პატიმარი განიცდის უკიდურესად ცუდ ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ მოპყრობას. 2008 წლის ომამდე და ომის შემდგომ უამრავი შემთხვევა იყო მოწოდებული საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან წამებისა და ცუდად მოპყრობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის კომიტეტი წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპრყობისა და სასჯელის თავიდან ასაცილებლად (CPT) ასახელებს აფზახეთში არსებულ ცუდად მოპყრობისა და შეურაცხყოფის პრაქტიკას დაპატიმრებისას, ისევე როგორც ცუდ პირობებს დაკავების ადგილებში.
2.2 არსებული ვითარება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლების უფლების დარღვევის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. მაგალითად, ქართული მედია და სხვა ხელმისაწვდომი ღია წყაროები გვაწვდიან შემდეგ ინფორმაციას: 2015 წლის 3 აპრილს, გალის რაიონის სოფელ პირველი ოტობაიას მკვიდრი ცოლ-ქმარი დააკავეს რუსმა ეფესბეს თანამშრომლემბმა საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთისთვის“ გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას ტერიტორიაზე და დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის მიერ გადაყვანილი იყვნენ გალში. დაკავებულთა დაკითხვისას ერთერთ დაკავებულს ( ქმარი) ფიზიკურად თავს დაესხნენ რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები; 2015 წლის 10 აპრილს გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ.“ უკანონოდ გადაკვეთისთვის“ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე და რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას ტერიტორიაზე და გადაყვანეს გალში. დაკავებისას დაკავებული სასტიკად ცემეს რუსეთის ეფსებეს თანამშრომლებმა; 2015 წლის 12 მაისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ორი მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომელბამა, საზღვრის ე.წ. „არალეგალური ანუ უკანონოდ გადაკვეთისთვის“ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნენ გალში. დაკავებისას დაკავებულები სასტიკად ცემეს რუსეთის ეფსებეს თანამშრომლებმა; 2015 წლის 8 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2015 წლის 6 ივნისს სოფელ მერხეულში რამოდენიმე რუსმა სამხედრომ ქალი გააუპატიურა . იგივე წყაროს თანახმად, ორი რუსი სამხედრო, რომელსაც მსხვერპლის ოჯახის წევრები ადანაშაულებენ, გადაყვანილები არიან ბომბორას სამხედრო ბაზაზე.
2.3 დასკვნა
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების აღწერა და საანგარიშო პერიოდში მოპოვებული მაგალითები წარმოადგენენ წამებისა და არასათანადო მოპრყობისგან თავისუფლების უფლების ხელყოფას და აქედან გამომდინარე ეს არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების (ICCPR) 7-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (UDHR) 5-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 3-ე მუხლის (ECHR) და ეუთოს ვალდებულებების დარღვევა.
3.უკანონო დაკავება
3.1 შესავალი
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების თვითნებური ანუ უკანონო დაკავება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა; ამას გარდა, რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები რეგულარულად აკავებენ მათ საზღვრის ე.წ. უკანონოდ გადაკვეთისთვის საოკუპაციო ხაზის გაყოლებით. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები შედიან საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აკავებენ ადგილობრივ მაცხოვრებლებს მათივე ხეხილის ბაღებში, სოფლის გზებზე ან სასაფლაოებზე ( მაგალითად, სოფლებში: ფლავი, ბერუშეთი და ზემო სობისი, სამივე სოფელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს). 2009 წლიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში, სულ 2 117 ადამიანი იქნა დაკავებული რუსეთის ეფსებეს თანამშრომელბის მიერ საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთისთვის“; 1416 დაკავებული იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აფხაზეთის რეგიონში , 701 პირი კი დაკავებულ იქნა ცხინვალის რეგიონში . 2009-2014 წლებში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების მიერ უკანონოდ იყო დაკავებული მოქალაქეთა შემდეგი რაოდენობა: 2009 წელს 191 დაკავებული; 2010 წელს 191 დაკავებული; 2011 წელს 237 დაკავებული; 2012 წელს 294 დაკავებული; 2013 წელს 553 დაკავებული; 2014 წელს 514 დაკავებული. უმეტეს შემთხვევაში დაკავებას მოყვება ჯარიმა და ამის შემდგომ განთავსუფლება. დაკავების პერიოდი მერყეობს რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე ან წლამდე სავალდებულო პროცედურული გარანტიებისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის მიღწევის შესაძლებლობის გარეშე.
