აშშ Vimpelcom-ისა და MTS-ის ანგარიშებზე 300 მილიონ დოლარს გაყინავს

10 ივლისი 2015 Shadow


fridmanსაერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 300 მილიონი დოლარის გაყინვის მიიღო უფლება ანგარიშებზე, რომელიც სავარაუდოდ ფიგურირებს საერთაშორისო კორუფციულ სქემაში, სადაც ჩართულები არიან ორი რუსული სატელეფონო კომპანია და უზბეკეთის პრეზიდენტის ნათესავი.

იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, რუსული სატელეკომუნიკაციო კომპანიები Vimpelcom-ი(მისი წევრია საქართველოში მოქმედი „ბილაინიც“) და MTS  (Mobile TeleSystems) იყენებდნენ ფიქტიური კომპანიის ვებ გვერდებსა და ყალბ საკონსულტაციო კონტრაქტებს იმისათვის, რომ 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გადასახადები კორუფციული გზით მიმართული ყოფილიყო მაღალჩინოსნების კუთვნილი კომპანიისკენ. სქემის თანახმად, ამ გარიგებით, ისინი უზბეკეთის სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უნდა შესულიყვნენ.

ტრანზაქციები New York Mellon Corporation ბანკის მეშვეობით ხორციელდებოდა. ამიტომ აშშ თანხას გაყინავსამ ბანკის რამდენიმე ქვეყანის ფილიალში - ბელგიაში, ირლანდიასა და ლუქსემბურგში.

გამოძიება დაიწყო სტოკჰოლმის სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ნორვეგიულმა საკომუნიკაციო კომპანია Telesonera-ს მიმართვის შემდეგ გამოქვეყნდა. Telesonera-ს ეჭვი ჰქონდა, რომ ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რეგისტრირებული კომპანიის Water Trail Industries-ის მშევეობით 2007-2011 წლებში რუსულმა საკომუნიკაციო კომპანიებმა Takilant-ს 55 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს. Takilant-ი უზბეკეთის პრეზიდენტის შვილთან, გულნარა კარიმოვასთან არის აფილირებული. 

არც Vimpelcom-ს და არც MTS-ის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

„ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრია საქართველოში მოქმედი სატელეკომუნიკაციო კომპანია „ბილაინი“ (იგივე შპს „,მობიტელი“) „ვიმპელკომი“ “მობიტელს” ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობს - ზემოთ ნახსენებ Water Trail Industries-ს 51% ეკუთვნის,  „ინვესტიკო ალიანსეს“ - 29%, მირენ ინვესტი კი 20%-ს ფლობს.

„ვიმპელკომის“ აქციათა ხმათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია Telenor-ს ეკუთვნის.  47.9% კი რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის Alfa Group-ის წევრ Altimo-ს ეკუთვნის,  „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, ფრიდმანი ყველაზე მდიდარ რუს ბიზნესმენებს შორის მეორე ადგილზეა.

ფრიდმანს ეკუთვნის მინერალური წყლების კომპანია “შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო ” ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა კომპანია "IDS Borjomi"-ს საკონტროლო პაკეტი "Альфа-Групп"-ს 2013 წელს მიჰყიდეს.