სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასს ბევრი საერთო აქვს: ისინი მოსკოვის დე ფაქტო პროტექტორატებს წარმოადგენენ, თუმცა სახელმწიფოებად გვაჩვენებენ თავს. მათ რუსეთისგან არამხოლოდ სამხედრო, არამედ ფინანსური მხარდაჭერაც აქვთ. ისინი, მოსკოვის სტრატეგიაში, საქართველოსა და უკრაინის დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს წარმოადგენენ. თუმცა, ამას გარდა, მათ კიდევ ერთი რამ აერთიანებთ: ე.წ. სამხრეთ ოსეთი შვეიცარიას ან მცირე კაიმანის კუნძულებს ემსგავსება თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკებისთვის".
Eurasianet-ის უკანასკნელი მონაცემების თანახმად, გაურკვეველი სამხრეთ ოსური ჰოლდინგი "ვნეშტორგსერვისი" დონეცკშიც და ლუგანსკშიც ორ ყველაზე დიდ ქარხანას აკონტროლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვნეშტორგსერვისს ვლადიმერ პაშკოვი მართავს, რომელი რუსეთის მოქალაქე და ირკუცკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილეა.
აგრეთვე, ანგარიშის თანახმად, გასული ორი წლის განმავლობაში, მოსკოვსა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის გადარიცხვები მიმდინარეობდა, რომელსაც ცხინვალში არსებული International Clearance ბანკი აწარმოებდა.
სამხრეთ ოსეთი, რომელიც სამართლებრივად საქართველოს ნაწილია, ერთადერთი სუბიექტია, რომელმაც აღიარა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რომლებიც, თავის მხრივ, სამართლებრივად უკრაინის ნაწილია. შესაბამისად, ერთი “ყალბი ქვეყანა” სცნობს ორ სხვა “ყალბ ქვეყანას”. და შემდგომში, ეს “ყალბი ქვეყანა” ხდება ფულის გათეთრების მთავარი ჰაბი, ორი სხვა “ყალბი ქვეყნისთვის”.
Damoukidebloba.com გთავაზობთ "რადიო თავისუფლების" გადაცემის- Daily Vertical-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ქართული სუბტიტრებით, რომლის ჩასართავად საჭიროა დააჭიროთ ღილაკს CC (განთავსებულია ვიდეოს ქვედა მარჯვენა კუთხეში).