3.2 არსებული ვითარება
საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ დაკავების უამრავი შემთხვევა აღინუსხა. არაერთი წყარო აცხადებს,რომ თვითნებურ დაკავებას ადგილი ქონდა მთელი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მაგალითად, ქართული მედიისთვის და სხვა ღია წყაროებისთის ხელმისაწვდომი ინფორმაცია შემდეგია: 2015 წლის 1 აპრილს, გორის რაიონის, სოფელ ქერეს მაცხოვრებელი დაკავებულ იქნა რუსეთის ეფესბეს მოსამსახურეების მიერ საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ . დაკავებული გაათავისუფლეს 2 აპრილს 2 000 რუსულ რუბლამდე ჯარიმის გადახდის შემდგომ; 2015 წლის 25 აპრილს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის არასრულწოვანი მკვიდრი დაკავებული იქნა რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნა გალში; 2015 წლის 28 აპრილს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის და სოფელ თაგილონის 7 მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნენ გალში; 2015 წლის 10 მაისს გალის რაიონის 30-მდე მაცხოვრებელი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის სკოლის მოსწავლის ჩათვლით დაკავებულნი იქნენ რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნენ გალში; 2015 წლის 18 მაისს გორის რაიონის სოფელ აძვის მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ გორის რაიონის სოფელ აძვის ტერიტორიაზე. დაკავებული გაანთვისუფლეს 19 მაისს 2 000 -მდე რუსული რუბლი ჯარიმის გადახდის შემდგომ; 2015 წლის 3 ივნისს, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ორი მაცხოვრებელი ( დედა და არასრულწლოვანი ქალიშვილი) დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გადაიყვანა გალში; 2015 წლის 20 ივნისს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა თბილისის მკვიდრი საზღვრის ე.წ. „ უკანონოდ გადაკვეთის გამო“ ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის ტერიტორიაზე; 2015 წლის 22 ივნისს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მაცხოვრებელი დაკავებულ იქნა რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“ და აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გადაყვანილი იქნა გალში; 2015 წლის 30 ივნისს ხაშურის რაიონის სოფელ ფლევის მაცხოვრებელი დაკავებული იქნა რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ საზღვრის ე.წ. „უკანონოდ გადაკვეთის გამო“.
3.3 დასკვნა
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების აღწერა და საანგარიშო პერიოდში მოპოვებული მაგალითები წარმოადგენენ წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლების უფლების ხელყოფას და აქედან გამომდინარე ეს არის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების (ICCPR) 7-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (UDHR) 5-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 3-ე მუხლის (ECHR) და ეუთოს ვალდებულებების დარღვევა.
4. გადაადგილების თავისუფლება
4.1 შესავალი
რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის კონტროლს ხელს უშლიან ასობით ათასს იძულებით გადაადგილებულ პირსა და დევნილს გამოიყენონ თავისუფლად გადაადგილებისა და სახელმწიფოს საზღვრებში საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება. საზღვრის გადაკვეთის რეჟიმი, რომელიც საოკუპაციო ხელისუფლებამ დაადგინა საოკუპაციო ხაზის გაყოლებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ კრძალავს და ზღუდავს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის (ასხ) ორივე მხარეს მცხოვრები - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - ადამიანებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ევროპის საბჭომ გამოთქვა მოსაზრება, რომ „ საზღვრის გადაკვეთის რეჟიმის პროგნოსტულობა და გამჭვირვალობა ასხ-ზე შეფერხებულია იმ არეულობით, რომელიც ახლავს საზღვრის გადასაკვეთად გამოსაყენებელი დოკუმენტების ვარგისიანობას. მაშინ როდესაც ადამიანების უმრავლესობა აფხაზურ „პასპორტებს“ იყენებს, ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც მიიღება ფორმა N9 და ძველი, საბჭოთა პასპორტები. თუმცა მათი ვარგისიანობის პერიოდი გარკვეული არ არის. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლები ზღუდავენ საზღვრის გადაკვეთის მსურველ მოსახლეობას; საოკუპაციო ხაზზე განლაგებული მოქმედი გადასასვლელი პუნქტები მოქმედებენ რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ შემოღებული არალეგალური და დისკრიმინაციური წესის მიხედვით.
4.2 არსებული ვითარება
გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ვითარება 2015 წლის აპრილსა და ივნისში უცვლელი რჩება: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებასთან დაკავშირებით უამრავი შემთხვევა აღინუსხა. უამრავი წყარო ვარაუდობს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევის არსებობას.
