კარასინი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის პუტინის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა

18 მარტი 2016 Shadow

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ 2015 წლის 18 თებერვალს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხების განხილვისას რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატას რატიფიცირებისთვის წარუდგინა შეთანხმება, რომელიც დსთ-ის ქვეყნებთან საზღვრებზე საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებისთვის ექსპერტების ერთობლივი ჯუფების მოქმედებებს განსაზღვრავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშვნამდე ორი დღით ადრე, 16 მარტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მთავარ საფრთხედ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს და მზარდ ანტირუსულ რიტორიკას მიიჩნევს.

 

წყარო: interpressnews.ge