წყარო: netgazeti.ge
ევროკავშირი საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული “ბილდი” საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უვიზო რეჟიმი ძალაში 2016 წლის ივნისში ან ივლისში შევა.
15 დეკემბერს ევროკომისია გამოაქვეყნებს პროგრესის ანგარიშს იმის შესახებ თუ როგორ ასრულებენ ეს ქვეყნები ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალიწინებულ მოთხოვნებს. ბილდის ცნობით, ეს ანგარიში პოზიტიური იქნება.
damoukidebloba.com-მა უკვე გამოაქვეყნა 2 სტატია სადაც საუბარია საქართველოსადმი ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მხარდაჭერაზე. კიდევ უფრო იმედის მომცემია დასავლური მედია საშუალებების მიერ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედების მოახლოებულ პერსპექტივაზე.