შეზღუდვა სამედიცინო დამხარების მიღებაზე
2015 წლის 4 მაისს გალსი რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი 12 წლის ბიჭი - ირაკლი ცაავა გარდაიცვალა საოკუპაციო ხაზზე აფხაზეთის რეგიონში. ბიჭი გახდა თავისუფლად გადადგილების უფლების დარღვევის მსხვერპლი, კერძოდ კი ბიჭს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები ქონდა და მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს მისი საოკუპაციო ხაზის გადაღმა გადაყვანა და ზუგდიდში სამედიცინო დახმარების მიღება, ანუ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლდება. რუსეთის ეფესბეს საზღვრის თანამშრომლებმა ნება არ დართეს 12 წლის ბიჭს გადაეკვეთა საოკუპაციო ხაზი, რასაც მოყვა 12 წლის ბიჭის საოკუპაციო ხაზზე სიკვდილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადება გააკეთა ამ ტრაღიკული შემთხვევის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გააკეთა ბავშვის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავიშირებით. არსებობს ინდივიდების საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ შეშვების უამრავი შემთხვევა. მაგალითად, ქართული და სხვა ღია ხელმისაწვდომი საინფორმაციო წყაროების თანახმად, 2015 წლის 27 აპრილს, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მაცხოვრებელს არ მისცეს უფლება შესულიყო ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს ადამიანი სერიოზულად იყო ავად და ესაჭიროებოდა ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობა, რომელიც მდებარეობდა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; 2015 წლის 22 მაისს, გალის რაიონის სოფელ ოქუმის მაცხოვრებელი ცოლ-ქმარი და მათი ორი ბავშვი, რომელთაგანაც უმცროსი არის 2 წლის და დაავადებულია ასთმით, დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ.“უკანონოდ გადაკვეთისთვის“ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე. ოჯახი აპირებდა საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შესვლას სამედიცინო მიზნებით. სოფელ ნაბაკევში განლაგებულ რუსეთის ეფესბე ბაზაზე ყოფნის პერიოდში ბავშვს ასთმის შეტევა განუვითარდა და მკურნალობა ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩაუტარა. საბოლოოდ, ყველა დაკავებული, ოჯახის მამის გარდა, გაანთავისუფლეს იმ პირობით, რომ გადასახადი რამოდენიმე დღის განმავლობაში შეტანილი იქნებოდა აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების უწყებაში გალში.
შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულის პერიოდში
ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდის დროს და კერძოდ კი, მართლმადიდებელთა აღდგომის დღესასწაულზე 2015 წლის 12 და 13 აპრილს ე.წ. ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული სასაზღვრო პუნქტები დაკეტილი იყო. გადაწყვეტილება ცხინვალში არსებულმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მიიღო და კერძოდ კი ე.წ „ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“, რათა კიდევ უფრო მეტად შეეზღუდათ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება. ამ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით არსებობს ორივე საოკუპაციო ხაზის მხარეს არსებული ეკლესიებისა და სასაფლაოების მონახულების ტრადიცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით.
„ჯონჯოლის“ კრეფასთან დაკავშრებული დაკავებები
მაისი საქართველოში „ჯონჯოლის“ მოსავლის აღების დროა. „ჯონჯოლი“ ანუ Staphyllea pinnata არის ბუჩქი, რომელიც ველურად იზრდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ჯონჯოლი“ საქართველოში, როგორც კერძი ისე გამოიყენება და ბაზარში იყიდება; ის წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის შემოსავლის ძირითად წყაროს. ქართული მედიიდან და სხვა ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის მაისში, ათობით ადამიანი იქნა დაკავებული რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ, რომლებიც აკონტროლებდნენ საოკუპაციო ხაზს ქალაქ საჩხერეს მიმდებარე სოფლებთან. ქალაქი საჩხერე განლაგებულია საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მაგალითად, 2015 წლის 8 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ ქორბოულის მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ.“ უკანონოდ გადაკვეთისთვის“ „ჯონჯოლის“ კრეფისას. დაკავებული 13 მაისს გაანთავისუფლეს, მას მერე, რაც მან გადაიხადა ჯარიმა 2 000 რუსული რუბლის ოდენობით; 2015 წლის 16 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ გორისას მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ.“ უკანონოდ გადაკვეთისთვის“ „ჯონჯოლის“ კრეფისას. დაკავებული 19 მაისს გაანთავისუფლეს, მას მერე, რაც მან გადაიხადა ჯარიმა 2 000 რუსული რუბლის ოდენობით; 2015 წლის 19 მაისს საჩხერის რაიონის სოფელ ხვანის მკვიდრი დააკავეს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა საზღვრის ე.წ.“ უკანონოდ გადაკვეთისთვის“ „ჯონჯოლის“ კრეფისას. დაკავებული 26 მაისს გაანთავისუფლეს, მას მერე, რაც მან გადაიხადა ჯარიმა 2 000 რუსული რუბლის ოდენობით; 2015 წლის 26 მაისს რუსეთის ეფესბეს თანამშრომლებმა დააკავეს საზღვრის ე.წ. „უკანონო გადაკვეთისთვის“ ჯონჯოლის კრეფისას საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთის მკვიდრი. დაკავებული გაანთავისუფლეს 1 ივნისს, მას მერე რაც მან გადაიხადა 2 000 ჯარიმა რუსული რუბლის ოდენობით.
4.3 დასკვნა
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი ვითარება და საანაგრიშო პერიოდის განმავლობაში მოწოდებული მაგალითები წარმოადგენენ თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევას და კერძოდ კი, ცივილური და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების(ICCPR) 12 - ე მუხლის, კერძოდ კი ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (UDHR) 13-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის 4-ე პროტოკოლის 2-ე მუხლის მუხლის (ECHR) და ეუთოს ვალდებულებების დარღვევას. რუსეთის ეფესბეს თანამშრომლების მიერ შემოღებული შეზღუდვები გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლების უფლებაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ შეიძლება მიჩნეული იყოს დასაშვებად. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა დამატებით არღვევს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო შეთანხმებითა და შესაბამისი საერთაშორისო ნორმატიული დოკუმენტებით.
5.უფლება საკუთრებაზე
5.1. შესავალი
საქართველოში კონფლიქტის დროს დაკარგული სახლებისა და ქონების საკითხი დღემდე მოუგვარებელია. წლების მანძილზე საკუთრების ქონის უფლება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გახლდათ სისტემატური და უხეში დარღვევის საგანი; ეთნიკური ქართველების ასობით სახლი მიზანმიმართულადაა დამწვარი და დანგრეული 2008 წლის აგვისტოს ომის განმავლობაში და მას შემდეგ. მაგალითად, გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში სახლების უმრავლესობა დანგრეულია. გორის რაიონის სოფელ გუგუთიანთკარში სოფლის მაცხოვრებლებმა დაკარგეს თავიანთი სოფლის სამეურნეო ნაკვეთების 50% -ში შესვლის საშუალება, რადგან ახლა ისინი საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ.
5.2 არსებული ვითარება
საკუთრებაზე უფლების გათვალისწინებით აღწერილი ვითრება უცვლელი რჩებოდა 2015 წლის აპრილსა და ივნისში. უამრავი წყარო იტყობინება, რომ საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საკუთრებაზე უფლების დარღვევა: მაგალითად, 2015 წლის 23 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გალის და ოჩამჩირის რაიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალები ანგრევდნენ ეთნიკური ქართველების სახლებს. იგივე წყაროს თანახმად,გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველები ტელეფონით იტყობინებოდნენ, რომ „ სახლების დანგრევა გალის რაიონის ზოგიერთ სოფელში და თავად გალში უკვე დაიწყო. ეს 90-იანი წლებიდან მიტოვებული სახლებია. ამ სახლების პატრონები - ეთნიკური ქართველები 90-იან წლებში გააძევეს დაბრუნების უფლების გარეშე, რადგან მათი ოჯახის წევრები იბრძოდნენ კონფლიქტის დროს საკუთარი სახლებისა და ოჯახების დასაცავად.“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ათობით სახლი დაანგრიეს გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში და გალის კომკავშირის ქუჩაზე. ოთხი სახლი დაანგრიეს სოფელ ოქუმში. გალის რაიონში უფრო მეტი სახლია დანგრეული, ვიდრე ოჩამჩირის რაიონში. იგივე წყაროს თანახმად, დაგეგმილია ამ მიწის ნაკვეთების გაყიდვა ახალი სახლების ასაშენებლად. 2015 წლის 10 ივნისს გავრცელებული ინფომაციის თანახმად , ბატონი რაულ ხაჯიმბა შეხვდა ომის ვეტერანებს. შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ „პროკურატურიდან“ მიიღო დედაქალაქ სოხუმში არსებული 100 თავისუფალი ბინის სია, რომლებიც უფასოდ გადაეცემა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებს და ახლადშექმნილ ოჯახებს. უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმში არსებული ეს თავისუფალი 100 ბინა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაა. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შემდეგზე: „ საქართველოში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის საკუთრებაზე უფლებას პატივი უნდა ვცეთ და თავი შევიკავოთ საკუთრების მოპოვებისგან ამ უფლებების დარღვევის გზით.
