წყარო: ნეტგაზეთი
გამოცემა Sputnik-ossetia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია "უიუტის" ["Уют"] რესტავრატორმა რუსეთიდან ალექსანდრ ლესოვოიმ მუშებს კულტურული ძეგლების გამაგრებითი სამუშაოების წარმართვა ასწავლა.
"სამხრეთ ოსეთში სამი ტაძრის აღდგენა უკვე რუსი რესტავრატორის მკაცრი რეკომენდაციებითა და სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროს კონტროლით განხორციელდება", - აცხადებს ნელი თაბუევა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი.
"ალექსანდრ ლესოვოიმ მოინახულა იკორთას, გომართის ტაძრები და თირის მონასტერი. მან შენიშვნები მისცა ტაძრების ტერიტორიაზე მომუშავეებს და მუშებს შეცდომებზე მიუთითა. მისცა კონკრეტული რეკომენდაციები", - აცხადებს თაბუევა.
მანამდე მშენებლობის სამინისტროს ხელმძღვანელმა, ედურდ ძაგოევმა განაცხდა, რომ "უიუტს" კულტურული ძეგლების ტერიტორიებზე სამუშაოების ჩასატარებლად შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნია და აღიარა მისი სამინისტროს პასუხისმგებლობა თირის მონასტრისთვის მიყენებულ ზიანში.
ცხინვალში აცხადებენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სასწრაფო კონსერვაციას 250 კულტურული ძეგლი საჭიროებს.