წყარო: liberali.ge
საქართველოში თურქეთის ელჩი ზეკი ლევენთ გურმუქჩუ აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე. ამის შესახებ ელჩმა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.
გურმუქჩუ აცხადებს, რომ თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერად დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მადლობას გიხდით, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გავფანტო რაიმე სახის გაუგებრობა. პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას, ხალხების რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების.
დღეს ჩვენი მთავრობები ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა საუკეთესოა ყველა დონეზე და მიმართულებით. ჩვენ არა მხოლოდ ვაღიარებთ, არამედ ძლიერად ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე - თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით კითხვები არ არსებობს“, - განუცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს.