კიდევ ერთი ქართველი შეეწირა უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად რუსულ ნაღმზე მისი საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა.
ირაკლი ქუთელია უკრაინაში „კიბორგში“, 93-ე ბრიგადაში მსახურობდა და ქვეითთა საბრძოლო მანქანის-ბმპ-2-ის მძღოლ მექანიკოსი იყო. მისი თანამებრძოლები იხსენებენ, რომ ატოს ზონაში, ქუთელიას ბრძოლის ველზე მწყობრიდან აქვს გამოყვანილი, შემდეგ კი ატოს ძალების დისლოკაციის ადგილას მიყვანილი რუს ოკუპანტთა ტანკი.
მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.