წყარო: eurocommunicator.ge
ინფოგრაფიკაში მოყვანილი ფაქტობრივი მასალა ერთი მხრივ, ქართული კულტურის წინააღმდეგ რუსულ პოლიტიკას, ხოლო მეორე მხრივ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერილ იმ პროექტებს ასახავს, რომლებიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
რუსეთის პოლიტიკა ქართული კულტურის წინააღმდეგ
- 1890-1881 წლებში - გაძლიერდა ქართული ენის დევნა-შევიწროება. კავკასიის სასწავლო ოლქის უფროსის კირილე იანოვსკის განკარგულებით 1881 წელს ყველა ტიპის სკოლაში რუსული ენის სწავლება დაწყებითი კლასებიდანვე იწყება, ქართული ენის სწავლება ქართულ სკოლებში არასავალდებულო გახდა.
- 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა.
- რუსული საეკლესიო მმართველობის მითითებით შეილესა და კირით შეთეთრდა ალავერდის, სვეტიცხოვლის, მანგლისის, ბიჭვინთის, კაცხის, ლურჯი მონასტრის და სხვათა ფასადები და ფრესკები. მეფის რუსეთის პერიოდში განადგურდა სვეტიცხოვლის, ალავერდის და იკორთის კარიბჭეები.
- XX საუკუნის 20 იან წლებში ბოლშევიკებმა დახურეს ათასზე მეტი ეკლესია და გააუქმეს ღვთისმსახურება. 1921-1953 წლებში დაიხურა 1 305 ეკლესია, რომელთაგან ნაწილი დაანგრიეს ან დანიშნულება შეუცვალეს. ეკლესიები მასობრივად გადააკეთეს საცხოვრებელ სახლებად, საწყობებად და სოფლის კლუბებად.
- 1922 წლიდან შეიქმნა კომპლექსური ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებდა ლიტერატურულ გამოცემებს, სპექტაკლების სცენარებსა და კლუბების სასიმღერო რეპერტუარს
- 1922 წელს გამოიცა დეკრეტი ეკლესიებიდან საეკლესიო საგანძურის ამოღების შესახებ. იმავე წელს საეკლესიო ნივთები და ქონება გაიტანეს საქართველოს 600-მე ეკლესიიდან.
- 1930-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს ქართველი კულტურის მოღვაწეები ემსხვერპლნენ. მათ შორის იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე. ზეწოლის გამო თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა.
- 1940-იანი წლებიდან გამკაცრდა ცენზურა ყველა სფეროში. საბჭოთა ცენზურა აკონტროლებდა ხელოვნების ყველა დარგს.
- 1978 წელს საფრთხე შეექმნა ქართულ ენას, როდესაც საბჭოთა ხელმძღვანელობას სურდა კონსტიტუციიდან ამოეღო სახელმწიფო ენის ცნება.
- რუსეთის ხელისუფლება დღემდე აგრძელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე თვითნებურ ჩარევას და ისტორიული ძეგლების დაზიანებას.
- 2010 - ქართლი კვალის წაშლის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ქართულ, მე-11 საუკუნის ილორის ტაძარს რუსული გუმბათი დაადგეს, ფასადები თეთრად გადაღებეს, ხოლო ქართული წარწერები შელესეს.
- 2012 - აფხაზეთში, ბედიის ტაძარში არსებული ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა განადგურდა.
- 2013 - აფხაზეთში, დრანდის ტაძარში განადგურდა ძველი ემბაზი და ჩაიდგა მინი აუზი
- 2017 - პოლიგონის გაკეთების მიზნით სოფელ წებელდაში განადგურდა VIII საუკუნის ეკლესია და ნამოსახლარი.
აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი
მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი მხარს უჭერს კულტურის ძეგლების, ობიექტების და ტრადიციული კულტურის გამოხატვის სხვადასხვა ფორმების დაცვასა და შენარჩუნებას. ფონდის მიერ საქართველოში დაფინანსებული
პროექტები:
- 2001 - 1928-1939 წლებში შექმნილი ქართული ფოლკლორული სიმღერების შეგროვება და შენარჩუნება. დაფინანსდა $15 000-ით.
- 2003-2008 - გელათის სამონსტრო კომპლექსის რესტავრაცია. პროგრამა 2003 წლიდან დაიწყო და მოიცავდა კომპლექსში შემავალი სხვადასხვა ნაწილების კონსერვაცია/რესტავრაციას, მათ შორის შუა საუკუნეების ფრესკების კონსერვაციას. აშშ-ის ელჩის ფონდმა მონასტრის რესტავრაციისთვის $600 000 გამოყო.
- 2004 - ატენის სიონის მე-7 საუკუნის კედლის მხატვრობის შენარჩუნება. აშშ-ის საელჩომ პროექტი $29 929-ით დააფინანსა
- 2005 - XI - XVI საუკუნებიის 300-მდე ხელნაწერი ისტორიული წყაროების გაციფრულება. პროექტი დაფინანსდა $20 491-ით.
- 2006 - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ნაქარგი კოლექციების შენარჩუნება.
- 2008 - თეთრი უდაბნოს მონასტრის ადრეული ქრისტიანული ეპოქის ფრესკების შენარჩუნება. დაფინანსდა $13 665 - ით.
- 2008 - $18 887 გამოიყო სოფელ ხოვლეში კლასიკური და შუა საუკუნოვანი სამარხებისა და ნამოსახლარების კონსერვაციისთვის.
- 2009 - სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში დაცული ეთნოგრაფიული ნივთების, შუა საუკუნოვანი ხელნაწერებისა და ხატების დაცვა და შენარჩუნება. პროექტი დაფინანსდა $29 100- ით.
- 2010 - მცხეთის მახლობლად ძვ.წ-ით მე-4 საუკუნის არქეოლოგიური ძეგლის კონსერვაცია. პროექტი გულისხმობდა არმაზის ძეგლის და უძველესი სამაროვნების შესწავლას, კონსერვაციას და ტურისტული ბილიკების მოწყობას და დაფინანსდა $42 846-ით.
- 2011 - ხახულის ხატის პრევენციული კონსერვაცია. დაფინანსდა $18 000-ით. ხახულის ტრიპტიქონი ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. 1860 წელს რუს არქიეპისკოპოს ევსევის (ილინსკი) დახმარებითა და მფარველობით ქუთაისის გენერალ-გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტერში დაცული ხახულის ღვთისმშობლის ხატი გაძარცვა.
- 2014 - XI-XIII საუკუნეების უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა და კონსერვაცია - დაფინანსდა $25000-ით და ითვალისწინებდა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უძველესი ხელნაწერების ბეჭდური ყდების შესწავლას.
- 2014-2015 - ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის შემუშავება.