წყარო: pirveliradio.ge
რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ აძვის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიიდან სამი ადამიანი გაიტაცეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დავით გულიტაშვილი, ზურაბ კორინთელი და გიორგი გოგიაშვილი ტაძარში გიორგობის აღსანიშნავად ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ.რუსმა ოკუპანტებმა მხოლოდ მამაკაცები დააკავეს და გამოუშვეს ბავშვები და ქალები. უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები. სავარაუდოდ ისინი უკვე ცხინვალის იზოლატორში არიან. აღსანიშნავია, რომ სოფელი აძვის ტერიტორიას, რომელიც სოფელ მეჯვრისხევთან ახლოს მდებარეობს, საქართველოს მთავრობა მას შემდეგ ვეღარ აკონტროლებს, რაც რუსმა ოკუპანტებმა 2013 წელს მავთულხლართები გაავლეს.