5.3. დასკვნა
ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აღწერილი ვითარება და საანაგრიშო პერიოდის განმავლობაში აღწერილი ვითარების მიხედვით, ირღვევა საკუთრებაზე უფლება და, კერძოდ კი, ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის (UDHR) 17- მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის (ECHR) პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი და ეუთოს ვალდებულებები.
6. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება
6.1 შესავალი
საერთაშორისო კანონი საყოველთაოდ აღიარებს მშობლიურ ენაზე განთლების მიღების უფლებას. გალის რაიონში 31 სკოლაა. ამ 31 სკოლაში სწავლობს 4, 459 მოსწავლე და მუშაობს 918 ადამიანი. 4, 459 მოსწავლიდან, 4, 351 ანუ 97.57 % ეთნიკური ქართველები არიან. 918 მოსამსახურიდან 91.78 % აგრეთვე ეთნიკური ქართველები არიან. 31 სკოლიდან მხოლოდ 11 სკოლას, რომლებიც გალის „ქვედა ზონაში“ მდებარეობენ, აქვთ ქართული სკოლების სტატუსი, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. შემაშფოთებელია, რომ ამ 11 სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურისთვის გამოყოფილი 10-10 საათი 6-6 საათამდე შეამცირეს. გამოთავისუფლებული 4-4 საათი გამოყენებულია რუსული ენის სწავლებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 11 სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლება აკრძალულია და დოკუმენტაციაც არ იწარმოება ქართულ ენაზე. იმ 9 სკოლაში კი, რომლებიც გალის რაიონის „ ზედა ზონაში“ არიან განლაგებულნი სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს და მხოლოდ 1-1 საათი ეთმობა ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას . ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მავთულხლართების აღმართვა რუსეთის ფედერაციის მიერ და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლებასაც.
6.2 დღევანდელი მდგომარეობა ( დღეს არსებული ვითარება)
2014 წლამდე გალის რაიონის 11 ქართულ სკოლაში რუსული ენა ისწავლებოდა მესამე კლასიდან, როგორც უცხო ენა, ახლა კი რუსული ენა ისწავლება პირველი კლასიდან, როგორც „მშობლიური ენა“. გადაწყდა, რომ გალის რაიონის „ქვედა ზონის“ ყველა სკოლაში ზემოთ დასახელებული 11 სკოლის ჩათვლით 2015-2016 აკადემიურ წლებში ყველა საგნის სწავლება პირველი კლასიდან რუსულ ენაზე წარიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის მეთოდია, რომელიც გამოყენებული იყო გალის რაიონის „ზედა ზონის“ სკოლებში, სადაც რუსულენოვანმა პირველმა კლასებმა თანდათანობით ჩაანაცვლეს ქართულენოვანი პირველი კლასები და ქართული სკოლებიც თანდათანობით რუსულ სკოლებად იქცნენ. თუ გავიხსენებთ, ქართული სასწავლო გეგმის (ანუ ცხრილის) რუსული სასწავლო გეგმით შეცვლა გალის რაიონის სკოლებში ბატონი რაულ ხაჯიმბას - დე ფაქტო „პრეზიდენტის“ წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. 2015 წლის 12 მარტს ბატონმა ხაჯიმბამ საჯაროდ განაცხადა გალის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას, რომ 2015 წლის სექტემბრიდან დარჩენილ 11 ქართულ სკოლაშიც სწავლება რუსულ ენაზე წარიმართება. 2015 წლის 22 მაისს, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონში მასწავლებელთა კონფერენცია გამართა. კონფერენციაზე გარკვევით ითქვა, რომ გადაწყდა გალის რაიონის „ქვედა ზონის“ 11 სკოლის აფხაზურ სტანდარტებზე გადაკეთება - რაც გულისხმობს რუსული ენის გაძლიერებას. ქართული ენის სტატუსის ბედი და ქართული ენისა და ლიტარატურისთვის გამოყოფილი საათების რაოდენობის საკითხი ამ 11 სკოლაში ჯერაც გაურკვეველია.
