წყარო: ნეტგაზეთი
უკრაინელ კინორეჟისორი ოლეგ სენცოვი რუსეთის სამხედრო სასამართლომ ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულა და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სენცოვთან ერთად ბრალდებულ აქტივისტს, ალექსანდრ კოლჩენკოს კი - 10-წლიანი პატიმრობა.
ბრალდება მდგომარეობს იმაში, რომ მიმდინარე წლის გაზაფზულზე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუკეთეს "ყირიმის რუსული თემისა" და "ედინაია როსიას" სომფეროპოლის ოფისების გადაწვას. გარდა ამისა, ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ სენცოვი თანამზრახველებთან ერთად ლენინის ძეგლის აფეთქებას გეგმავდა.
დაპატიმრებული ყირიმელი აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურია და ბრალდებები - ფალსიფიცირებული. გარდა ამისა, სენცოვმა განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები მას სასტიკად სცემდნენ და შესაბამისი ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ.
ოლეგ სენცოვსა და ალექსანდრ კოლჩენკოს უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. უკრაინის ხელისუფლება მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
სენცოვის გათავისუფლების მოწოდებით ცნობილი ევროპელი რეჟისორები- ანჯეი ვაიდა, კშიშტოფ ზანუსი, პედრო ალმოდოვარი და სხვები გამოვიდნენ.