საქართველო ევროკავშირის მისიებში

8 დეკემბერი 2015

12185175_841931075922401_820275776124612004_o

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოში პირველი ვიზიტისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროკავშირის უსაფრთხოების მისიებში:
"ნება მომეცით... აღვნიშნო ის, რაც ევროკავშირისთვის ძალზე მნიშვნელოვანია – ჩვენ მართლაც ძალიან ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალისა და უკრაინაში ევროკავშირის ეგიდით მოქმედ მისიებსა და ოპერაციებში. ეს არის ჩვენი კონკრეტული და ყოველდღიური თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში. ჩვენი ხალხი ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობს ევროკავშირის ოპერაციებსა და მისიებში და ადასტურებს, რომ ჩვენ უკვე ერთად ვშრომობთ არამარტო ჩვენი რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს სტაბილურობის და უსაფრთხოების უზუნველსაყოფად.