გალის რაიონის ოკუპირებული სოფლების საბერიოს, ფიჩორის, მეორე ოტობაიას მაცხოვრებელ ბავშვებს უხდებათ საოკუპაციო ხაზის გადალახვა იმისთვის, რომ მივიდნენ წალენჯიხის და ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში, რომელთაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს. შედარებისთვის, 2014 წელს ამ სკოლებში ირიცხებოდა ოკუპირებული რეგიონის 103 ბავშვი, ახლა კი 2015 წელს ირიცხება მხოლოდ 45 ბავშვი. მშობლები აიძულეს შვილები ოკუპირებული რეგიონის სკოლებში მიეყვანათ. 2015 წლის 13 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაგეგმილია ქართული ენის სწავლების აკრძალვა გალის რაიონში, ქართული ენის მასწავლებლებლებს კი არ ექნებათ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის უფლება. გალის რაიონის მაცხოვრებლები გვატყობინებენ, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გააფრთხილა ისინი, რომ 2015 წლის სექტემბრიდან მათი შვილები მხოლოდ რუსულ და აფხაზურ ენებზე მიიღებენ განათლებას. 2015 წლის 14 აპრილს, ბატონმა დავით უსუფაშვილმა - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა, რომ გავრცელდა ინფორმაცია გალის რაიონში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვის შესახებ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გალის რაიონში სწავლების და განათლების მიღების საკითხი ყოველთვის ბევრ პრობლემასთან იყო დაკავშირებული და ამჟამად ქართულ ხელსიუფლებას გალის პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა არა აქვს . გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ნონა შონია ამბობს, რომ 2015-2016 აკადემიურ წლებში დარჩენილ ქართულენოვან 11 სკოლაშიც ქართული ენა კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება და ყველა საგნის სწავლება წარიმართება რუსულ ენაზე. ხოლო გალის რაიონის ქართული ენის მასწავლებლებს აეკრძალებათ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა. 2014 წლის 13 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის სკოლების დირექტორებს და ზემდგომი ადმინისტრაციული შტატის თანამშრომლებს აეკრძალებათ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა. იგივე წყარო იტყობინება, რომ ეს აკრძალვა სავარაუდოდ ყველა მასწავლებელზე გავრცელდება.
6.3 დასკვნები
ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ოკუპირებულ რაიონში არსებული სიტუაციის აღწერა და ანგარიშის მომზადების პერიოდში არსებული მაგალითები ადასტურებს ადამიანის მიერ მშობლიურ ენაზე განათლების უფლების მიღების დარღვევას და ამგვარად არღვევს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის 26 მუხლს, (UDHR); (წაიკითხეთ ერთდროულად 2 მუხლთან ერთად ); ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის(ECHR 2 მუხლს; გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 28 მუხლს ( წაიკითხეთ ერთდროულად 1 პარაგრაფის 2 მუხლთან ერთად); და არ სრულდება ეუთოს მიერ გათვალისწინებული ვალდებულება.
7. მოწოდება საერთაშორისო თანამეგობრობას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სახელმწიფოებს, ისევე როგორც საერთაშორისო, შიდა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს:
განაგრძონ საქართველოს ტეროტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულად ცნობა;
განაგრძონ რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდება, პასუხი აგოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე;
განაგრძონ რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდება, აღარ აღმართოს და მოაშოროს მავთულხლართები და სხვა ხელოვნური წინაღობები საოკუპაციო ხაზიდან;
მიიღოს დამატებითი ზომები, რათა მოხდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი და ანგარიშის მოწოდება. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს:
iii) გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალური პროცედურის მანდატის მფლობელებს - მიიღონ დამატებითი ზომები იმისთვის, რომ განიხილონ და ანგარიში წარადგინონ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა არსებულ მდგომარეობაზე;
განაგრძონ მოწოდება რუსეთის ფედერაციისადმი, რომ მან ნება დართოს: ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის შესვლას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში; ბ) ასევე ოფიციალური გზით შეუშვან საერთაშიროსი ორგანიზაციების შესაბამისი მისიები ( მაგალითად ეკმმ ) ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩათვლით;
განაგრძონ ადამიანის ისეთ უფლებათა დარღვევის დაგმობა, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების თავისუფლება; თავისუფლება წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან; უფლება იყოს თვისუფალი; საკუთრებაზე და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება