ვინ მუშაობს „სპუტნიკი-ჯორჯიასთვის“

24 ივლისი 2015 Shadow

 „სპუტნიკი“ რუსული სახელმწიფო პროპაგანდის მთავარი მულტიმედიური პროექტია, რომლის განხორციელება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაფართოება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო.  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2013 წლის 9 დეკემბრის ბრძანებით საინფორმაციო სააგენტო Russia Today შეიქმნა. ამავე ბრძანებით გაუქმდა სახელმწიფო რადიო „რუსეთის ხმა“ და საინფორმაციო სამსახური „რია ნოვოსტი“. Russia Today-ს დირექტორად დიმიტრი კისილიოვი დაინიშნა და „სპუტნიკის“ პროექტის განხორციელებაც დაიწყო. შესაბამისად, „სპუტნიკიც“ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

„სპუტნიკის“ ქართულ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ  Sputnik-ი ასახავს მრავალპოლარულ მსოფლიოს, სადაც ყველა ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, კულტურა, ისტორია, ტრადიციები.

მათივე განცხადებით, ორგანიზაციის ყოველი რედაქცია მსოფლიოს უმსხვილეს დედაქალაქებში მართავს საკუთარ საიტს და მაუწყებლობს ადგილობრივი რადიოსადგურების სტუდიიდან. „სპუტნიკის“ რადიომაუწყებლობის ჯამური საათების რაოდენობა მსოფლიოს 30 სხვადასხვა ენაზე 34 ქვეყნის 130 ქალაქში უკვე 2015 წელს გადააჭარბებს დღე-ღამეში 800 საათს.

სააგენტოს გააჩნია საკუთარი მულტიმედიური პრეს-ცენტრები, ის ქმნის კონტენტს საიტებისთვის, ეწევა რადიომაუწყებლობას ადგილობრივი აუდიტორიისთვის.

„სპუტნიკი“ მაუწყებლობს ქართულ, აზერბაიჯანულ, არაბულ, აფხაზურ, გერმანულ, დარის, ესპანურ, ესტონურ, თურქულ, იაპონურ, ინგლისურ, ლატვიურ, მოლდოვურ, პოლონურ, პორტუგალიურ, პუშტუს, რუსულ, სერბულ, სომხურ, ტაჯიკურ, უზბეკურ, უკრაინულ, ფინურ, ფრანგულ, ქურთულ, ყაზახურ, ყირგიზულ, ყირიმელი თათრების, ჩინურ, ჰინდის ენებზე.


ლასხიშვილიროგორც სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიომაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში გადაწყვიტა. მისი პროგრამები მართლაც გავიდა FM 101.4 სიხშირეზე, რომელიც რადიო „მონტე კარლოს“ (იგივე რ რადიო) ეკუთვნოდა. ამ ფაქტმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) რადიო „მონტეკარლოს“ დოკუმენტების გასაჯაროვება და განმარტებების გაკეთება მოსთხოვა. ამის შემდეგ საკითხით კომუნიკაციების ეროვნული კომისია  დაინტერესდა საქმის წარმოება დაიწყო.

როგორც განხილვისას გაირკვა „სპუტნიკის“ ქართულ კონტენტს საინფორმაციო სააგენტო „ნიუსჯორჯია“ ამზადებდა, თუმცა როგორც ეს სააგენტო, ისე რადიო „მონტე კარლო“ სპუტნიკთან რაიმე კავშირს უარყოფდა. „ნიუსჯორჯიას“ ხელმძღვანელი ელენე იმედაშვილი ამბობდა, რომ ის მომზადებულ გადაცემებს უგზავნიდა „რასია სევოდნიას“ და მასვე გადასცემდა გამოყენების უფლებით, სად ათავსებდა „რასია სევოდნია“ გაგზავნილ მასალებს მათვის ცნობილი არ იყო. თავის მხრივ, „მონტე კარლოს“ წარმომადგენელი ამბობდა, რომ ეთერი „ნიუსჯორჯიას“ მიჰყიდეს და არ იცოდნენ, რომ იქ სინამდვილეში „სპუტნიკის“ კონტენტი განთავსდებოდა.

საბოლოოდ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ორივე ორგანიზაციას სანქციები დაუწესა. „სპუტნიკის“ რადიო გადაცემები ეთერში აღარ გასულა. თუმცა, რადიო პროგრამებმა, რომლის ნაწილი ანტი-დასავლური გზავნილებით გამოირჩეოდა, ჯერ „ნიუსჯორჯიას“ ვებგვერდზე (Newsgeorgia.ge), შემდეგ კი sputnik-georgia.com-ზე გადაინაცვლა.

უკვე 2015 წლის 23 იანვარს „ნიუსჯორჯიას“ თანამშრომელმა ანტონ (ტატო) ლასხიშვილმა დაარეგისტრირა შპს „სპუტნიკ-ჯორჯია“, ოფიციალურად მისი მფლობელი სწორედ ტატო ლასხიშვილია. ამავე დროს ტატო ლასხიშვილი წლებია გაზეთის, „სვაბოდნაია გრუზიას“ ხელმძღვანელია. თავის მხრივ, „სვაბოდნაია გრუზია“ არის „ობიექტივისა“ და Georgian Times-ის პარტნიორი.

„სპუტნიკ-ჯორჯიამ“ ახალი ვებ გვერდი 2015 წლის მაისში გაუშვა და ქართულენოვანი კონტენტიც „ნიუსჯორჯიადან“ ამ პორტალზე გადმოიტანა. „სპუტნიკის“ ქართულენოვან ვებგვერდზე (sputnik-georgia.com) სტატიებთან ერთად აუდიომასალებიც ქვეყნდება.

 „სპუტნიკ- ჯორჯიაც" რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული პროექტის ნაწილია და იმავე მიზნებს ემსახურება. როგორც ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, აქ დაახლოებით 28 ჟურნალისტი უკვე დასაქმებულია. ცნობილია, რომ „სპუტნიკი“ რუსეთის სახელმწიფო პროექტია და ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა საქართველოში დაფუძნებული შპს „სპუტნიკ-ჯორჯიას“ დაფინანსების წყაროები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. გამოცემის ვებგვერდზე არც რეკლმაა განთავსებული, რაც მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა. შესაბამისად, უცნობია როგორ იღებენ ანაზღაურებას "სპუტნიკ-ჯორჯიაში" დასაქმებული ქართველი ჟურნალისტები.

news sputnik_1
„სპუტნიკ ჯორჯიას“ საინფორმაციო გამოშვების სამი წამყვანი ჰყავს:

თამთა მღებრიშვილი

დავით ბერიძე

თინათინ ჟვანია

საავტორო გადაცემებს „რატომ“ და NOTA BENE უძღვება ჟურნალისტი სულხან მელაძე, რომელიც წლების წინ „პირველი არხის“ ეთერში გადაცემა „ცაიტნოტი“ მიჰყავდა. ამჟამად „სპუტნიკ-ჯორჯიას“ პარალელურად არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სასწავლო სატელევიზიო ცენტრის პროდიუსერი. პირველ გადაცემაში ის მიმდინარე ამბებს სტუმართან ერთად განიხილავს, მეორე გადაცემაში კი კვირის მთავარ თემას სოციოლოგ ვალერიან გორგილაძესთან ერთად განიხილავს.

გადაცემა „მედიატორი“ მიჰყავს მერაბ ხაჩიძეს, რომელიც პარალელურად საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორისთვისაც“ წერს.

ნინო ცხოიძე, რომელიც მანამდე „ობიექტივის“ ერთ-ერთი წამყვანი იყო „სპუტნიკ-ჯორჯიას“ ეთერში უძღვება ემიგრანტების შესახებ გადაცემას "ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე". თეონა გოგნიაშვილს მიჰყავს გადაცემა,,თავისუფალი ფრენა“ საავტორო გადაცემა „თეატრის დრო“ აქვს თეატრმცოდნე მანანა ტურიაშვილს ჟურნალისტი და ლიტერატორი ნინო ქუთათელაძე უძღვება გადაცემას ,,სარკმელი ლიტერატურაში“

პრესის მიმოხლვას გელა კაპანაძე აკეთებს. დღის თემას გოჩა ხუნდაძე და დავით ახვლედიანი მიმოიხილავენ,სპორტულ თემატიკას კი დიმიტრი მარინაშვილი აშუქებს.

ახალ ამბებზე ასევე მუშაობენ:

  • ლალი ნოზაძე

  • დავით ახვლედიანიsulxan meladze

  • ირინა ფაღავა

  • თამარ გერლიანი

  • სოფო კაკაჩია

  • ირმა ლეჟავა

  • რუსუდან პირველი

  • რუსუდან შაიშმელაშვილი

  • თამაზ ჩიქვანაია

  • მამუკა ფიფია

  • ნათია ბაქრაძე

  • ხელოვნებათმცოდნე მანანა ტურიაშვილი

  • სალომე გურგენიძე

  • ალეკო ჩუბინიძე

 „სპუტნიკ-ჯორჯიას“ პრესმდივანი ნაზი ჟორჟოლიანია, რომელიც მანამდე „ნიუსჯორჯიაში“ ჟურნალისტად მუშაობდა.


sputnik2